ახალი ზელანდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ზელანდია
ინგლ. New Zealand
მაორი. Aotearoa
ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის
დროშა გერბი
ჰიმნი: 

"ღმერთო დაიცავი ახალი ზელანდია"
"ღმერთო დაიფარე მეფე"[1][2]
ახალი ზელანდიის მდებარეობა
დედაქალაქიუელინგტონი
41°17′ ს. გ. 174°27′ ა. გ. / 41.283° ს. გ. 174.450° ა. გ. / -41.283; 174.450
უდიდესი ქალაქი ოკლენდი
ოფიციალური ენა ინგლისური (95,9 %), მაორული (4,2 %), ახალ ზელანდიური ნიშნების ენა (0,6 %)
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია, კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ჩარლზ IIII
 -  გენერალ-გუბერნატორი პეტსი რედი
 -  პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი
ფართობი
 -  სულ 268 680 კმ2 (75-ე)
 -  წყალი (%) 1.6[3]
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 4 433 100[4] (122-ე)
 -   აღწერა 4 242 051 
 -  სიმჭიდროვე 15,79 კაცი/კმ2 (202-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $122.193 მილიარდი[5] 
 -  ერთ მოსახლეზე $27,668[5] 
აგი (2011) 0.908[6] (ძალიან მაღალი) (მე-5)
ვალუტა ახალზელანდიური დოლარი (NZD)
დროის სარტყელი NZST (UTC+12:00)
 -  ზაფხულის (DST) NZDT (UTC+13:00) (UTC)
ქვეყნის კოდი NZ
Internet TLD .nz
სატელეფონო კოდი +64

ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand; მაორი. Aotearoa) — კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი. ახალი ზელანდიის მოსახლეობა 2013 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 4 242 048 ადამიანს[7]. ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიისა და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებზე აგებული და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში.

ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა მისი გეოგრაფიული იზოლირება. ქვეყნის უახლესი მეზობლებია — დასავლეთით ავსტრალია, გამოყოფილი ტასმანიის ზღვით (უმოკლესი მანძილი — დაახლოებით 1700 კმ); ჩრდილოეთით კუნძულოვანი ტერიტორიები — ახალი კალედონია (დაახლოებით 1400 კმ), ტონგა (დაახლოებით 1800 კმ) და ფიჯი (დაახლოებით 1900 კმ).

სახელი და მისი ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1657 წლის რუკის დეტალი, რომელიც „ნოვა ზელანდიის“ დასავლეთ სანაპიროს ასახავს.

სახელი, რომელიც ქვეყანას მისცეს მაორებმა აქ პირველი ევროპელების მოსვლამდე, არ შემორჩა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კუნძულს მაორები ეძახდნენ ტე იკა-ა-მაუის (მაორი. Te Ika-a-Māui), რომელიც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „მაუის კუთვნილი თევზი“. მაუი — ნახევარ ღმერთია მაორების ლეგენდებში, რომელმაც ოკეანეში დაიჭირა უზარმაზარი თევზი, რომელიც ამის შემდეგ გადაიქცა კუნძულად. სამხრეთ კუნძულს ჰქონდა ორი გავრცელებული სახელი: ტე ვაი პაუნამუ (მაორი. Te Wai Pounamu) და ტე ვაკა-ა-მაუი (მაორი. Te Waka a Māui). პირველი სახელი შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „ნეფრიტის წყალი“, მეორე, როგორც „მაუის კუთვნილი ნავი“, რომელიც ასევე ეხება მაორების ლეგენდის ნახევარ ღმერთს. XX საუკუნის დასაწყისამდე ჩრდილოეთ კუნძული ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც აოტეაროა (Aotearoa ), რაც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „გრძელი თეთრი ღრუბლის ქვეყანა“ (roa = გრძელი, tea = თეთრი, ao = ღრუბელი) და მოგვიანებით ზუსტად ეს სახელი გახდა მიღებული მთელი ქვეყნის სახელად მაორელთა ენაზე.

პირველი ევროპელი ზღვაოსანი, რომელიც იმყოფებოდა ამ ქვეყნის სანაპიროებზე იყო, ნიდერლანდელი აბელ ტასმანი და მან მას დაარქვა „Staten Landt“. ზუსტად ამ დასახელების ტრანსფორმირება მოახდინეს ნიდერლანდელმა კარტოგრაფებმა ლათინურზე Nova Zeelandia ნიდერლანდების ერთ-ერთი პროვინციის — ზელანდიის (ნიდერლ. Zeeland) და ნიდერლანდური დასახელების Nieuw Zeeland პატივსაცემად[8]. მოგვიანებით ბრიტანელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა გამოიყენა ამ სახელის ინგლისური ვერსია New Zealand თავის ჩანაწერებში და ზუსტად ეს გახდა ქვეყნის ოფიციალური დასახელება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი გეოგრაფიული მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუკის მთის ხედი სამხრეთ ალპებში მდებარე სოფელ მაუნტ-კუკისკენ მიმავალი გზიდან. ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის რელიეფი, უმეტესად მთიანია.
ახალი ზელანდი, ხედი კოსმოსიდან

ახალი ზელანდია მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პოლინეზიურ სამკუთხედში წყლის ნახევარსფეროს ცენტრალურ რაიონში. ქვეყნის ძირითად ტერიტორიას შეადგენს ორი კუნძული — სამხრეთი და ჩრდილოეთი კუნძული. კუნძულების დასავლეთ სანაპიროს გარს ეკვრის ტასმანიის ზღვა, ქვეყნის დანარჩენ სანაპიროებს — წყნარი ოკეანე. ორივე კუნძულს ყოფს კუკის სრუტე. ამ ორი ძირითადი კუნძულის გარდა, ახალ ზელანდიას ეკუთვნის დაახლოებით გაცილებით უფრო მცირე ფართობის მქონე 700 კუნძული, რომელთა შორის უმრავლესობა დაუსახლებელია. მათ შორის ყველაზე დიდებია: კუნძული სტიუარტის კუნძული, ანტიპოდის კუნძულები, ოკლენდის კუნძულები, ბაუნტის კუნძულები, კემპბელის კუნძულები, ჩატემის კუნძულები და კერმადეკის კუნძულები. ქვეყნის საერთო ფართობი შეადგენს 268 680 კმ²-ს. ეს თავისი ზომებით ცოტათი პატარაა ვიდრე იტალია ან იაპონია, მაგრამ ცოტათი დიდია დიდ ბრიტანეთზე. ახალი ზელანდიის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 15 134 კილომეტრს.

სამხრეთი კუნძული — ახალი ზელანდიის უდიდესი კუნძულია და მე-12-ა კუნძულების სიდიდის მიხედვით პლანეტაზე, მისი ფართობი შეადგენს 150 437[9] კმ²-ს. კუნძულზე ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ნაწილი. კუნძულის გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია ქედებიანი მთები სამხრეთი ალპები, რომლის ყველაზე მაღალი მწვერვალია კუკის მთა (43°35′44″ ს. გ. 170°08′27″ ა. გ. / 43.5957472° ს. გ. 170.1410417° ა. გ. / -43.5957472; 170.1410417, მეორე ოფიციალური სახელია — აორაკი) სიმაღლით 3754 მეტრი. მის გარდა სამხრეთ კუნძულზე არის კიდევ 18 მწვერვალი 3000 მეტრზე მეტი სიმაღლით. კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი უფრო დაბლობია და პრაქტიკულად მთლიანად დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო ნათესებით. კუნძულის დასავლეთი სანაპირო დასახლებულია უფრო ნაკლებად მჭიდროდ. აქ შემორჩენილია ბუნების პრაქტიკულად ხელუხლებელი მცენარეულობისა და ცხოველთა სამყაროს მნიშვნელოვანი მასივები. დასავლეთი ნაწილი ასევე განთქმულია ბევრი ეროვნული პარკებით, ფიორდებით და მყინვარებით, რომლებიც ეშვებიან სამხრეთი ალპების ფერდობებიდან პირდაპირ ტასმანიის ზღვაში. კუნძულის ყველაზე დიდი ტბაა — ტე-ანაუს ტბა (ახალ ზელანდიაში ფართობით მეორე ტბა).

ჩრდილოეთი კუნძული, ფართობით 113 729[9] კმ², სიდიდით მე-14 კუნძულია პლანეტაზე. კუნძული გაცილებით ნაკლებად მთიანია, ვიდრე სამხრეთი კუნძული და უფრო მოსახერხებელია დასახლებული პუნქტებისა და საზღვაო პორტების შესაქმნელად, სწორედ ამიტომ მასზე ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი და აქ მდებარეობენ ქვეყნის უდიდესი ქალაქები. ჩრდილოეთი კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია აქტიური ვულკანი რუაპეჰუ (39°16′ ს. გ. 175°34′ ა. გ. / 39.267° ს. გ. 175.567° ა. გ. / -39.267; 175.567) სიმაღლით 2797 მეტრი. ჩრდილოეთი კუნძული გამოირჩევა მაღალი ვულკანური აქტივობით: ქვეყნის ექვსი ვულკანური ზონიდან ხუთი მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულზე. ჩრდილოეთი კუნძულის პირდაპირ ცენტრში მდებარეობს ტაუპოს ტბა, ყველაზე დიდი ტბა ახალ ზელანდიაში. მისგან იღებს თავის სათავეს მდინარე უაიკატო, რომლის სიგრძე შეადგენს 425 კილომეტრს და რომელიც ყველაზე გრძელი მდინარეა ახალ ზელანდიაში.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის რელიეფი ძირითადად წარმოადგენს ზეგნებსა და მთებს. ქვეყნის ტერიტორიის 75 %-ზე მეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 200 მეტრზე მაღლა. ჩრდილოეთი კუნძულის მთების უმრავლესობა 1800 მეტრზე დაბალია. სამხრეთი კუნძულის 19 პიკი 3000 მეტრზე მაღლაა. ჩრდილოეთ კუნძულის სანაპირო ზონები წარმოდგენილია ვრცელი ხეობებით. სამხრეთი კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე განლაგებულია ფიორდები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის კლიმატი იცვლება ჩრდილოეთი კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის თბილი სუბტროპიკული სარტყლებიდან, სამხრეთი კუნძულის სამხრეთი და ცენტრალური რეგიონების до прохладного ზომიერი სარტყლებამდე; მთიან რაიონებში ჭარბობს მკაცრი ალპური კლიმატი. მაღალმთიანი სამხრეთ ალპების ჯაჭვი ყოფს ქვეყანას შუაზე და გზას უღობავს დასავლეთის ძლიერ ქარებს, შესაბამისად ყოფს მას ორ სხვადასხვა კლიმატურ ზონებად. სამხრეთ კუნძულის დასავლეთი სანაპირო — ქვეყნის ყველაზე ტენიანი ნაწილია; აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც მდებარეობს მისგან სულ 100 კილომეტრში — ყველაზე მშრალი.

აღმოსავლეთ-ავსტრალიური დინება, რომელიც გადის ტასმანიის ზღვაზე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის, კუნძულებისა და ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს კლიმატს ხდის უფრო თბილსა და ტენიანს, ტროპიკულს სუბტროპიკულის ნაცვლად; ხელს უწყობს ტროპიკული ზღვის ფაუნის გავრცელებას სუბტროპიკულ რაიონებში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.

ახალი ზელანდიის დიდ ნაწილში ატმოსფერული ნალექების დონე შეადგენს 600-დან 1600 მილიმეტრამდე წელიწადში. ისინი ნაწილდებიან შედარებით თანაბრად წლის განმავლობაში, უფრო მშრალი ზაფხულის პერიოდის გამოკლებით.

საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს +10 °C-დან სამხრეთში, +16 °C-მდე ჩრდილოეთში. ყველაზე ცივი თვეა — ივლისი, ხოლო ყველაზე თბილი თვეებია — იანვარი და თებერვალი. ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით განსხვავება ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის არცთუ ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ სამხრეთში და მთისწინა რაიონებში სხვაობა აღწევს 14 °C. ქვეყნის მთიან რაიონებში სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა მკვეთრად ეშვება ქვემოთ, დაახლოებით 0,7 °C-ით თითოეულ 100 მეტრში.

ქვეყნის უდიდეს ქალაქ ოკლენდში საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს + 15,1 °C-ს, ამასთან ყველაზე მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურა შეადგენს +30,5 °C-ს, ხოლო მინიმალური −2,5 °C-ს. ქვეყნის დედაქალაქ ველინგტონში, საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს +12,8 °C-ს, მაქსიმალური დაფიქსირებული ტემპერატურა +31,1 °C-ს, მინიმალური −1,9 °C-ს[10]. ყველაზე დაბალი ტემპერატურა მთელ ოკეანეთში დაფიქსირებულია ზუსტად ახალ ზელანდიაში, რადგანაც ის მდებარეობს ეკვატორიდან ყველაზე შორს ოკეანეთის ქვეყნებს შორის (სამხრეთი განედის 47-ე პარალელამდე) ქალაქ რენფერლიში 1903 წლის 18 ივლისს და შეადგინა −25,6 °C.

ახალი ზელანდიის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დაფიქსირდა სამხრეთი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ რანგიორაში +42,4 °C, 43-ე და 44-ე პარალელებს შორის, 43-ესთან ახლოს. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი და მაქსიმუმი ქვეყანაში დაფიქსირებულია სამხრეთის კუნძულზე, სადაც უფრო კონტინენტური კლიმატია, ვიდრე ჩრდილოეთ კუნძულზე. ტემპერატურათა სხვაობა კუნძულზე შეადგენს 68 °C-ს, ხოლო სამხრეთი კუნძულის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს +8,4 °C-ს.

მზიანი საათების რაოდენობა წელიწადში შედარებით მაღალია, განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებიც დაცულია დასავლეთის ქარებისაგან. საშუალოდ ქვეყანაში ის შეადგენს 2000 საათზე ნაკლებს. ქვეყნის ბევრ ნაწილში მზის რადიაციის დონე ძალიან მაღალია.

თოვლი საკმაოდ იშვიათობაა ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის სანაპირო რაიონებში და სამხრეთ კუნძულის დასავლეთ ნაწილში. დანარჩენ რეგიონებში უმნიშვნელო და ხანმოკლე თოვლი შესაძლებელია მოვიდეს ზამთრის თვეებში. ღამის სუსხი ზამთრის პერიოდში შესაძლებელია მოხდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

გეოლოგიური აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ტოპოგრაფიული რუკა

ახალი ზელანდიის შემადგენელი კუნძულები, მდებარეობენ წყნარი ოკეანის სინკლინის სარტყელში ორ ლითოსფერულ ფილაქანს — წყნარი ოკეანის ფილაქანსა და ავსტრალიის ფილაქანს შორის. ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში ამ ორ ფილაქანს შორის გარდატეხის ადგილი განიცდიდა რთულ გეოლოგიურ პროცესებს, რომელიც მუდმივად ცვლიდა დედამიწის ქერქის სტრუქტურასა და ფორმას. სწორედ ამიტომ, წყნარი ოკეანის კუნძულების უმრავლესობისგან განსხვავებით, ახალი ზელანდიის კუნძულები წარმოქმნილია არა მხოლოდ ვულკანური აქტივობის შედეგად, არამედ დედამიწის ქერქის ერთი ნაწილის მეორესთან მიმართ უფრო მეტად ჩაწევის შედეგად და აგებულია სხვადასხვა შემადგენლობისა და ასაკის გეოლოგიური ჯიშებისაგან.

აქტიური ტექტონიკური მოქმედება ამ რეგიონის დედამიწის ქერქში გრძელდება ჩვენი პლანეტის ფორმირების თანამედროვე გეოლოგიურ ეტაპზეც. მისი შედეგები შესამჩნევია ისტორიულად მოკლე ვადაშიც ევროპელების მიერ კუნძულების ათვისების დაწყებიდან. ასე მაგალითად, 1855 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სანაპირო მოხაზულობამ ველინგტონთან ახლოს აიწია მეტრნახევარზე მეტად, ხოლო 1931 წელს, ასევე ძლიერი მიწისძვრის დროს ქალაქ ნეიპირთან ახლოს წყლის ზედაპირიდან ამოიწია დაახლოებით 9 კმ² ხმელეთი.

ახალი ზელანდიის მდებარეობა ისტორიულად დაკავშირებულია მის ტერიტორიაზე აქტიურ ვულკანურ მოქმედებებთან. მკვლევარები მის დასაწყისად ვარაუდობენ გვიანდელი მიოცენის პერიოდს, ხოლო გაძლიერებული ვულკანური აქტივობის თანამედროვე ზონების ფორმირების პროცესი დამთავრდა გვიანდელი პლიოცენის პერიოდში. უდიდესი ვულკანური ამოფრქვევები, სავარაუდოდ, ხდებოდა გვიანდელი პლიოცენის პერიოდში — ადრეული პლეისტოცენი, როდესაც დაახლოებით 5 მილიონი კუბური კილომეტრი ლავა შეიძლებოდა ამოფრქვეულიყო დედამიწის ზედაპირზე.

თანამედროვე ეტაპზე გაძლიერებული ტექტონიკური აქტივობის ზონა, მასთან დაკავშირებული მიწისძვრების მაღალი რიცხვით არის სამხრეთი კუნძულის დასავლეთი სანაპირო და ჩრდილოეთი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო. ქვეყანაში მიწისძვრების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 15 000-მდე, მათ შორის უმრავლესობა მცირე ძალისაა და მხოლოდ ყოველწლიურად დაახლოებით 250 შეიძლება იყოს მიკუთვნებული შესამჩნევ ან ძლიერთა კატეგორიას[11]. თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა 1855 წელს ველინგტონთან ახლოს, დაახლოებით 8,2 ბალის სიძლიერე; ყველაზე დამანგრეველი იყო მიწისძვრა ნეიპირის რაიონში, რომლის დროსაც დაიღუპა 256 ადამიანი.

თანამედროვე ახალი ზელანდიის ვულკანური აქტივობა ისევ მაღალია და ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურია 6 ვულკანური ზონა, რომელთაგან ხუთი მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულზე. ტბა ტაუპოს რაიონში სავარაუდოდв 186 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოხდა ადამიანების ისტორიაში უდიდესი დოკუმენტალურად დაფიქსირებული ვულკანური ამოფრქვევა[12]. ამოფრქვევის შედეგები აღწერილია ისტორიულ ქრონიკებში ისეთ დაშორებულ ადგილებში, როგორებიცაა ჩინეთი და საბერძნეთი. ამოფრქვევის ადგილზე დღეისათვის განლაგებულია წყნარი ოკეანის უდიდესი მტკნარი წყლის ტბა ტაუპო, ფართობით, რომელიც სინგაპურის ფართობს უტოლდება.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდია მდებარეობს ინდო-ავსტრალიურ და წყნარი ოკეანის სეისმოლოგიური რგოლის საზღვარზე. მათი ურთიერთმოქმედების პროცესებმა, მათ შორის სამთო მასივების ჩქარმა ამოწევამ და ორი მილიონი წლის განმავლობაში აქტიურმა ვულკანურმა მოქმედებებმა, გამოავლინეს კუნძულების მიწის მასივების გეოლოგია.

მიუხედავად სასარგებლო წიაღისეულის ნაირფეროვნებისა, წარმოებაში მუშავდება მხოლოდ აირის, ნავთობის, ოქროს, ვერცხლის, რკინისებური ქვიშეულისა და ნახშირის საბადოები. ამას გარდა არსებობს კირქვის და თიხის (მათ შორის ბენტონიტის თიხის) საკმაო მარაგი. ალუმინი, ტიტანური რკინა, სტიბიუმი, ქრომი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, ვერცხლისწყალი, ვოლფრამი, პლატინა, ბარიტი და მთელი რიგი სხვა სასარგებლო წიაღისეული ასევე ხშირად გვხვდება, მაგრამ დაზვერვითი ინფორმაციით მათი სამრეწველო მარაგები დიდი არ არის.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საბადო და ყველა მოპოვებული ნეფრიტი 1997 წლიდან მართვაში გადაეცათ მაორებს, იმ მთავარ ისტორიულ როლთან დაკავშირებით, რომელშიც ნეფრიტის (მაორი. Pounamu) ნაკეთობა თამაშობს ამ ხალხის კულტურაში.

ახალ ზელანდიაში ოქროს დამტკიცებული მარაგები შეადგენს 372 ტონას. 2002 წელს ოქროს მოპოვებამ შეადგინა 10 ტონაზე ცოტათი ნაკლები[13].

ახალ ზელანდიაში ვერცხლის დამტკიცებული მარაგები შეადგენს 308 ტონას. 2002 წელს ვერცხლის მოპოვებამ შეადგინა თითქმის 29 ტონა[13].

რკინისებური ქვიშეულის დამტკიცებული მარაგები შეადგენს 874 მილიონ ტონას. მისი საწარმოო მოპოვება დაიწყო XX საუკუნის 60-იან წლებში. 2002 წელს მოპოვებამ შეადგინა დაახლოებით 2,4 მილიონი ტონა[14].

ახალ ზელანდიაში ბუნებრივი აირის დამტკიცებული მარაგები შეადგენს 68 მილიარდ მ³-ს. აირის საწარმოო მოპოვება დაიწყო 1970 წელს. 2005 წელს ბუნებრივი აირის მოპოვებამ ქვეყანაში საორიენტაციოდ შეადგინა 50 მილიონი მ³[15].

საორიენტაციოდ ნავთობის მარაგი შეადგენს 14 მილიონ ტონას, მისი საწარმოო მოპოვება დაიწყო 1935 წელს. ქვეყანაში ნავთობის მოპოვება ბოლო წლებში საკმაოდ მცირდება[16]. 2005 წელს ქვეყანაში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 7 მილიონზე ცოტათი მეტი ბარელი[17].

ქვანახშირის მოპოვების მოცულობა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია განუწყვეტლივ იზრდებოდა, დასტაბილიზირდა XXI საუკუნის პირველ ათწლეულში იმ პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იყო მყარი საწვავის მოხმარების შემცირებაზე. მოპოვებული ქვანახშირის დაახლოებით მესამედი იგზავნება ექსპორტზე. ქვეყანაში განაგრძობს მუშაობას 60 ქვანახშირის შახტა[18].

გარე ზღვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდია იზოლირებულია სხვა კუნძულებისგან და მატერიკებიდან დიდი მანძილით. მის დასავლეთ სანაპიროს გარს ეკვრის ტასმანიის ზღვა, რომელიც გამოყოფს ქვეყანას ავსტრალიისაგან 1700 კმ-ით. წყნარი ოკეანე გარს ეკვრის ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს და გამოყოფს ქვეყანას უახლოესი მეზობლებისაგან — ჩრდილოეთით, ახალი კალედონიისაგან, 1000 კმ-ით; აღმოსავლეთით, ჩილესგან, 8700 კმ-ით; და სამხრეთით ანტარქტიკისაგან 2500 კმ-ით.

ახალი ზელანდიის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 15 134 კმ-ს, შიდა წყლები — 12 საზღვაო მილს. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა — 200 საზღვაო მილამდე. საზღვაო ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 4 300 000 კმ²-ს[19], რაც 15-ჯერ აღემატება ქვეყნის ხმელეთის ფართობს.

ახალი ზელანდიის რაიონში არსებობს ორი მუდმივი საზღვაო დინება — თბილი აღმოსავლეთ-ავსტრალიური დინება და ანტარქტიკული ცირკუმპოლარული დინება. აღმოსავლეთ-ავსტრალიური დინება მიმართულია ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გარს ეკვრის ჩრდილოეთის კუნძულის დასავლეთ ნაწილს. ანტარქტიკული ცირკუმპოლარული დინება შეიმჩნევა სამხრეთით და მისი ძირითადი ნაკადი მიემართება სამხრეთი კუნძულის სამხრეთით აღმოსავლეთის მიმართულებით.

ქვეყნის სანაპირო წყლებში მდებარეობს 700-მდე მცირე კუნძული, მათი უმრავლესობა მდებარეობს 50 კმ-მდე მანძილზე ძირითადი კუნძულებიდან. საერთო რიცხვიდან მხოლოდ დაახლოებით 60-ზე შესაძლებელია ცხოვრება ან დასახლებულია დღეისათვის.

შიდა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალ ზელანდიაში განსაკუთრებული გეოლოგიური და გეოგრაფიული პირობების გამო ბევრი მდინარე და ტბებია. მდინარეების უმრავლესობა მოკლეა (50 კმ-ზე ნაკლები), ისინი სათავეს იღებენ მთებში და უცბათვე ეშვებიან დაბლობებში, სადაც მათი დინების სიჩქარე ნელდება. უაიკატო — ქვეყნის უდიდესი მდინარეა სიგრძით 425 კმ. ქვეყანაში ასევე მოედინება 33 მდინარე სიგრძით 100 კმ-ზე მეტი და 6 მდინარე სიგრძით 51 კმ-დან 95 კმ-მდე. ქვეყანაში მდინარეთა და სხვა შიდა წყლების გზების საერთო სიგრძე შეადგენს 425 000 კმ-ს.

ახალ ზელანდიაში 3280 ტბაა წყლის სარკის 0,01 კმ² ფართზე მეტი[20], 229 ტბას აქვს წყლის სარკე 0,5 კმ²-ზე მეტი[20] და 40-ს — 10 კმ²-ზე მეტი[21]. ქვეყნის უდიდესი ტბაა — ტაუპოს ტბა (ფართობი 623 კმ²), ყველაზე ღრმა ტბაა — ჰაუროკო (სიღრმე — 462 მეტრი)[22]. ჩრდილოეთის კუნძულის ტბების უმრავლესობა წარმოქმნილია ვულკანური მოქმედების შედეგად, ხოლო სამხრეთი კუნძულის ტბების უმრავლესობა წარმოიქმნა მყინვართა აქტიურობით.

ახალი ზელანდია — სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც თავის ტერიტორიაზე აქვს მყინვარი (ტასმანიის, ფოკსის, ფრანც-იოსებისა და სხვ.). ტასმანიის მყინვარი ქმნის ვიწრო ყინულოვან ენას სიგრძით 27 კმ, სიგანით ზოგან 3 კმ; მისი საერთო ფართობია 52 კმ². ზოგიერთ ნაწილში ის აღწევს სისქეს 610 მეტრს და არის ახალი ზელანდიის უდიდესი მყინვარი.

წყლის რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალ ზელანდიაში განახლებული წყლის რესურსების წლის საშუალო მოცულობა სტატისტიკური მონაცემებით 1977—2001 წლებში შეფასებულია, როგორც 327 კმ³, რაც შეადგენს დაახლოებით 85 მ³/წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე[23]. 2001 წელს მდინარეების ჩამონადენისა და ტბების რესურსები შეადგენდა დაახლოებით 320 კმ³-ს, მყინვართა რესურსები დაახლოებით 70 კმ³-ს, ატმოსფერული ტენის რესურსები დაახლოებით 400 კმ³-ს და მიწისქვეშა წყლების რესურსები საორიენტაციოდ შეფასებული იყო 613 კმ³[24].

წყლის რესურსების დაცვა და მართვა და მოსახლეობისა და ეკონომიკის ობიექტების წყალმომარაგების სისტემა ახალ ზელანდიაში არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განკარგულებაში. წყალმეურნეობის კომპლექსის ძირითადი საწარმოო ფონდების ღირებულება შეფასებულია 1 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარზე მეტად. ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემები უზრუნველყოფობენ სასმელი წყლით დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის 85 %-ს. ქვეყანაში მოხმარებული მტკნარი წყლის დაახლოებით 77 % მოიხმარება ირიგაციულ სისტემებში[25].

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთლიანად ქვეყნის ნიადაგი შედარებით ნაკლებად ნაყოფიერი და ჰუმუსით ღარიბია. ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სახის ნიადაგის ტიპები:

  • მთის ტიპის ნიადაგი — მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს (მათ შორის დაახლოებით 15 % მცენარეულობის გარეშე).
  • ნიადაგის ყავისფერ-ნაცრისფერი ტიპი — ძირითადად გვხვდება სამხრეთის კუნძულის მთებსშუა დაბლობებში (ნაკლებპროდუქტიულია ნაყოფიერი მიწადმოქმედებისათვის, ძირითადად იყენებენ საძოვრად).
  • ნიადაგის ყვითელ-ნაცრისფერი ტიპი — დამახასიათებელია სტეპებიანი რაიონებისა და შერეული ტყეებისათვის და გამოიყენება აქტიური მიწადმოქმედებისათვის.
  • ნიადაგის ყვითელ-ყავისფერი ტიპი — დამახასიათებელია ბორცვიანი ადგილებისათვის.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენდემური კივი, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოა.

ახალი ზელანდიის ხანგრძლივმა ისტორიულმა იზოლაციამ და საკმაო დაშორებამ სხვა კონტინენტებთან შექმნა უნიკალური და განუმეორებელი ბუნებრივი სამყარო, რომელიც განსხვავდება ენდემური მცენარეებისა და ფრინველების დიდი რაოდენობით.

ჯერ კიდევ დაახლოებით 1000 წლის წინ, კუნძულებზე ადამიანთა მუდმივი დასახლებების დაარსებამდე, ისტორიულად სრულიად არ არსებობდა ძუძუმწოვრები. გამონაკლისს შეადგენდა ორი სახეობა ღამურები და სანაპირო წყლებში მობინადრე ვეშაპები, ზღვის ლომები და ზღვის კატები.

ამ მიწებზე პირველი მუდმივი მაცხოვრებლების (პოლინეზიელები) გამოჩენასთან ერთად, კუნძულებზე გამოჩნდნენ პატარა ვირთხები და ძაღლები. მოგვიანებით პირველმა ევროპელმა გადმოსახლებულებმა ჩამოიყვანეს ღორები, ძროხები, თხები, თაგვები და კატები. ევროპული დასახლებების განვითარებამ XIX საუკუნეში ახალ ზელანდიაში გამოჩნდა სულ ახალი და ახალი ცხოველების სახეობები.

ზოგიერთი მათგანის გამოჩენამ გამოიწვია უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენა კუნძულების ფლორაზე და ფაუნაზე. ამ ცხოველებს მიეკუთვნებიან ვირთხები, კატები, ბოცვრები (შემოიყვანეს ქვეყანაში ნადირობის განვითარებისათვის), ყარყუმები (შემოიყვანეს ქვეყანაში ბოცვრების პოპულაციის კონტროლისათვის). შემოიყვანეს აგრეთვე ოპოსუმები ბეწვეულის წარმოების განვითარებისთვის. როდესაც ეს ცხოველები გარეთ თავისუფლად გაუშვეს, მათ დაიწყეს ბოძებზე აძრომა და მავთულების დაღრნა. შედეგად, ქალაქები რჩებოდა ელექტროენერგიის გარეშე, ხოლო ცხოველები იხოცებოდნენ. ოპოსუმების წინააღმდეგ აუცილებელი გახდა ყველა ბოძების ლითონის ფურცლებით შემოსვა. ადამიანებმა ასევე დაუფიქრებლად შეიყვანეს შავი გედები, კოდალები, კანარის ჩიტები, ტოროლები, ბატები (როგორც გარეული, ისევე შინაური) და ბევრი სხვა ფრინველთა სახეობები. ასევე ადამიანმა შეიყვანა ახალ ზელანდიაში ირმები, ღორები და სხვა მსხვილი ძუძუმწოვრები, რომლებიც გაშვებული იქნა გარეთ თავისუფლებაზე, იმაზე დაყრდნობით, რომ ასე ტყეები უფრო ლამაზი შესახედაობის იქნებოდნენ. ირგვლივ მყოფ ბუნებაში მტრების არარსებობის გამო, ამ ცხოველების პოპულაციამ მიაღწია ისეთ რაოდენობას, რომ ახალი ზელანდიის ფლორისა და ფაუნის ბუნებრივი წარმომადგენლები მოხვდნენ სერიოზული საფრთხის ქვეშ. მხოლოდ ბოლო წლებში ახალი ზელანდიის ბუნების დაცვის უწყებების ძალისხმევით ზოგიერთი სანაპირო კუნძული განთავისუფლდა ამ ცხოველებისაგან, რამაც იმედი ჩასახა იქ ნატურალური ბუნებრივი პირობების შესანარჩუნებლად.

ახალი ზელანდიის ფაუნის წარმომადგენლებიდან ყველაზე უფრო ცნობილია ფრინველები კივი, ქვეყნის ეროვნული სიმბოლო. ფრინველებს შორის ასევე აუცილებელია აღინიშნოს კეა (ანუ ნესტორი), კაკაპო (ანუ ბუსებრი თუთიყუში), ტაკაჰე (ანუ უფრთო სულთანი).

მხოლოდ ახალ ზელანდიაში შემორჩა 500 წლის წინ გიგანტური ფრენის უუნარო გადაშენებული ფრინველის მოას ჩონჩხი, რომლის სიმაღლე იყო 3,5 მ. ცოტათი გვიან, სავარაუდოდ დაახლოებით 200 წლის წინ გადაშენდა უდიდესი არწივის ცნობილი სახეობებიდან — არწივი ჰაასტა, რომელსაც აქვს 3 მეტრამდე გაშლილი ფრთების სიგრძე და 15 კგ-მდე წონა.

ახალ ზელანდიაში არსებულ ქვეწარმავლებს შორის, შეიძლება აღინიშნოს ჰატერია და სცინკა.

მწერიჭამიების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ქვეყანაში შემოყვანილია და ადაპტირებულია თავისუფალ პირობებში ბინადრობასთან, არის ევროპული ზღარბი.

ახალ ზელანდიაში არ არის გველები, ხოლო ობობებიდან შხამიანია მხოლოდ კატიპო.

ქვეყნის მტკნარ წყალსაცავებში ბინადრობს თევზის 29 სახეობა, რომელთაგან 8 იმყოფება გადაშენების ზღვარზე[23](როგორც მაგალითად, ახალზელანდიური პროტოტროქტი). სანაპირო ზღვებთან ბინადრობს 3000-დე თევზის სახეობა და ზღვის სხვა არსება.

ახალ ზელანდიაში არის ჭიანჭველათა 40 სახეობა.

მცენარეულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ფლორა ითვლის მცენარეულობის დაახლოებით 2000 სახეობას.

ქვეყნის ტყეები იყოფა ორ ძირითად ტიპად — შერეული სუბტროპიკული და მარადმწვანე. ტყეებში დომინირებენ ლათ. Dacrycarpus dacrydioides. შენარჩუნებულია, თუმცა კი ტყეების საწარმოო ათვისების დროს მკვეთრად შემცირდა აგათისის (კაურის) (ლათ. Agathis australis) ხე და კიპაროსის დაკრიდიუმი (ლათ. Dacrydium cupressinum).

ხელოვნურ ტყეებში, რომელთა ფართობი მთლიანად შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ჰექტარს, ძირითადად დარგულია ლათ. Pinus radiata, რომელიც შემოტანილია ახალ ზელანდიაში XIX საუკუნის შუაში. ამ ხეების დარგვამ კაინგაროა ფორესტის (Kaingaroa Forest) რაიონში შექმნა მსოფლიოში უდიდესი ხელოვნურად შექმნილი ტყე.

ახალ ზელანდიას სხვა ქვეყნებთან შედარებით აქვს ლათ. Marchantiophyta-ის ყველაზე დიდი რაოდენობა. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს მათი 606 სახეობა, მათ შორის 50 %-ს შეადგენენ ენდემურები.

ფართოდაა გავრცელებული ხავსები, ახალი ზელანდიის ბრიოფლორა შედგება 523 სახეობის ხავსებისაგან.

ბუნებაში არსებულ კესანეს დაახლოებით 70 ცნობილ სახეობებს შორის, ახალ ზელანდიაში დაახლოებით 30 არის ენდემური. პლანეტის სხვა ნაწილების კესანეებისგან განსხვავებით, ახალ ზელანდიაში ამ მცენარის მხოლოდ ორ სახეობას აქვს ლურჯი ფერი — ლათ. Myosotis antarctica-სა და ლათ. Myosotis capitata-ს[26].

ახალი ზელანდიის ბუნებრივი ფლორის ყვავილბალახიანი მცენარეების 187 სახეობიდან 157 — ენდემურია.

ახალ ზელანდიაში გვხვდება წარმოუდგენლად დიდი, მსგავსი კლიმატური პირობების სხვა ტერიტორიებისგან განსხვავებით, გვიმრების რაოდენობა. ლათ. Cyathea dealbata (ქვეყანაში ასევე ცნობილია, როგორც ვერცხლის გვიმრა) არის ერთ-ერთი საერთო მიღებული ეროვნული სიმბოლო და გამოსახულია ქვეყნის ეროვნულ გერბზე.

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კუნძულზე მდებარე, აბელ ტასმანის ეროვნული პარკის ტორენტის სანაპირო.

ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლოა მისი განსაკუთრებით შენახული მწვანე და სუფთა (ინგლ. Green and Clean New Zealand) და 100 %-იანი სუფთა (ინგლ. 100% Pure New Zealand) იმიჯი[27]. ზუსტად ამიტომ გარემო პირობების დაცვისა და შენახვის საკითხები არის ერთ-ერთი უპირატესი ქვეყნის განვითარებაში.

2005 წელს ახალი ზელანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელშიც შემოიღეს ნახშირბადის გადასახადი[28]. ერთ-ერთ მთავარ პერსპექტიულ მიმართულებად იგეგმება უკვე 2020 წლისთვის მსოფლიოში პირველ ქვეყნად გახდომა, რომელსაც ექნება ნეიტრალური ბალანსი ატმოსფეროში ნახშირბადის გამოყოფის მხრივ, და მასთან ერთად მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქვეყნის სტატუსის მიღების მიღწევის აღიარება[29].

ქვეყნის კანონმდებლობა განსაზღვრავს დაახლოებით ბუნებრივი ტერიტორიის 60 ტიპს, რომლებიც განეკუთვნებიან დაცვასა და შენახვას, მათ შორის ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ფორმებია ეროვნული პარკები (მათ შორის საზღვაო პარკები), ბუნებრივი, სამეცნიერო, ეკოლოგიური და ტურისტული ნაკრძალები და რეზერვატები. ქვეყანაში შექმნილია 14 ეროვნული პარკი[30], 4 საზღვაო პარკი[31], 21 საზღვაო და სანაპირო ნაკრძალი[32] და 3000-ზე მეტი რეზერვატი. ეროვნული პარკების, დაცვის ქვეშ მყოფი ნაკრძალებისა და ბუნებრივი ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 6,5 მილიონ ჰექტარს ანუ ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 25 %-ს[33].

ქვეყანაში ფუნქციონირებს რამდენიმე ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი, რომელთაგან ყველაზე დიდია ოკლენდის ზოოპარკი, რომელიც გახსნილია 1922 წელს და თავის ტერიტორიაზე ინახავს ცხოველთა 170 სახეობაზე მეტს. ანას გარდა, მსხვილი ზოოპარკები გახსნილია ქალაქებში ველინგტონი და ოკლენდი, და ერთადერთი ზოოპარკი ცხოველთა თავისუფალი შენახვით მუშაობს კრაისტჩერჩში. უნიკალური პარკი შეიქმნა ქალაქ უანგარეისთან ახლოს, რომელიც სპეციალიზირებულია დიდი კატების ქვეოჯახის ცხოველთა შენახვისათვის.

ბუნებრივი კატაკლიზმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მიწისძვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 7,1 ბალი მოხდა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე არსებულ კენტერბერის რეგიონში 4 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 4 საათსა და 35 წუთზე (UTC+12:00). ეპიცენტრი მდებარეობდა 40 კმ-ით[34] კრაისტჩერჩიდან დასავლეთით, ქალაქ დარფილდთან ახლოს. ჰიპოცენტრი მდებარეობდა სულ 10 კმ სიღრმეზე.

2011 წლის მიწისძვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწისძვრა მაგნიტუდით 6,3 ბალი მოხდა 22 თებერვალს ახალი ზელანდიის ნაპირებთან. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კრაისტჩერჩთან უშუალო სიახლოვეს სამხრეთის კუნძულზე. დაიღუპა 147 ადამიანი. J.P. Morgan-ის მონაცემებით, მიწისძვრა ახალ ზელანდიაში სადაზღვევო კომპანიებს შეიძლება დაუჯდეთ 12 მილიარდი დოლარი.

ოზონის შრის პრობლემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიგანტური ოზონის ხვრელის არსებობის გამო ანტარქტიდის თავზე, ახალ ზელანდიაში არსებობს ძალიან ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება. როგორც წესი, კანის კიბო არის ყველაზე გავრცელებული კიბოს ფორმა ახალ ზელანდიაში. ყოველწლიურად რეგისტრირებულია ამ ავადმყოფობის 67 ათასი შემთხვევა, იმ დროს, როდესაც სხვა ტიპის კიბოსნაირი დაავადებების მხოლოდ 16 ათასი შემთხვევაა წელიწადში. მელანომით დაავადებულთა რაოდენობა ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში დაახლოებით ოთხჯერ მაღალია, ვიდრე კანადაში, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. სიტუაცია მწვავდება იმით, რომ ბევრი მაცხოვრებელი — ბრიტანელთა შთამომავალია, რომლებიც ყოველთვის განსხვავდებოდნენ ღია კანის ფერით. ხოლო ღია კანის ფერის მქონე ადამიანს ახალ ზელანდიაში გასარუჯად ყოფნის 15 წუთიც. ღია კანის ფერის მქონე ადამიანმა აუცილებელია გამოიყენოს დამცავი კრემი[35].

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკლენდის ცათამბჯენები დევონპორტიდან.

1989 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ტერმინმა „city“ (თარგმანი ინგლისურიდან „ქალაქი“) ახალ ზელანდიაში მიიღო ორი მნიშვნელობა. 1989 წლამდე ნებისმიერი ქალაქის საბჭო (ინგლ. borough council), რომლის მოსახლეობის რაოდენობა იყო 20 ათასზე მეტი, იწოდებოდა როგორც „city“. საბჭოების საზღვრები თითქმის ყოველთვის შეესაბამებოდა დასახლებული პუნქტების საზღვრებს, ამიტომ ქალაქის ტერიტორიებსა (ინგლ. urban area) და ადგილობრივი თვითმართველობის რაიონებს (ინგლ. local government area) შორის სხვაობა იყო მინიმალური.

1989 წელს ადგილობრივი თვითმართველობის სტრუქტურები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ახალი ოლქები და ქალაქის საბჭოები (ინგლ. city council) გახდნენ ფართობით უფრო დიდნი და ისინი უკვე ფლობდნენ არა მარტო ქალაქის, არამედ სასოფლო მიწებსაც. ბევრი დასახლებული ადგილები, რომლებშიც ადრე არსებობდნენ ქალაქის საბჭოები, უკვე იმართებოდა საოლქო საბჭოების მიერ (ინგლ. district council).

სიტყვა „city“ მას მერე გამოიყენება იმ ძირითადი საქალაქო ტერიტორიების აღწერისათვის, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საზღვრებზე.

უელინგტონის ხედი „რაუჰიტი ტერას“-იდან.

ახალი ზელანდიის სტატისტიკის ბიურო ტერმინს „საქალაქო ტერიტორიები“ (ინგლ. urban areas) იყენებს სტატისტიკური მიზნებისათვის. საქალაქო ტერიტორიებს ეკუთვნის მსხვილი ქალაქები (ინგლ. cities), პატარა დასახლებული პუნქტები (ინგლ. towns) და სხვა კონურბაციები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა სჭარბობს 1000 ადამიანს. ახალი ზელანდიის საქალაქო ტერიტორიები ქმნიან ქალაქის მოსახლეობას. 2001 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 86 %-მდე ცხოვრობდა ქალაქებში.

გამოიყოფა საქალაქო ტერიტორიის სამი კლასი:

  • ძირითადი საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. main urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 30 ათას ადამიანზე მეტია. სულ მათი რაოდენობაა 16, და ახალზელანდიელები ეძახიან მას უბრალოდ „city“.
  • მეორეხარისხობრივი საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. secondary urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10-დან 30 ათასამდე ადამიანს. სულ არსებობს 14 ასეთი ტერიტორია.
  • უმნიშვნელო საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. Minor urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1-დან 10 ათასამდე ადამიანს.
უდიდესი ქალაქები და დასახლებული პუნქტები მოსახლეობა (2007) კოორდინატები
ოკლენდი 1 294 000 36°50′48″ ს. გ. 174°45′54″ ა. გ. / 36.8467222° ს. გ. 174.7651639° ა. გ. / -36.8467222; 174.7651639
უელინგტონი 379 000 41°17′11″ ს. გ. 174°46′34″ ა. გ. / 41.2865111° ს. გ. 174.7763278° ა. გ. / -41.2865111; 174.7763278
კრაისტჩერჩი 378 700 43°31′53″ ს. გ. 172°38′11″ ა. გ. / 43.5316361° ს. გ. 172.6366444° ა. გ. / -43.5316361; 172.6366444
ჰამილტონი 163 900 37°47′13″ ს. გ. 175°16′58″ ა. გ. / 37.7871250° ს. გ. 175.2829056° ა. გ. / -37.7871250; 175.2829056
დანიდინი 114 600 45°52′28″ ს. გ. 170°30′12″ ა. გ. / 45.8745583° ს. გ. 170.5033889° ა. გ. / -45.8745583; 170.5033889
ტაურანგა 114 200 37°41′03″ ს. გ. 176°10′12″ ა. გ. / 37.6844167° ს. გ. 176.1700694° ა. გ. / -37.6844167; 176.1700694
პალმერსტონ-ნორთი 78 800 40°21′20″ ს. გ. 175°36′43″ ა. გ. / 40.3557472° ს. გ. 175.6121889° ა. გ. / -40.3557472; 175.6121889
ჰეისტინგსი 64 600 39°38′36″ ს. გ. 176°50′35″ ა. გ. / 39.6435306° ს. გ. 176.8431944° ა. გ. / -39.6435306; 176.8431944
ნელსონი 58 300 41°16′14″ ს. გ. 173°17′02″ ა. გ. / 41.2707861° ს. გ. 173.2840000° ა. გ. / -41.2707861; 173.2840000
ნეიპირი 57 900 39°29′11″ ს. გ. 176°54′58″ ა. გ. / 39.4864111° ს. გ. 176.9162806° ა. გ. / -39.4864111; 176.9162806
როტორუა 55 500 38°07′49″ ს. გ. 176°15′01″ ა. გ. / 38.1304694° ს. გ. 176.2504639° ა. გ. / -38.1304694; 176.2504639
ნიუ-პლიმუთი 51 000 39°03′28″ ს. გ. 174°04′35″ ა. გ. / 39.0580528° ს. გ. 174.0764333° ა. გ. / -39.0580528; 174.0764333
უანგარეი 50 900 35°43′22″ ს. გ. 174°19′21″ ა. გ. / 35.7229056° ს. გ. 174.3227722° ა. გ. / -35.7229056; 174.3227722
ინვერკარგილი 47 900 46°24′47″ ს. გ. 168°21′24″ ა. გ. / 46.4130556° ს. გ. 168.3568861° ა. გ. / -46.4130556; 168.3568861
უონგანუი 39 800 39°55′49″ ს. გ. 175°02′51″ ა. გ. / 39.9303250° ს. გ. 175.0476639° ა. გ. / -39.9303250; 175.0476639
გიზბორნი 33 600 38°39′58″ ს. გ. 178°01′33″ ა. გ. / 38.6663806° ს. გ. 178.0259500° ა. გ. / -38.6663806; 178.0259500

დროის სარტყელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდია მდებარეობს ორი დროის სარტყელში. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კუნძულები, ასევე მათ გარშემო მდებარე მცირე კუნძულები იყენებენ სტანდარტულ ახალზელანდიურ დროს (New Zealand Standard Time ან NZST) და იმყოფებიან 12 საათით წინ მსოფლიო კოორდინირებულ დროზე (UTC). ჩატემის არქიპელაგის კუნძულები იყენებენ ჩატემის სტანდარტულ დროს (Chatham Standard Time ან CHAST) და იმყოფებიან 12 საათით და 45 წუთით წინ მსოფლიო კოორდინირებულ დროზე. ზაფხულის პერიოდში საათის ისრები გადაიწევა ერთი საათით წინ და სხვაობა მსოფლიო კოორდინირებულ დროსთან ამ პერიოდში შეადგენს 13 საათს NZST-სთან და 13 საათსა და 45 წუთს CHAST-სთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლინეზიური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიჩნევა, რომ მაორები არიან იმ ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც ემიგრირდნენ ტაივანიდან მელანეზიაში, შემდეგ საზოგადოების კუნძულების გავლით ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდიის პირველაღმომჩენებად შეიძლება ჩაითვალოს აღმოსავლეთ პოლინეზიიდან წამოსულები, რომლებმაც დაიწყეს ამ კუნძულების ათვისება სავარაუდოდ XI—XIV საუკუნეებში. გადმოსახლებულთა რამდენიმე ტალღამ და ახალ ტერიტორიებზე თანდათანობითმა გავრცელებამ შექმნეს ორი, თუნდაც ბევრი რამით მსგავსი, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად განვითარებული კულტურა და ორი ხალხი — მაორები (მაორი. Māori) და მორიორები (მაორი. Moriori). მორიორები კომპაქტურად ცხოვრობდნენ ჩატემის კუნძულებზე, ხოლო მაორები ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე.

მაორებს დღევანდელ დღემდე შემორჩათ ლეგენდები პოლინეზიელ ზღვაოსან კუპეზე (მაორი. Kupe), რომელმაც მოაწყო პირველი მოგზაურობა ამ კუნძულებთან მსუბუქი კატამარანებით X საუკუნის შუაში. მან პირველმა დადგა ფეხი ამ ნაპირებზე, რომლებიც იმ მომენტში დაუსახლებელი იყო. ამ ლეგენდების თანახმად რამდენიმე თაობების შემდეგ საოკეანო კანოების დიდმა ფლოტმა დატოვა თავისი კუნძულები, იმისათვის რომ დაუფლებოდნენ ახალ მიწებს. თვითონ კუპესა და კოლონიზატორების ფლოტის არსებობას ეწინააღმდეგება რიგი მკვლევარები, მაგრამ არქეოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებენ პოლინეზიური ათვისების ისტორიას.

ზუსტად მაორებს შეხვდა ამ მიწაზე მოსული პირველი ევროპელები.

ევროპული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდელი მოგზაური აბელ ტასმანი (ნიდერლ. Abel Janszoon Tasman) იყო პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა ახალი ზელანდიის ნაპირები 1642 წელს.

ინგლისელი კაპიტანი ჯეიმზ კუკი (ინგლ. James Cook) ეწვია და გამოიკვლია კუნძულები 1768 წელს. ზუსტად ამ მოგზაურობამ დაუდო დასაწყისი ევროპელების მიერ კუნძულების აქტიური ათვისების პერიოდს. პირველები მათ შორის იყვნენ ვეშაპის დამჭერები, მისიონერები და ვაჭრები, რომლებიც მაშინ აშენებდნენ თავის პატარა და მცირერიცხოვან დასახლებებს ძირითადად სანაპირო ზოლის გასწვრივ.

ვაიტანგის შეთანხმების ფურცელი.

1840 წელს ახალი ზელანდიის კოლონიზაციისაკენ საფრანგეთის გაძლიერებულ ინტერესებთან დაკავშირებით დიდმა ბრიტანეთმა დანიშნა იქ თავისი პირველი ლეიტენანტ-გუბერნატორი უილიამ ჰობსონი (ინგლ. William Hobson). იმავე წლის 6 თებერვალს მისი მონაწილეობით დაიდო შეთანხმება, რომელმაც მიიღო შეთანხმების დადების ადგილის სახელი ვაიტანგის შეთანხმება[36]. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ინგლისური ვერსია და მისი თარგმანი მაორის ენაზე სავსებით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, ის გახდა საფუძველი ახალი სახელმწიფოს შექმნისათვის და დღესაც კი ძალაშია. შეთანხმების თანახმად, ახალი ზელანდია გადავიდა ბრიტანეთის მონარქიის მფლობელობაში, მაგრამ ამასთან ერთად მაორებს გარანტია ეძლეოდათ ყველა მათი უფლებების შენარჩუნებაში, ქონებრივის ჩათვლით.

შეთანხმება გახდა ბაზა პირობების შექმნისთვის, რომლებიც დაეხმარება თანამშრომლობისა და ურთიერთობის განვითარებას ევროპელ დასახლებულებსა და მაორის ტომებს შორის. ამავე დროს, ვაჭრობის განვითარებამ, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ და მაორებისათვის ცეცხლსასროლი იარაღის შოვნის შესაძლებლობამ გაამახვილა ყურადღება მიწაზე დავისაკენ. XIX საუკუნის 60—70-იან წლებში ამ პრობლემის გამო შეჯახებები გახდა მიზეზი სისხლისმღვრელი ახალი ზელანდიის მიწების ომებისა (ინგლ. New Zealand Land Wars), რის შედეგადაც მაორებმა დაკარგეს თავისი მიწების დიდი ნაწილი.

ჰობსონის შემდეგ ახალი ზელანდიის გუბერნატორი გახდა რობერტ ფიც როი, რომლის მართვის სტილის წინააღმდეგ პროტესტებმა გამოიწვია მისი გადადგომა (1845 წლის 18 ნოემბერი).

მაორებს შორის სეპარატისტული ტენდენციები გრძელდებოდა XX საუკუნის დასაწყისამდე, მაგრამ ახალზელანდიელი ხელისუფლების ჭკვიანური პოლიტიკის გამო, სეპარატისტულმა მოძრაობამ დაკარგა მხარდაჭერა. პირობითად აქტიური სეპარატიზმის შეწყვეტა ითვლება მაორების პარლამენტის დათხოვნის თარიღი 1902 წელს.

1850-იანი წლების შუაში ახალმა ზელანდიამ მიიღო შეზღუდული თვითმმართველობის უფლება, ხოლო იმავე საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს იგი ფაქტობრივად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1893 წელს ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალებს მიეცათ თანაბარი საარჩევნო უფლებები.

ახალზელანდიური ომები მიწისთვის. 1868 წლის ნახატი.

1901 წელს ახალმა ზელანდიამ უარი თქვა შესაძლო მიერთებაზე ავსტრალიის კავშირთან, ხოლო 1907 წელს კანადისა და ავსტრალიის შემდეგ გამოცხადდა დამოუკიდებელ დომინიონად. მიუხედავად ამისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, როგორც ბრიტანეთის იმპერიის ყველა დომინიონი, ქვეყანას ჰქონდა დამოუკიდებელი მმართველობა, საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკა და განვითარებული ეკონომიკა, ფორმალურად ის გახდა მთლიანად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ 1947 წელს. 1947 წლის 25 ნოემბერს მიღებული იქნა კანონი ვესტმინსტერის სტატუტის (Statute of Westminster Adoption Act 1947) შესახებ. ზუსტად იმ დროს ქვეყანა ფორმალურად დათანხმდა დიდი ბრიტანეთის წინადადებას 1931 წლის ვესტმინსტერის სტატუტის (Statute of Westminster 1931) თანახმად ყველა თავისი დომინიონებისთვის მთლიანი დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პროცესის დამაგრებამ მიიღო თავისი დაბოლოვება მხოლოდ 1986 წელს, როდესაც კონსტიტუციური კრიზისის დროს მიღებულ იქნა 1986 წლის კონსტიტუციური აქტი (Constitution Act 1986).

ახალმა ზელანდიამ მიიღო აქტიური მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში. 1914—1918 წლების პერიოდში დაახლოებით 103 000 ახალზელანდიელი შევიდა ახალზელანდიური და ბრიტანული საბრძოლო ქვედანაყოფების შემადგენლობაში (მათგან დაახლოებით 3000 შედგებოდა მაორებისგან და სხვა წყნარი ოკეანის ხალხის წარმომადგებლებისგან). ბევრი ქალი მიდიოდა ევროპულ ფრონტზე, როგორც მედდები. 16 697 ახალზელანდიელი დაიღუპა ბრძოლებში, ხოლო კიდევ 41 317 დაიჭრა. საბრძოლო ოპერაციების დროს ახალმა ზელანდიამ გერმანიის სამოას (მოგვიანებით დასავლეთ სამოა და დღეს სამოა) ოკუპაცია მოახდინა და 1962 წელს დამოუკიდებლობის მიღწევამდე ეს კუნძულები იმყოფებოდნენ ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშ.

ერთ-ერთმა პირველმა, უკვე 1939 წლის 3 სექტემბერს, ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა მეორე მსოფლიო ომში თავისი ჩაბმის შესახებ. ომის პირველივე დღეებში ფორმირებულმა მე-2 ახალზელანდიურმა საექსპედიციო კორპუსმა მიიღო საბრძოლო ნათლობა უკვე 1940 წლის თებერვალში ეგვიპტეში და ომის დამთავრებამდე შედიოდა დიდი ბრიტანეთის მე-8 არმიის შემადგენლობაში. დაახლოებით 140 000 ახალზელანდიელმა მიიღო უშუალო მონაწილეობა ბრძოლებში ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და წყნარ ოკეანეში, ხოლო კიდევ დაახლოებით 100 000 ადამიანი გადიოდა სამსახურს ეროვნული თავდაცვის ქვედანაყოფის შემადგენლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე. ახალი ზელანდიის არმიის ნაწილები მონაწილეობას იღებდნენ იაპონიის ოკუპაციაში.

ახალი ზელანდიის საავიაციო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ დასავლეთ ბერლინის ავიამომარაგებაში მისი ბლოკადის დროს სსრკს მხრიდან 1948—1949 წლებში.

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკლენდის ცენტრალური ნაწილის სანაპირო.

მიუხედავად იმისა, რომ ომისშემდგომ წლებში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა მაინც შეინარჩუნა ახალი ზელანდიის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან, მოიტანა ის, რომ აშშ გახდა მისთვის ძირითადი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პარტნიორი. ახალი მსოფლიო მოწყობის რეალობის ანარეკლი გახდა 1951 წელს უსაფრთხოების წყნაროკეანური პაქტი — ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და აშშ-ის დაცვის ხელშეკრულება (ANZUS). ამ პაქტის უპირველესი ამოცანა გახდა წყნარ ოკეანეში უსაფრთხოებისთვის სამუშაოთა კოორდინაცია, ხოლო შემდგომში მოქმედების სფერო გაფართოვდა ინდოეთის ოკეანეზეც.

1954 წელს ახალმა ზელანდია ავსტრალიასთან, საფრანგეთთან, პაკისტანთან, ფილიპინებთან, ტაილანდთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად შევიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციაში (СЕАТО), რომლის ძირითადი ამოცანა გახდა სსრკ-სა და სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სამხედრო გავლენისადმი წინააღმდეგობის გაწევა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

უკავია რა უნიკალური რეგიონალური და ეკონომიკური მდგომარეობა წყნარ ოკეანეში, 1984 წელს ახალმა ზელანდიამ კარდინალურად შეცვალა თავისი სამხედრო დოქტრინა, მონაწილეობა თავდაცვით ინიციატივებში და სამხედრო პოლიტიკა. გაითვალისწინა რა პოტენციური საფრთხე, ახალმა ზელანდიამ შემოიღო აკრძალვა თავის ტერიტორიულ წყლებში ბირთვული იარაღით და ბირთვული ენერგეტიკული მოწყობილობებით აღჭურვილი გემების შესვლაზე. რადგანაც ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს, ამიტომ 1986 წელს ამერიკელებმა განაცხადეს ახალი ზელანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობზე თავისი მოვალეობის შეწყვეტის შესახებ. მთელი შემდგომი წლების განმავლობაში ეს საკითხი მუდამ მოქმედებს ახალი ზელანდიის აშშ-სთან ურთიერთობაზე, მაგრამ ამავე დროს ახალი ზელანდია და აშშ აგრძელებენ შეინარჩუნონ სხვა პარტნიორული ურთიერთობა.

ახალი ზელანდიის აქტიური მონაწილეობის გაგრძელებამ რეგიონში ანტიბირთვული პოლიტიკის განვითარებაზე და მოწოდებამ საფრანგეთის მიერ წარმოებული ბირთვული გამოცდების ატოლ მურუროაზე და მთლიანად წყნარ ოკეანეში ჩატარების შეწყვეტაზე, გახადა მიზეზი 1985 წლის ივლისში ორგანიზაცია გრინპისის კუთვნილი გემის Rainbow Warrior-ის აფეთქებისა საფრანგეთის საგარეო დაზვერვის აგენტების მიერ ახალი ზელანდიის პორტ ოკლენდში.

1987 წელს ახალმა ზელანდიამ პირველად მსოფლიოში შესაბამისი კანონის მიღებით გამოაცხადა თავისი ტერიტორია უბირთვო ზონად. ამ სტატუსის მიღების შედეგად, ახალმა ზელანდიამ შემოიღო აკრძალვა ბირთვული იარაღით აღჭურვილი გემებისა და ბირთვული ძალოვანი მოწყობილობების თავის ტერიტორიულ წყლებში შესვლაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების შესვლის შესაძლებლობა ახალი ზელანდიის პორტებში. ახალი ზელანდიის ამ ნაბიჯებმა მოიტანა ის, რომ, აშშ-მა განაცხადა მოიხსნას პასუხისმგებლობა ახალი ზელანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ხოლო ქვეყნის ფორმალური მონაწილეობა ANZUS-ში გაყინა, ამასთან ერთად ყველა სხვა სამხედრო და დაზვერვით სფეროებში თანამშრომლობის ურთიერთობა ამ ორ სახელმწიფოებს შორის აქტიურად ვითარდება.

დღეისათვის ახალი ზელანდია აგრძელებს განვითარებას, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა და საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური მონაწილე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ურთიერთკავშირების გამყარებასა და განვითარებას აზია-წვნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს შორის.

2013 წლის აპრილში ქვეყანაში ლეგალიზებული გახდა ერთსქესიანთა ქორწინება[37].

სახელმწიფო-პოლიტიკური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო წყობის პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A smiling man wearing a white shirt with a green tie and black jacket
ჯონ ქეი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი 2008 წლიდან.

ახალი ზელანდია არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია კონსტიტუციური მონარქიის პრინციპებზე და საპარლამენტო დემოკრატიაზე. სახელმწიფო წყობის სისტემის საფუძველში ჩადებულია ვესტმინსტერული მოდელის პარლამენტარიზმის პრინციპი.

ახალი ზელანდია ტოკელაუსთან, ანტარქტიკულ როსას ტერიტორიასთან და თავისუფალ ასოციაციაში მყოფ სახელმწიფოებთან კუკის კუნძულებთან და ნიუესთან ერთად შეადგენს ახალი ზელანდიის სამეფოს.

ახალ ზელანდიაში არ არსებობს კოდიფიცირებული კონსტიტუცია, მაგრამ არსებობს მთელი რიგი კონსტიტუციური ბრძანებულებები, რომელთაგან პირველი მიღებულია 1846 წელს, ხოლო უკანასკნელი 1986 წელს. კონსტიტუციური ბრძანებულებები, კონსტიტუციური ჩვევები და სხვა საკანონმდებლო აქტები ადგენენ სახელმწიფო წყობის ძირითად პრინციპებს. ბრიტანეთის კანონმდებლობის ზოგიერთი აქტების რიცხვი ისტორიულად შევიდა ახალი ზელანდიის საკონსტიტუციო ბაზაში. მათგან ერთ-ერთი მთავარია უფლებათა ბილი 1689 წლისა და 1852 წლის საკონსტიტუციო ბრძანება. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდებოდა რამდენიმე მცდელობა შემოღებულიყო ქვეყნის ერთიანი კონსტიტუცია (ყველაზე ბოლოს, 1986 წელს, მაგრამ მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა).

მეზობელი ავსტრალიისაგან განსხვავებით, ახალ ზელანდიაში არ გამართულა რეფერენდუმები რესპუბლიკური მართვის ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო განხილვები შემოიფარგლება პოლიტიკური დებატებით და ყველა მხარეს ამ საკითხზე უკავია პოზიცია პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე. ქვეყნის ორ ძირითად პარტიას აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი ამ მოცემულ საკითხზე — ლეიბორისტები აღიარებენ ქვეყნის რესპუბლიკად გამოცხადების შესაძლებლობას, ხოლო ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია გამოდის ქვეყნის არსებული სტატუსის შენარჩუნებაზე.

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის mefe და მეფისნაცვალი, მთავარმმართველი.

სახელმწიფოს მეთაურია ახალი ზელანდიის მონარქი. 2022 წლის 8 სექტემბრიდან ტახტზე იმყოფება მეფე ჩარლზ IIII მისი ოფიციალური ტიტულია — ჩარლზ მესამე, ღვთის წყალობით ახალი ზელანდიისა და მისი სხვა სამეფოებისა და ტერიტორიების მეფე, თანამეგობრობის მეთაური, რწმენის დამცველი (Chares the Third, By the Grace of God, King of New Zealand and Her other Realms and Territories, Head of the Commonwealth, Defender of the Faith). მონარქის სტატუსი გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპიდან „მეფობს, მაგრამ არ მართავს“ (ინგლ. reign but not rule) და მონარქს არ აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა, ინარჩუნებს რა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ფუნქციები კანონმდებლივად მიმაგრებულია მონარქზე და მხოლოდ მას შეუძლია მისი გამოყენება. ყველაზე უფრო მთავარი უფლებამოსილებაა — გენერალ-გუბერნატორის დანიშვნა და მისი დანიშვნისას ბრძანებაზე ხელმოწერა; ქვეყნის პარლამენტის მოწვევის ან დათხოვნის გამოცხადება[38]. ახალი ზელანდია, ერთა თანამეგობრობის მთელ რიგ სხვა ქვეყნებთან ერთად, უერთდება მონარქის გაყოფის პრინციპს, რომელიც ჩადებულია ბალფურის 1926 წლის დეკლარაციაში.

გენერალ-გუბერნატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ტერიტორიაზე მონარქის ინტერესებს წარმოადგენს ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორი (ოფიციალური ტიტული — ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორი და უმაღლესი მთავარსარდალი (Governor-General and Commander-in-Chief in and over New Zealand)), რომელსაც ნიშნავს მონარქი პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, როგორც წესი ხუთი წლის ვადით. გენერალ-გუბერნატორის ფიცს იღებს ახალი ზელანდიის უმაღლესი მოითსამართლე. გენერალ-გუბერნატორის ძირითადი მოვალეობაა მონარქის ინტერესების წარდგენა, და მისი ფუნქციებიშეზღუდულია საკონსტიტუციო სამართლის გარანტის როლით, ცერემონიებში მონაწილეობის მიღების მოვალეობით და სამოქალაქო აქტივობით. საკონსტიტუციო სამართლის გარანტის ხარისხში გენერალ-გუბერნატორი უზრუნველყოფს ლეგიტიმურობასა და თანმიმდევრობას ქვეყნის მთავრობის მუშაობაში და ასრულებს რიგ ფორმალურ საკანონმდებლო მოქმედებებს, რომლის რეკომენდაციასაც იძლევა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეფის პრეროგატივები, როგორც მაგალითად, პარლამენტის დათხოვნა მიმდინარე რიგითი არჩევნების წინ ან პრემიერ-მინისტრის დანიშვნა. თავისი ცერემონიალური ფუნქციების შესრულების დროს გენერალ-გუბერნატორი ესწრება პარლამენტის ახალი სესიის გახსნის ცერემონიას, იღებს რწმუნებათა სიგელებს ახალ ზელანდიაში სხვა ქვეყნების ახლად დანიშნული ელჩებისაგან, უძღვება სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მიღებებს ახალ ზელანდიაში. საზოგადოებრივი სამუშაოს სფეროში გენერალ-გუბერნატორი და მისი მეუღლე მონაწილეობენ ბევრ სხვადასხვა სახის სამუშაოებში საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად და ესწრებიან სამოქალაქო ცერემონიებს[39]. 1967 წლიდან გენერალ-გუბერნატორის პოსტზე ინიშნებიან მხოლოდ ახალი ზელანდიის მოქალაქეები.

პარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის მთავრობის „სკა“ და პარლამენტის შენობა (მარჯვნივ) უელინგტონში.

ახალი ზელანდიის პარლამენტი შედგება ქვეყნის მონარქისგან (ყოველდღიური მოღვაწეობით წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით) და ერთპალატიანი წარმომადგენლობითი პალატით. პარლამენტი არის ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. მონარქის როლი პარლამენტის მუშაობაში გამომდინარეობს თვითონ პარლამენტის მოწვევისა და დათხოვნის ფუნქციებში და სამეფო სანქციების დადებაში საკანონმდებლო აქტებზე, რომელსაც იღებს წარმომადგენელთა პალატა. ქვეყნის პირველი პარლამენტი შეიქმნა 1852 წელს. პარლამენტის სხდომების ადმინისტრაციულ მართვას ეწევა მისი სპიკერი[40].

წარმომადგენელთა პალატა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის წარმომადგენელთა პალატა (ინგლ. New Zealand House of Representatives) შედგება 120 წევრისაგან. წარმომადგენელთა პალატის წევრები ირჩევიან სამ წელიწადში ერთხელ საყოველთაო ეროვნული არჩევნების დროს, რომელიც ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის პრინციპებით. თავისი წევრების რაოდენობიდან წარმომადგენელთა პალატა ირჩევს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და პრემიერ-მინისტრს. 1951 წლიდან წარმომადგენელთა პალატა არის ქვეყნის პარლამენტის ერთადერთი პალატა. 1947 წელს ვესტმინსტერის სტატუსის მიღების შემდეგ წარმომადგენელთა პალატა გახდა ქვეყნის უმაღლესი არჩევითი საკანონმდებლო ორგანო. ისტორიულ ტრადიციებზე დაფუძნებული, ახალი ზელანდიის წარმომადგენელთა პალატა თავის სტრუქტურაში და ორგანიზაციაში იქმნებოდა ვესტმინსტერის პარლამენტარიზმის მოდელის პრინციპებზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები ასეთ მოდელში დაიწყო მხოლოდ XX საუკუნის 50-იან წლებში — 1951 წელს გაუქმდა უმაღლესი საკანონმდებლო საბჭო, და პარლამენტი გახდა ერთპალატიანი; შეიცვალა პალატის მუშაობის პროცედურა; გაიზარდა სპიკერის მუშაობის როლი და მნიშვნელობა.

მთავრობის მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი[41]. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხდება პარტიული ფრაქციის ლიდერი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმები (მათ შორის, კოალიციური უმრავლესობაც) წარმომადგენელთა პალატაში არჩევნების დროს. პრემიერ-მინისტრი ინიშნება თავის პოსტზე გენერალ-გუბერნატორის მიერ[42].

როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ახალ ზელანდიაში ამა თუ იმ სახელმწიფო მოღვაწეების გამომხატველი როლზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს არ აქვს საკანონმდებლო გამოხატულება და ბევრი რამით განისაზღვრება კონსტიტუციური ჩვევებით. მისი მდგომარეობა წარმომადგენელთა პალატის სხვა წევრებს შორის განისაზღვრება პრინციპით „პირველი თანასწორებს შორის“ და, უკავია რა უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა, პრემიერ-მინისტრი, მაინც ვალდებულია გაიზიაროს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის ძირითად უფლებებსა და ვალდებულებებს შორის შეიძლება გამოვყოთ:

  • წარმომადგენელთა პალატის სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრის უფლება;
  • გენერალ-გუბერნატორისათვის მინისტრების კანდიდატების დანიშვნისა და მათი თანამდებობიდან გადაყენების წარდგენის უფლება;
  • პრემიერ-მინისტრის მოადგილის დანიშვნის ან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების უფლება;
  • პარლამენტის ახალი არჩევნების წინადადების მიცემის უფლება მეფისადმი გენერალ-გუბერნატორის მეშვეობით;
  • გენერალ-გუბერნატორის პოსტზე კანდიდატურის მეფისადმი რეკომენდაციის მიცემის უფლება.

მინისტრთა კაბინეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინისტრთა კაბინეტი არის წარმომადგენელთა პალატის აღმასრულებელი ორგანო და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. მინისტრთა კაბინეტის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მინისტრთა კაბინეტის წევრები ინიშნებიან წარმომადგენელთა პალატის წევრთაგან და არიან ახალი ზელანდიის მთავრობის მინისტრები (ინგლ. Cabinet ministers), თუმცა ზოგ შემთხვევაში მთავრობის მინისტრი შეიძლება არ იყოს მინისტრთა კაბინეტის წევრი. თავისი მუშაობის დროს მინისტრთა კაბინეტი იყოფა დარგობრივ კომიტეტებად, რომლებიც ამზადებენ საპროექტო გადაწყვეტილებებს, რაც ამის შემდეგ კომიტეტში გამოაქვთ საბოლოო განხილვაზე. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით.

აღმასრულებელი საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმასრულებელი საბჭო — გენერალ-გუბერნატორთან არსებული კონსულტატიური ორგანოა. აღმასრულებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან სამეფო მინისტრები (ინგლ. Ministers of the Crown). აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, როგორც წესი, წარადგენს უშუალოდ თვით გენერალ-გუბერნატორი (თუმცა გენერალ-გუბერნატორი არ არის საბჭოს წევრი), და ფორმირდება იმ პოლიტიკის საფუძველზე, რომელსაც განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტი.

სასამართლო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის იურიდიულ-სამართლებრივ სისტემას საფუძვლად უდევს ანგლო-ამერიკული სამართალი ანუ საერთო სამართალი. ახალი ზელანდიის მთავარი სამართლის ორგანოა ახალი ზელანდიის უზენაესი სასამართლო (Supreme Court of New Zealand), რომელიც დაარსდა 2004 წელს. მისმა შექმნამ ბოლო მოუღო ისტორიულ პრაქტიკაში ახალი ზელანდიის უზენაეს სასამართლო ორგანოდ დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს იურიდიული კომიტეტის აღიარებას (Judicial Committee of the Privy Council). ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების საფუძველია, ასევე ახალი ზელანდიის უმაღლესი სასამართლო (High Court of New Zealand), რომელსაც ეხება განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეები, და ახალი ზელანდიის სააპელაციო სასამართლო (Court of Appeal of New Zealand).

ამას გარდა, ახალ ზელანდიაში მოქმედებს 66 სარაიონო სასამართლო (District Court), რომლებიც ძირითადად განიხილავენ საშუალო სიმძიმის სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეებს, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით მათ უფლება აქვთ განიხილონ რიგი უფრო მძიმე სახის ბრალდებები, რომლებსაც ეკუთვნის შეიარაღებული ძარცვა და გაუპატიურება.

ქვეყანაში ასევე მოქმედებს სპეციალიზირებული სასამართლო ინსტიტუტების სისტემა — საოჯახო სასამართლო (Family Court), ახალგაზრდული სასამართლო (Youth Court), ბუნების დაცვის სასამართლო (Environment Court), შრომის უფლებების საკითხების სასამართლო (Employment Court) და სხვები.

სასამართლო სისტემის მეთაურია მეფე.

შიდა პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საარჩევნო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლიდან ახალ ზელანდიაში იყენებენ საარჩევნო სისტემას, რომელიც წარმოადგენს შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული წარმომადგენლობის ერთ-ერთ ფორმას (Mixed Member Proportional ან MMP). ყოველ ამომრჩეველს აქვს ორი ხმა — ერთი წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის ასარჩევად თავისი ტერიტორიული ოლქის მიხედვით (electorate vote) და ერთი პარტიული სიების მიხედვით არჩევანის გასაკეთებლად (party vote). ეს ორი ხმა თითოეულ ამომრჩეველს შეუძლია მისცეს სხვადასხვა პარტიას. იმისათვის, რომ მიიღოს წარმომადგენელი წარმომადგენელთა პალატაში თითოეულმა პარტიამ უნდა მიიღოს ამომრჩეველთა ხმების არა ნაკლებ 5 %. პალატის დეპუტატების პირველი ნაწილი ფორმირდება ტერიტორიულ ოლქებში გამარჯვებულის ხმათა უბრალო უმრავლესობით. პალატაში დარჩენილი ადგილების მეორე ნაწილი ფორმირდება პოლიტიკური პარტიებით არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიული სიებიდან. ასეთი სისტემა პრაქტიკულად უსპობს რომელიმე ერთ პარტიას შესაძლებლობას დაიკავოს ყველა ადგილი პალატაში და მთავარ საკითხად ხდის პარტიული კოალიციის შექმნას, რომლებიც ხშირად ცხადდება ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე[43].

საყოველთაო არჩევნების სისტემის გარდა პალატაში ადგილების ნაწილი დარეზერვირებულია მაორების წარმომადგენლებისთვის, არჩევნები ამ ადგილებისათვის მიმდინარეობს საყოველთაო არჩევნების დროს, მაგრამ ცალკე სიებით. მაორთა ადგილების რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს, 2008 წლის მდგომარეობით ასეთი ადგილები იყო შვიდი.

ახალი ზელანდიის 18 წელს მიღწეულ თითოეულ მოქალაქეს, აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებზე. ახალი ზელანდიის თითოეულ მოქალაქესა და მის მუდმივ მაცხოვრებელს (Permanent Resident) აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არჩევნები ტარდება სამ წელიწადში ერთხელ.

ძირითადი პოლიტიკური პარტიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მდგომარეობით ახალ ზელანდიაში დარეგისტრირებულია 20 პოლიტიკური პარტია, აქედან 10 წარმოდგენილია ქვეყნის პარლამენტში. ამას გარდა ქვეყანაში არსებობს კიდევ დაახლოებით 15 არარეგისტრირებული პოლიტიკური პარტია. ქვეყნის მსხვილი პარტიებია მემარცხენე-ცენტრისტული ახალი ზელანდიის ლეიბორისტული პარტია და მემარჯვენე-ცენტრისტული ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია.

პარლამენტში წარმომადგენლობის მიხედვით ყველაზე გავლენიანი პარტიებია:

  • ლეიბორისტული პარტია (The Labour Party of New Zealand)[44]
  • ეროვნული პარტია (National Party)[45]
  • პროგრესული პარტია (Progressive Party)[46]
  • ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა (New Zealand First)[47]
  • ახალი ზელანდიის გაერთიანებული მომავალი (United Future New Zealand)[48]
  • ახალი ზელანდიის მწვანეთა პარტია (Green Party of Aotearoa New Zealand)[49]
  • ახალი ზელანდიის მაორთა პარტია (Maori Party of Aotearoa New Zealand)[50]

ლიბერალური პარტია (Liberal Party) ოფიციალურად შეიქმნა 1891 წელს და შეწყვიტა თავისი არსებობა 1927 წელს. ის იყო პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში.

საერთაშორისო მდგომარეობა და საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები კონცენტრირებულია წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის რეგიონის ინტერესებზე და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის გამტკიცებაზე და გამყარებაზე. სახელმწიფო მოქმედების კოორდინაციას საგარეო პოლიტიკის სფეროში ახდენენ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროები (ინგლ. Ministry of Foreign Affairs and Trade). ახალ ზელანდიას აქვს 49 დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა მსოფლიოს 41 ქვეყანაში.

საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების რიცხვში ჩადებულია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებისა და ხელშეკრულებების განვითარება, ბირთვული განიარაღება და ჩვეულებრივი შეიარაღების სისტემებზე კონტროლი, გარემოს დაცვა, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერა.

ბირთვული და ჩვეულებრივი სახეობების შეიარაღების შეზღუდვის საქმიანობა ხდება ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში და ფორმირებულია უბირთვო ახალი ზელანდიის სტატუსის ბაზაზე და წყნარი ოკეანის რეგიონში ბირთვული იარაღის ყოფნის შეზღუდვის საერთაშორისო ძალისხმევით. ჩვეულებრივი სახის შეიარაღების კონტროლი ძირითადად ეხება მუშაობებს ქვეითი ჯარის საწინააღმდეგო მინების გამოყენებაზე და გაყიდვაზე, მათი წარმოების შეზღუდვაზე, კასეტური ყუმბარებისა და მსუბუქ სასროლო შეიარაღებაზე. ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვა მთელი რიგი სამხედრო დანიშნულებისა და ორმაგი მოხმარების ნაკეთობების შესაძლო გატანაზე.

გარემოს დაცვის სფეროში ახალი ზელანდიის საერთაშორისო პოლიტიკა ჩამოყალიბებულია კლიმატური პირობების გლობალური ცვლილების ირგვლივ, ბუნებრივი რესურსების მართვაზე, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვაზე, მსოფლიო ოკეანის რესურსების დაცვაზე.

ახალი ზელანდია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით თავის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პიროვნების თავისუფლებისა და უფლებების დაცვის საკითხებზე. ადამიანის უფლებების დაცვის კონტროლი ხდება ახალი ზელანდიის მიერ სხვა ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში და საერთაშორისო სამართალდამცველი ორგანიზაციების დონეზე.

თანამედროვე საერთაშორისო სიტუაცია აიძულებს ახალ ზელანდიას უფრო ყურადღებით დააკვირდეს, როგორც შინაურ, ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებას. საერთაშორისო და ეროვნული პროგრამების ფარგლებში ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს მშვიდობისმყოფელ აქვიებში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინაციაში.

რეგიონალური საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო პოლიტიკაში რეგიონალურ პრიორიტეტებს შორის ახალი ზელანდიისთვის ერთ-ერთი ძირითადია წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის რეგიონი. მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი და რეგიონალური შეთანხმებების ფარგლებში, ახალი ზელანდია აქტიურად მონაწილეობს რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ბუნების დაცვის სამუშაოებში, რეგიონში საწარმოო თევზჭერის ორგანიზაციაში და მართვაში და რეგიონში ბუნებრივი უბედური შედეგების აღმოფხვრის საკოორდინაციო სამუშაოებში.

გეოგრაფიული სიახლოვისა და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ერთიანობის გათვალისწინებით, ახალი ზელანდია მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ავსტრალიასთან ურთიერთობის განვითარებას. შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის დახასიათებულია მსოფლიო ბანკის მიერ, როგორც ყველაზე კომპლექსური, თანმიმდევრული და მრავალმხრივი. დღეისათვის ქვეყნები მუშაობენ ერთიანი ეკონიმიკური ბაზრის შექმნაზე.

ურთიერთობა ახალ ზელანდიასა და აშშ-ს შორის ხასიათდება, როგორც საუკეთესო[51], ახალ ზელანდიას აქვს ნატო-ს გარეთ ძირითადი მოკავშირის სტატუსი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიწყო 1839 წლიდან, როდესაც აშშ-მა გახსნა პირველი საკონსულო ახალ ზელანდიაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც დიდი ბრიტანეთის მნიშვნელობა და მისი მონაწილეობა წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებების თეატრში გახდა ნაკლებად შესამჩნევი აშშ-სთან შედარებით, ორმხრივი ურთიერთობის განვითარება გახდა პრინციპული ახალი ზელანდიისათვის. ახალი ზელანდიის მიერ უბირთვო სტატუსის შემოღებამ გაართულა ურთიერთობა ქვეყნებს შორის განსაკუთრებით ორმხრივი უსაფრთხოების საკითხებში და მონაწილეობა წყნარი ოკეანის დაცვის პაქტში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია მათ შორის ურთიერთობები შენარჩუნებულიყო მაღალ დონეზე და დატოვა ყველანაირი შესაძლებლობები შემდგომი განვითარებისათვის. ახალი ზელანდია დიდი ხნის განმავლობაში აძალებს აშშ-ს შესაძლებლობაზე, დამყარდეს ორმხრივი შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე, დღეისათვის კი ორივე ქვეყანა მონაწილეობს მოლაპარაკებებში რეგიონალურ შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალი ზელანდია, აშშ, ბრუნეი, ჩილე და სინგაპური.

ახალ ზელანდიასა და ევროპის კავშირის ქვეყნების ურთიერთობას აქვს ძველი ისტორიული ფესვები და მეტად საჭიროა ახალი ზელანდიისთვის[52]. ორმხრივ კონსულტაციებს ახალ ზელანდიასა და ევროპის კავშირს შორის აქვთ მუდმივი ხასიათი, ხოლო 2007 წელს დაიდო ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელშიც გათვალისწინებული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხები ორმხრივი ურთიერთობისა. ახალ ზელანდიასა და ნატო-ს შორის ხელმოწერილია შეთანხმება დაზვერვისა და დახურული ინფორმაციების ურთიერთგაცვლის შესახებ.

სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ნაჭერს თანაფარდობით 1:2. შეზღუდულ ხმარებაში ამ დიზაინის დროშამ დაიწყო გამოყენება 1864 წლიდან და მიიღო სახელმწიფო დროშის სტატუსი 1902 წლის 24 მარტიდან. დროშის ლურჯი ფონი ასოცირდება ცის ლურჯ ფერთან და ზღვასთან, რომელიც გარს აკრავს ქვეყანას. სამხრეთი ჯვრის ვარსკვლავები მიუთითებენ წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის კავშირს ქვეყნის ადგილმდებარეობასთან. დიდი ბრიტანეთის დროშის სიმბოლიკა ლაპარაკობს ისტორიულ მემკვიდრეობაზე და მიღებულია ბევრი ქვეყნისათვის — ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისთვის[53].

სახელმწიფო გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის პირველი სახელმწიფო გერბი შემოიღეს 1911 წელს, დღეისათვის მოქმედი გერბი მიღებულია 1956 წელს. გერბი წარმოადგენს ფარს, რომელიც ერთი მხრიდან უჭირავს თეთრთმიან ქალს ახალი ზელანდიის დროშით ხელში და მეორე მხრიდან — მეომარ მაორის. ფარის ზემოთ აღმართულია წმინდა ედუარდის გვირგვინი. ფარის ქვეშ განლაგებულია გვიმრის ორი შტო. გერბი ასოცირდება ქვეყანაში მცხოვრები ყველა კულტურისა და ხალხის ერთობასთან და ახალი ზელანდიის მონარქიასთან კავშირში[54].

ახალი ზელანდიის სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა
სახელმწიფო დროშა
სახელმწიფო გერბი

სახელმწიფო ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალ ზელანდიაში ორი ჰიმნია მიჩნეული სახელმწიფო ჰიმნად — „ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია“ (ინგლ. God, Defend New Zealand) და „ღმერთო, დაიცავი მეფე“ (ინგლ. God, Save the King). თუმცა ორივეს აქვს თანაბარი სტატუსი, „ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია“ უფრო გამოყენებადია.

ტექსტი „ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია“ დაიწერა 1870 წელს ტომას ბრაკენის მიერ (ინგლ. Thomas Bracken). სიმღერის კონკურსის გამარჯვებული, რომელიც გაიმართა 1876 წელს, გახდა ჯონ ჯოზეფ ვუდსი (ინგლ. John Joseph Woods). სიმღერამ მოიხვეჭა პოპულარობა, და 1940 წელს ქვეყნის მთავრობამ მასზე მიანიჭა საავტორო უფლება და გამოაცხადა იგი ეროვნულ ჰიმნად. მაგრამ მხოლოდ 1977 წელს სიმღერა კანონიერად დამტკიცდა, როგორც მეორე სახელმწიფო ჰიმნი.

ჰიმნის „ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია“ს ტექსტი შედგება ხუთი კუპლეტისაგან. ტექსტის ორიგინალი დაიწერა ინგლისურ ენაზე, ოფიციალურ ვერსიას აქვს ასევე თარგმანი მაორის ენაზე. ტრადიციულად სახელმწიფო ღონისძიებებზე იყენებენ მხოლოდ პირველ კუპლეტს, თავიდან ისმის ვერსია მაორის ენაზე, შემდეგ — ვერსია ინგლისურ ენაზე[55].

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალები (New Zealand Defence Force) შედგება სამი სახეობის ჯარებისაგან:

  • ახალი ზელანდიის არმია (New Zealand Army),
  • ახალი ზელანდიის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტი (Royal New Zealand Navy) და
  • ახალი ზელანდიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები (Royal New Zealand Air Force).

2006 წლის მონაცემებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეადგენდა საშტატო შემადგენლობის 9000 ადამიანსა და 2230 რეზერვისტს.

ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია გენერალ-გუბერნატორი, რომელიც ფორმალურად ასრულებს შეიარაღებული ძალების საერთო მართვას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე. შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას ახორციელებს მისი მეთაური (Chief of Defence Force), რომელიც ჯარების მართვის ძირითად ასპექტებზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრს უკეთებს რეკომენდაციას. ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი — ქვეყნის მთავრობის წევრია, რომელიც მართვის პოლიტიკური საკითხების განსაზღვრაზე და შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს მუშაობის ორგანიზაციაზეა პასუხისმგებელი. თავდაცვის სამინისტრო არის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო სამოქალაქო მართვის ორგანო.

შეიარაღებული ძალებში სამსახური ნებაყოფლობითია, სამსახურში მიიღებიან კაცები და ქალები 17 წლიდან (ამასთან, 18 წელზე უმცროსი სამხედრო მოსამსახურეები კანონის მიხედვით არ შეიძლება გამოყენებულნი იყვნენ საომარ მოქმედებებში და საბრძოლო სამსახურში).

შეიარაღებული ძალების შენახვისა და ქვეყნის თავდაცვის ხარჯები შეადგენს მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 1 %-ს[56].

ახალი ზელანდია არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და აშშ-ის დაცვის ხელშეკრულება (ANZUS) წევრი, თუმცა უბირთვო ახალი ზელანდიის სტატუსის გამო და აქედან გამომდინარე ახალზელანდიურ პორტებში აშშ-ს ბირთვულიარაღიანი სამხედრო გემების შესვლის აკრძალვის გამო, აშშ-მა მოიხსნა თავისი პასუხისმგებლობა ახალი ზელანდიის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში მონაწილეობაზე.

ახალ ზელანდიას მთელი თავისი თანამედროვე განვითარების ისტორიის განმავლობაში არ ჰქონია საკუთარი სამხედრო კონფლიქტები თავისი ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, ან გარე ძალების სამხედრო შეჭრის მცდელობა თავის ტერიტორიაზე. მაგრამ ახალ ზელანდიაში ორ ეტაპად აშენდა სანაპირო დაცვის გამაგრებები. პირველი ეტაპი მოხდა დაახლოებით 1885 წელს და გახდა რუსეთის თავდასხმის საშიშროებაზე პასუხი. მეორე ეტაპი მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს და დაკავშირებული იყო იაპონიის მხრიდან თავდასხმის საპასუხოდ[57]. დაწყებული 1899 წლის ბურების მეორე ომიდან, ახალზელანდიელი სამხედრო მოსამსახურეები საექსპედიციო კორპუსისა და მშვიდობისმყოფელთა შემადგენლობაში მონაწილეობენ სამხედრო მოქმედებებში სხვა ქვეყნებში. დღეისათვის ისინი იმყოფებიან მსოფლიოს 19 რეგიონში გაერო-ს ეგიდით ან კოალიციურ ქვედანაყოფებში.

ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, რომლებშიც გამოდიოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო ძალებთან მჭიდრო კავშირში. პირველი მსოფლიო ომის დროს ახალი ზელანდიის სამხედროები მონაწილეობდნენ ბრძოლებში თურქეთისა და დასავლეთის ფრონტებზე. მეორე მსოფლიო ომის დროს, ახალზელანდიელები მსახურობდნენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ჯარებში, ასევე ახალზელანდიურ ქვედანაყოფში, რომელიც მონაწილეობას იღებდა ბრძოლებში საბერძნეთის ტერიტორიაზე (განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ბრძოლებში კუნძულ კრეტაზე), იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და წყნარ ოკეანეში.

ახალი ზელანდია იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში კორეაში, მალაიაში და ვიეტნამში.

პოლიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის პოლიცია (New Zealand Police) — საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი და დანაშაულთან მებრძოლი ქვეყნის სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოების სისტემა.

პირველი პოლიციის ქვეგანყოფილება ახალ ზელანდიაში შეიქმნა 1840 წელს. 1886 წელს პირველად ჩამოყალიბდა ერთიანი სამართალდამცავი ორგანიზაცია, რომელსაც სახელად დაერქვა ახალი ზელანდიის პოლიციური ძალები (New Zealand Police Force).

ახალი ზელანდიის პოლიციას ხელმძღვანელობს ეროვნული მმართველი (National Managers) ჩინით კომისარი, ხოლო სახელმწიფო მართვას ახორციელებს პოლიციის მინისტრი. პოლიციის ოფისი მდებარეობს ქალაქ უელინგტონში, ხოლო ოპერატიული მართვისათვის ქვეყანაში მუშაობს 12 რეგიონალური პოლიციური ცენტრი. მუშაობის სპეციფიკით პოლიციის ქვედანაყოფები დაყოფილია საერთო სამმართველოებად, სისხლის სამართლის გამოძიების სამმართველოდ და საგზაო უსაფრთხოების სამმართველოდ.

პოლიციელების მომზადება ხდება ქვეყანაში ერთადერთ ახალი ზელანდიის სამეფო პოლიციურ კოლეჯში (Royal New Zealand Police College). პოლიციის პერსონალის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10 500 ადამიანს (სამოქალაქო სპეციალისტების ჩათვლით)[58].

ახალზელანდიელი პოლიციელებს როგორც წესი თან არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ატარებენ მხოლოდ დუბინკებსა და გაზის ბალონებს. 2007 წლიდან დაწყებული პოლიციელებს მიეცათ უფლება გამოიყენონ ელექტროშოკური იარაღი. პოლიციის ქვედანაყოფები ან პოლიციის ოფიცრები, რომლებიც შეიარაღებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღით, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებული დავალების შესრულების დროს.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ამოცანების გარდა, ახალი ზელანდიის პოლიცია ასევე დაკავებულია საკითხებით, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ტერორიზმთან ბრძოლის ჩათვლით. ზოგ შემთხვევებში, კანონმდებლობის საფუძველზე, ეროვნული უსაფრთხოების დაცვისათვის ახალი ზელანდიის პოლიცია შესაძლებელია დაეხმაროს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს. პოლიციის ოფიცრები ხშირად მონაწილეობენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში წესრიგის დაცვის ერთობლივ საერთაშორისო საქმიანობაში. ახალი ზელანდიის პოლიცია აქტიურად მონაწილეობს ინტერპოლის მუშაობაში.

გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 60 % დადებითად და სიმპატიითაა განწყობილი პოლიციის მუშაობაზე[59].

პოლიციის ექსტერნული გამოძახების საერთოეროვნული ტელეფონის ნომერია — 111.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური (ინგლ. New Zealand Security Intelligence Service, SIS, იშვიათად NZSIS) — ახალი ზელანდიის ეროვნული სადაზვერვო და კონტრ-სადაზვერვო ორგანიზაციაა, რომელიც მოქმედებს 1956 წლიდან. SIS — სამოქალაქო ორგანიზაციაა, კანონმდებლობით შეზღუდულია ოპერატიული მოქმედების მთელი რიგი საკითხებით უშუალოდ თვითონ ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე. ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ უელინგტონში, განყოფილებები მოქმედებენ ქალაქებში კრაისჩერჩში და ოკლენდში. ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან. თანამშრომელთა რაოდენობა სავარაუდოდ არ აღემატება 140 ადამიანს, ბიუჯეტი (2006 წლის შეფასებითი ანალიზით) შეადგენს დაახლოებით 40 — 45 მილიონ ახალზელანდიურ დოლარს[60].

კავშირგაბმულობის უსაფრთხოების სამთავრობო ბიურო (ინგლ. Government Communications Security Bureau, GCSB) — ახალი ზელანდიის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციაა, რომელიც სპეციალიზირებულია რადიოელექტრონულ დაზვერვაზე და კავშირგაბმულობის სისტემის უსაფრთხოების საკითხების ინფორმაციის შეგროვებაზე. ორგანიზაცია მოქმედებს 1977 წლიდან და თავიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დაზვერვის ქვედანაყოფი. 2000 წელს ბიურომ მიიღო დამოუკიდებელი სტსტუსი და დღეისათვის არის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ახალი ზელანდიის მთავრობას. თანამშრომლების რაოდენობა სავარაუდოდ არ აღემატება 300 ადამიანს, ბიუჯეტი (2006 წლის შეფასებითი ანალიზით) შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ახალზელანდიურ დოლარს.

თავისი მოღვაწეობის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის GCSB აღჭურვილია დაზვერვის ორი სადგურით. დაზვერვის მიწისზედა სადგურები ვაიჰოპაის (ინგლ. Waihopai) ხეობაში და ტანიმოანაში (ინგლ. Tangimoana), არიან ECHELON-ის გლობალური სისტემის ელემენტები, რომლებიც მოქმედებენ UKUS SIGINT-თან ალიანსის ფარგლებში[61].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის მოსახლეობა 2013 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 4 242 048 ადამიანს.[7] 1995 წელს მოსახლეობის რაოდენობა იყო 2 717 625, 2004 წელს 3 993 800, 2005 წელს 3 035 461, 2009 წელს 4 213 418, სულ ბოლო 18 წლის განმავლობაში ახალი ზელანდიის მოსახლეობა გაიზარდა 1 524 423-ით, ე.ი. 1,56-ჯერ. საშუალო წლიური ზრდა 0,92 %-ია (2007), 0,97 % (2008), ანუ ბოლო 18 წლის მანძილზე საშუალო წლიური ზრდა 1,42 %-ია.

ახალ ზელანდიაში შობადობის კოეფიციენტი 2009 წლის მონაცემებით 13,94-ია ყოველ 1000 კაცზე, სიკვდილიანობის კოეფიციენტია 7 ყოველ 1000 კაცზე. ბოლო 12-20 წლის განმავლობაში შობადობის დონე მერყეობს 16,24-13,72-ის ფარგლებში. 1995 წელს დაიბადა 16 ადამიანი ყოველ 1000 კაცზე, 2008 წელს კი - 14 ყოველ 1000 კაცზე. თუ შობადობა საშუალო დონეს ინარჩუნებს სიკვდილიანობამ იკლო - 1995 წელს 95 კაცი გარდაიცვალა 1000 კაცზე, ხოლო 2008 წელს კი 7 ადამიანი ყოველ 1000 კაცზე. ბუნებრივი ზრდის კოეფიციენტი 0,8-ს შეადგენს.

ახალ ზელანდიაში იბადება უფრო მეტი მამაკაცი ვიდრე ქალი, დაახლ. 23 ათასით მეტი. 15-64 წლის ასაკისთვის მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბრდება (მცირე რაოდენობით უპირატესობა აქვთ მამაკაცებს). მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა 2009 წლის მონაცემებით ასეთია, 14 წლის ასაკის ჩათვლით 66,5 % (აქედან მამაკაცები 1 404 143 და ქალები 1 399 530), 65 წლის ასაკის ზემოთ 12,8 %-ია (მამაკაცები 244 986, ქალები 293 063).

ახალი ზელანდიის მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 2009 წლის მაჩვენებლით 80,36 წელია, მამაკაცების 78,43, ხოლო ქალების 82,39. ქალები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ ვიდრე მამაკაცები. ჩვილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ყოველ 1000 ახალშობილზე 4,92-ია, აქედან მამაკაცები 5,53, ქალები 4,27.

ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს დაახლოებით 36 წელს. 2006 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა 100 წელზე უფროსი ასაკის 500 ადამიანზე მეტი. იმავე წელს 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი შეადგენდა 21,5 %-ს[62].

ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ ევროპული წარმოშობის ახალზელანდიელები, ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან წამოსულთა შთამომავლები. მოსახლეობის 2006 წლის აღწერის მონაცემებით, ევროპული წარმოშობის მოსახლეობის ჯამური წილი შეადგენს ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 67,6 %-ს[63]. ძირძველი მოსახლეობის — მაორის წარმომადგენლების რაოდენობა შეადგენს ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 14,6 %-ს[64]. ორი შემდეგი დიდი ეთნიკური ჯგუფი — აზიელი და პოლინეზიელი ხალხის წარმომადგენლები შეადგენენ ქვეყნის საერთო მოსახლეობის შესაბამისად 9,2 % და 6,5 %-ს[63].

ახალზელანდიელთა დიდი ნაწილი მუდმივად ცხოვრობს (ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში) ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველაზე დიდი ახალზელანდიური დიასპორა ცხოვრობს ავსტრალიაში (2000 წელს ავსტრალიაში მაცხოვრებელი ახალზელანდიელთა რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 375 000 ადამიანს[65]) და დიდ ბრიტანეთში (2001 წელს დაახლოებით 50 000 ადამიანი, ამასთან ახალზელანდიელთა დაახლოებით 17 %-ს აქვთ ან ბრიტანეთის მოქალაქეობა, ან მის მიღებაზე უფლება[66]). ტრადიციულად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალზელანდიელები, არ წყვეტენ მჭიდრო კონტაქტებს ქვეყანასთან, და ბევრი მათგანი დამსახურებულად შევიდა თავისი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლების რიცხვში.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის მონაცემებით ახალი ზელანდიის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 56 %, ქრისტიანია (2001 წელს იყო 60 %). ქვეყანაში ქრისტიანობის ყველაზე უფრო გავრცელებული დენომინაციებია: ანგლიკანიზმი (14,9 %), ლათინური მიმართულების კათოლიციზმი (12,4 %), პრესვიტერიანობა (10,9 %), მეთოდიზმი (2,9 %), ბაპტიზმი (1,3 %). ქვეყანაში მოქმედებენ მცირერიცხოვანი სხვა ქრისტიანული დენომინაციები: ხსნის არმია, მეშვიდე დღის ადვენტისტები, ღმერთის ასამბლეა და სხვა (სულ 9,4 %), ახალ ზელანდიაში სიქიზმის, ინდუიზმისა და ისლამის წარმომადგენლები შემდეგ მსხვილ რელიგიურ თემებს წარმოადგენენ. სხვა რელიგიების და კონცეფციების წარმომადგენელთა რაოდენობა 0,5 %-ია. აღწერის დროს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 35 % თავიანთ თავს არ უკავშირებდა რელიგიას (2001 წელს ასეთი იყო 30 %)[67]. ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი ემხრობა სხვადასხვა სახის ახალ რელიგიურ სწავლებას, მათ შორის ვიკასა და სატანიზმს; ახალ ზელანდიაში ახალი წარმართების მომხრეები უფრო ბევრია, ვიდრე იუდეველებისა[68]. ქვეყანაში მოქმედებს მაორების სექტები — რაიტანა და რინგაუ, რომლების სწავლებაც წარმოადგენს მკვიდრთა რელიგიისა და ქრისტიანობის საკუთარ თავს. ახალი ზელანდია რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია, ადგილი აქვს ისეთ საინტერესო მოვლენას, როგორიცაა ქრისტიანობისა და მკვიდრი მოსახლეობის რელიგიური სიწმინდეების შერწყმა.

ძირძველი მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლინეზიიდან წამოსულები, რომლებმაც დაახლოებით XI—XIV საუკუნეებში დაიწყეს ადრე სრულიად დაუსახლებელი ახალი ზელანდიის კუნძულების დასახლება, შექმნეს საფუძველი თვითმყოფადი და უნიკალური კულტურის მაორის ხალხის ჩამოსაყალიბებლად. მაორის ხალხისა და ევროპელების პირველი შეხვედრა გაიმართა 1642 წელს, როცა ჰოლანდიელი ზღვაოსნის აბელ ტასმანის გემი მიადგა ახალი ზელანდიის ნაპირებს.

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი შეხვედრა მოხდა მხოლოდ 1769 წელს, როდესაც ამ ნაპირებთან მივიდა ჯეიმზ კუკის ექსპედიცია. იმ დროს მაორის ხალხის საერთო რაოდენობა სავარაუდოდ შეადგენდა დაახლოებით 100 000 ადამიანს. უკვე 1800 წლისთვის ევროპული გემები ახალ ზელანდიას სტუმრობდნენ გაცილებით ხშირად, ხოლო 1830 წლისათვის ახალ ზელანდიაში უკვე ცხოვრობდა დაახლოებით 2000 ევროპელი. მათი მდგომარეობა მაორთა შორის არ იყო ყოველთვის თანასწორი, ბევრი მათგანიიყვნენ მონები ან ნახევრად მონები, მაგრამ ზოგიერთს ეკავა საკმაოდ მაღალი მდგომარეობა ტომების იერარქიაში. მაორებს ტრადიციულად არ ჰქონდათ სასაქონლო-ფულადი ურთიერთობა და ვაჭრობა, მაგრამ ახორციელებდნენ საქონლის გაცვლას. ამ ტრადიციას ისინი ავრცელებდნენ ევროპელ მეზღვაურებთან და ვეშაპისდამჭერებთან ურთიერთობაშიც. ერთ-ერთი ძირითადი საქონელი, რომელიც აინტერესებდათ მაორის ხალხს გახდა ევროპული ცეცხლსასროლი იარაღი, რის შედეგადაც XIX საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში დაიწყო ტომთაშორისი სისხლიანი შეტაკებების სერია, რომელმაც მიიღო მუშკეტების ომის სახელი და გრძელდებოდა ხანმოკლე შესვენებებით 1840 წლამდე. ტომთაშორისმა კონფლიქტებმა, მაორების გაცნობამ ალკოჰოლურ სასმელებთან, ასევე ადრე უცნობ ავადმყოფობებთან, ძირითადად წითელა, გრიპი და ვენერიული დაავადებები, მნიშვნელოვნად შეამცირა ამ წლებში ახალი ზელანდიის ძირძველი მოსახლეობის რაოდენობა, და 1896 წელს მაორის ხალხის რაოდენობამ მიაღწია თავის მინიმალურ რაოდენობას თანამედროვე ისტორიაში — 42 000 ადამიანზე ცოტათი მეტს[69].

1840 წელს დიდმა ბრიტანეთმა და მაორის ტომთა ბელადებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ხელი მოაწერეს წერილობით ხელშეკრულებას, რომელმაც მიიღო სახელი ვაიტანგის ხელშეკრულება, რომლის პუნქტების თანახმად მაორები გადასცემდნენ ახალ ზელანდიას დიდ ბრიტანეთს სამეთვალყურეოდ, მაგრამ ინარჩუნებდნენ თავის ქონებრივ უფლებას, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა მაორისგან მიიღო მიწის ნაკვეთების შესყიდვის განსაკუთრებული უფლება. ამ პერიოდში ხდებოდა აქტიური ორმხრივი სოციალური ინტეგრაცია, რომელიც ზრდიდა ევროპელი გადმოსახლებულებისა და მაორების რაოდენობას. ვაჭრობის ობიექტი ძირითადად რჩებოდა მაორების კუთვნილი მიწა, მაგრამ აღმოცენება და განვითარება დაიწყო მაორების საკუთარმა საქმიანმა წამოწყებებმა.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა მაორის კუთვნილი მიწების გაყიდვის მდგრადი მექანიზმების შექმნასა და მისი ღირებულებების გარკვევას გახდა უთანხმოება მაორებსა და ევროპელებს შორის მიწაზე უფლების ფუნდამენტალური შინაარსის გარკვევაში, რომელიც კიდევ უფრო გაამძაფრა ვაიტანგის ხელშეკრულების თარგმანის არასწორმა ფორმულირებებმა. ისტორიულად მაორები ადრე არასდროს არ ყიდდნენ მიწას, მაგრამ ტომის ბელადებს შეეძლოთ გადაეცათ იგი მათ მფლობელობაში, ვინც მიწას ითხოვდა. ბუნებრივია, რომ ასეთი მიდგომა კარდინალურად განსხვავდებოდა ევროპელი დასახლებულების მოთხოვნილებებისგან და მიზნებისგან. ყოველივე ეს გახდა საფუძველი შეიარაღებული კონფლიქტების სერიებისა ერთი მხრივ მაორებსა და მეორე მხრივ ევროპელ დასახლებულებსა და ბრიტანეთის არმიის ნაწილებს შორის 1845 წლიდან 1872 წლამდე პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ეწოდა ახალი ზელანდიის მიწების ომები. 2000 მაორელზე მეტი დაიღუპა ამ შეტაკებებისას. დაპირისპირებების შედეგი გახდა ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ მაორის ხალხისათვის 14 000 კმ²-ზე მეტი მიწის კონფისკაცია, როგორც დასჯა მათ მიერ აჯანყების დაწყებისათვის.

XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ახალ ზელანდიაში მაორებისა და ევროპელების რაოდენობა პირველად გახდა თითქმის თანაბარი — დაახლოებით 60 000 თითოეული მათგანი[69]. XX საუკუნის 20-იან წლებამდე მაორთა რაოდენობა ან მცირდებოდა, ან რჩებოდა უცვლელ დონეზე, ხოლო ევროპელთა რაოდენობა 1921 წელს შეადგენდა უკვე 1 200 000 ადამიანს.

საზოგადოებაში თავისი პროპორციონალური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, მაორები აგრძელებდნენ ბევრად სოციალურად უფრო დამოუკიდებელნი დარჩენილიყვნენ, თუმცა მაინც განიცდიდნენ ადაპტაციას ევროპული ცივილიზაციის მიმართ. გამოჩნდნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები და მეწარმეები მაორთა რიგებიდან. 1858 წელს სპეციალურად მომზადებული ბრძანებულების საფუძველზე ქვეყანაში გაიხსნა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სასკოლო სისტემა მაორელი ბავშვებისათვის. 1865 წელს სისტემამ შეწყვიტა თავისი არსებობა მაორების მიწებისათვის ომებში მონაწილეობისათვის დასჯის გამო, მაგრამ ორი წლის შემდეგ კვლავ აღდგა. 1928 წლამდე ქვეყანაში არსებობდნენ მაორებისა და ევროპელების სწავლის ცალ-ცალკე პროგრამები, ხოლო 1935 წლიდან სწავლა გახდა სავალდებულო (15 წლამდე) და უფასო.

1867 წლიდან დაწყებული მაორებს აქვთ ადგილების მუდმივად დარეზერვირებული კვოტა ქვეყნის პარლამენტში, რომლის არჩევნები ხდება ცალკე ხმის მიცემით მხოლოდ მაორის ხალხს შორის. 2008 წლის მდგომარეობით ქვეყნის პარლამენტში შვიდი ადგილი (69-დან) ეკუთვნოდა ასეთ პარლამენტის წევრებს. ასევე მაორებს შეუძლიათ არჩეულნი იყვნენ პარლამენტში საერთო ხმის მიცემის დროსაც.

1900 წელს სახელმწიფომ გამოაცხადა მაორის ხალხის ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამის შექმნის შესახებ.

1928 წელს ქვეყნის მთავრობაში გამოჩნდა მაორელი პირველი მინისტრი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო სამხედრო ვალდებულება ახალ ზელანდიაში არ ვრცელდებოდა მაორის ხალხზე, მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ნებაყოფლობით შევიდა ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალების მოქმედ ქვედანაყოფებში და მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ეგვიპტეში, იტალიაში და საბერძნეთში.

XX საუკუნის 40—70-იან წლებში დაიწყო მაორთა ურბანიზაციის აქტიური პროცესი, და ამ პერიოდიდან დაწყებული მაორების დიდი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში. ამავე საუკუნის 60—70-იან წლებში მაორელთა განათლების დონის საერთო გაუმჯობესებასთან და მათი ცხოვრების დონის აწევასთან დაკავშირებით დაიწყო ეროვნული თვითშეგნების პროცესების ზრდა, რამაც მოიტანა მაორების როლის აღიარების აუცილებლობა ქვეყნის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. 1975 წელს მიღებულ იქნა სახელმწიფო ბრძანებულება, რომელმაც გაამყარა ვაიტანგის ხელშეკრულების სტატუსი, და მის საფუძველზე 1977 წლიდან დაწყებული ქვეყანაში დაიწყო მოქმედება ვაიტანგის სასამართლომ, რომელიც იხილავდა მიწისა და სხვა რესურსების დაბრუნების, მიწის ომებიდან დაწყებული მაორის ხალხისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის განმსაზღვრელ დაკავშირებულ საქმეებს. ვაიტანგის სასამართლო არ არის სასამართლო-იურიდიული ინსტანცია, მაგრამ ქმნის კონსულტაციის წარმოებისა და მოლაპარაკებების მექანიზმებს ქვეყნის მთავრობასა და მაორებს შორის. 2008 წლის მდგომარეობით გადახდილი კომპესაციების ჯამმა შეადგინა 900 მილიონ ახალზელანდიურ დოლარზე მეტი.

1987 წელს მაორის ენა გახდა ახალი ზელანდიის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა.

თანამედროვე დემოგრაფიული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გვერდის ინფორმაცია მოცემულია 2006 წლის ახალი ზელანდიის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით[64][70].

მაორები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 14,6 %-ს. მათი საერთო რაოდენობაა — 565 329 ადამიანი. 15 წელიწადში (1991—2006 წლები) ქვეყანაში ამ ხალხის რაოდენობამ მოიმატა თითქმის 30 %-ით. მათი რაოდენობიდან დაახლოებით 47 % არის შერეული ქორწინების შთამომავლები (ძირითადად ევროპელებთან). ახალ ზელანდიაში მცხოვრები მაორების 51 % — კაცია, 49 % — ქალი. მათ შორის 35 % — ბავშვები 15 წლამდე. ახალ ზელანდიაში მცხოვრებ მაორელთა საშუალო ასაკია — დაახლოებით 23 წელი. ამასთან, ქალების საშუალო ასაკი 24 წელზე ცოტათი მეტია, ხოლო კაცების საშუალო ასაკი — 21 წელზე ცოტათი მეტი.

მაორელთა დაახლოებით 87 % ცხოვრობს ჩრდილოეთ კუნძულზე და დაახლოებით 25 % ცხოვრობს ქალაქ ოკლენდში ან მის გარეუბანში. ამ ხალხის წარმომადგენლების მცირე კონცენტრაცია შეიმჩნევა კუნძულ ჩატემზე.

მაორელთა 23 %-ს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს მაორის ენაზე. დაახლოებით 25 % საერთოდ ვერ საუბრობს ამ ენაზე.

მაორელთა დაახლოებით 4 %-ს აქვთ საუნივერსიტეტო განათლება (ან უფრო მაღალი). მაორის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 39 %-ს აქვს მუდმივი სამუშაო მთლიანი დასაქმების რეჟიმში.

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მდგომარეობით მაორები შეადგენდნენ ხალხის დაახლოებით 50 %-ს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში, ხოლო ქვეყანაში კრიმინალური მოვლენების 42 % ხდება მაორელთა მონაწილეობით[71]. ახალი ზელანდიის ყველა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მაორელები ინარჩუნებენ ყველაზე მაღალ უმუშევრობის დონეს,[72] აქვთ ყველაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ყველაზე მაღალი დაავადების დონე[73].

სასაუბრო ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური ენა, მაორული ენა და ახალზელანდიური ნიშნების ენა არიან ქვეყნის ოფიციალური ენები.

ინგლისური ენა ძირითადი სასაუბრო ენაა და ქვეყნის მოსახლეობის 96 % იყენებს მას ერთმანეთთან სასაუბროდ. წიგნების, გაზეთებისა და ჟურნალების დიდი ნაწილი გამოიცემა ინგლისურ ენაზე, უპირატესად ამ ენაზე აწარმოებენ მაუწყებლობას რადიო და ტელევიზიები. მაორული ენა მეორე სახელმწიფო ენაა. 2006 წელს ახალზელანდიური ნიშნების ენამ (New Zealand Sign Language) მიიღო მესამე სახელმწიფო ენის სტატუსი.

ინგლისური ენის ახალზელანდიური დიალექტი[74] ახლოა ავსტრალიურთან, მაგრამ მან შეინახა ინგლისის სამხრეთი რეგიონების ინგლისური ენის გაცილებით მეტი გავლენა. ამასთან ერთად, ახალზელანდიურმა დიალექტმა შეიძინა შოტლანდიური და ირლანდიური აქცენტის ზოგიერთი დამახასიათებელი თავისებურებები. წარმოთქმაზე გარკვეული გავლენა მოახდინა მაორულმა ენამ და ამ ენის ზოგიერთი სიტყვა შევიდა ქვეყნის მრავალეროვნული თანამეგობრობის ყოველდღიურ ურთიერთობაში.

ამასთან ერთად, ქვეყანაში ცხოვრობენ კიდევ 171 ენობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. ინგლისური და მაორიული ენების შემდეგ ყველაზე გავრცელებული ენებია — სამოას ენა, ფრანგული ენა, ჰინდი ენა და ჩინური ენა.

მაორების ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორულმა ენამ ოფიციალური ენის სტატუსი (თვითდასახელება Te Reo Māori, ტე-რეო-მაორი) მიიღო 1987 წელს. მისი გამოყენება სავალდებულო გახდა სახელმწიფო დეპარტამენტებისა და დაწესებულებების დასახელებებში, ხოლო მისი შეზღუდვის გარეშე გამოყენება შესაძლებელი გახდა ყველა სახელმწიფო სამსახურების, სასამართლოების, საზოგადოებრივი საავადმყოფოებისა და ასევე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების თანამშრომლებისა და დამსწრეებისათვის. მაორული ენის საფუძვლების შესწავლა სასკოლო პროგრამების აუცილებელი კურსია, ხოლო რიგი სასწავლო დაწესებულებებისა აწარმოებენ სწავლას ორ ენაზე. ახალ ზელანდიაში ბევრმა გეოგრაფიულმა დასახელებამ ისტორიულად შეინარჩუნა თავისი ფესვები მაორულ ენაში.

მაორული ენა ეკუთვნის აღმოსავლეთ პოლინეზიური ჯგუფის ენებს. მაორულ ენას მშობლიურად თვლის დაახლოებით 150 ათასი ადამიანი.

ახალზელანდიური ნიშნების ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ახალზელანდიურ ნიშნების ენას მიენიჭა ქვეყნის მესამე ოფიციალური ენის სტატუსი[75]. ახალზელანდიური ნიშნების ენა — ბუნებრივად წარმოქმნილი ენაა, რომელსაც კომუნიკაციის მიზნით იყენებენ ყრუ ან სმენაშეზღუდული ადამიანები. მისი საფუძველი გახდა ბრიტანული ნიშნების ენა და მას აღიარებენ BANZSL-ის ენის ერთ-ერთ დიალექტად. ყოველდღიურ ურთიერთობაში 2013 წლის მონაცემებით ნიშნების ენას ხმარობდა 24 ათას ადამიანზე მეტი[76].

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველმა ევროპელმა გადმოსახლებულებმა, რომლებიც დაფუძნდნენ ახალ ზელანდიაში, დაყვეს ქვეყანა პროვინციებად. ტერიტორიების ფინანსური მართვის უფრო ცენტრალიზებული სისტემის შესაქმნელად, ქვეყნის დაყოფა პროვინციებად გაუქმდა 1876 წელს. ამის შედეგად ახალ ზელანდიას დღემდე არ აქვს იმის მსგავსი შიდა სახელმწიფოებრივი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სისტემა, რომელსაც სხვა ქვეყნებში ჰქვიათ პროვინციები, შტატები, ოლქები. ტერიტორიის დაყოფის არსებული სისტემა შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპზე. 1989 წლიდან მოქმედებს სისტემა, რომელიც შემდგარია რეგიონალური საბჭოებისაგან (Regional Council) და ტერიტორიული სამმართველოებისაგან (Territorial Authorities).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის უმსხვილესი ადგილობრივი მმართველობის ორგანოა რეგიონი. ქვეყანაში სულ 16 რეგიონია. თორმეტ მათგანს ადგილობრივი არჩეული საბჭო მართავს, ოთხს კი ტერიტორიული სამმართველო, რომელიც ასევე ითავსებს რეგიონული საბჭოს ფუნქციებს. თანამედროვე ახალ ზელანდიას მართავს 12 რეგიონალური საბჭო, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ თვითმმართველობას და პასუხს აგებს ბუნების დაცვის პრობლემებზე და რეგიონალური ტრანსპორტის სისტემაზე. ამას გარდა, მოქმედებს 74 ტერიტორიული სამმართველო (16 ქალაქის საბჭო, 57 ადგილობრივი საბჭო და ერთი კუნძულოვანი საბჭო), რომელიც პასუხს აგებს თავის რეგიონში კომუნიკაციებისა და ავტოგზების სისტემაზე, ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაზე, ახორციელებს ზედამხედველობასა და რეგულირებას მშენებლობაში და სხვა.

Regions of New ZealandნორთლანდიოკლენდიოკლენდიოკლენდიუაიკატოBay of Plentyგიზბორნიჰოკს-ბეიტარანაკიმანავატუ-უანგანუიუელინგტონიტასმანიტასმანინელსონიმარლბორომარლბოროუესტ-კოსტიუესტ-კოსტიკენტერბერიოტაგოსაუთლანდისაუთლანდი
Regions of New Zealand
რეგიონი რეგიონული საბჭო ადმინისტრაციული ცენტრი კუნძული ფართობი
(კმ²)[77]
მოსახლეობა[7]
ად. (2013)
ISO 3166-2
1 ნორთლენდი ნორთლენდის რეგიონული საბჭო უანგარეი ჩრდილოეთი 13 941 151 692 NZ-NTL
2 ოკლენდი (1) ოკლენდის საბჭო ოკლენდი ჩრდილოეთი 5600 1 415 550 NZ-AUK
3 უაიკატო ჰამილტონი ჩრდილოეთი 25 598 403 638 NZ-WKO
4 ბეი-ოვ-პლენტი ბეი-ოვ-პლენტის რეგიონული საბჭო ტაურანგა ჩრდილოეთი 12 447 267 741 NZ-BOP
5 გიზბორნი (1) გიზბორნის რაიონული საბჭო გიზბორნი ჩრდილოეთი 8351 43 656 NZ-GIS
6 ჰოკს-ბეი ჰოკს-ბეის რეგიონული საბჭო ნეიპირი ჩრდილოეთი 14 164 151 179 NZ-HKB
7 ტარანაკი ტარანაკის რეგიონული საბჭო სტრატფორდი ჩრდილოეთი 7273 109 608 NZ-TKI
8 მანავატუ-უანგანუი ჰორიზოუნსის რეგიონული საბჭო პალმერსტონ-ნორთი ჩრდილოეთი 22 215 222 672 NZ-MWT
9 უელინგტონი დიდი უელინგტონის რეგიონული საბჭო უელინგტონი ჩრდილოეთი 8124 471 315 NZ-WGN
10 ტასმანი (1) ტასმანის რაიონული საბჭო რიჩმონდი სამხრეთი 9786 47 157 NZ-TAS
11 ნელსონი (1) ნელსონის საქალაქო საბჭო ნელსონი სამხრეთი 445 46 437 NZ-NSN
12 მარლბორო (1) მარლბოროს რაიონული საბჭო ბლენემი სამხრეთი 12 484 43 416 NZ-MBH
13 უესტ-კოსტი უესტ-კოსტის რეგიონული საბჭო გრეიმუთი სამხრეთი 23 336 32 148 NZ-WTC
14 კენტერბერი კენტერბერის რეგიონული საბჭო კრაისტჩერჩი სამხრეთი 45 346 539 436 NZ-CAN
15 ოტაგო ოტაგოს რეგიონული საბჭო დანიდინი სამხრეთი 31 990 202 467 NZ-OTA
16 საუთლანდი საუთლანდის რეგიონული საბჭო ინვერკარგილი სამხრეთი 34 347 93 339 NZ-STL
ჩატემის კუნძულები სპეციალური ტერიტორიული ერთეული ვაიტანგი 966 600 NZ-CIT
სულ 276 413 4 242 051

(1) ამ რეგიონებს მართავს უნიტარული სამმართველო.

ახალი ზელანდიის გარე კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდია ფლობს 9 კუნძულოვან ჯგუფებს, რომლებიც მდებარეობენ სუბტროპიკულ და სუბანტარქტიკულ ზონებში; მათგან 7 არ შედის არც რეგიონებში, არც რომელიმე ადმინისტრაციული ოლქის ერთეულში. ისინი უშუალო მმართველობაში ექვემდებარებიან სპეციალურ ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority. ჩატემის კუნძულს აქვს სპეციალური ტერიტორიული ერთეულის სტატუსი, ხოლო კუნძული სოლანდრი შედის საუთლანდის რეგიონში.

რუკა: ახალი ზელანდიის გარე კუნძულები.
კუნძულთა ჯგუფი (ორიგინალური სახელი) ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2013)
უმაღლესი წერტილი (მ) კოორდინატები
ჩრდილოეთი კუნძულიდან ჩრდილოეთით
კერმადეკის კუნძულები 33,08  — მოუმოუკაის პიკი (516) 29°16′ ს. გ. 177°55′ დ. გ. / 29.267° ს. გ. 177.917° დ. გ. / -29.267; -177.917 (Kermadec Islands)
ტრი-კინგსის კუნძულები (Ngamotukaraka, Manawa Tawhi) 4,86  — (დიდი კუნძული) (294) 34°09′ ს. გ. 172°08′ ა. გ. / 34.150° ს. გ. 172.133° ა. გ. / -34.150; 172.133 (Three Kings Islands)
სამხრეთი კუნძულიდან სამხრეთი/აღმოსავლეთი
ჩატემის კუნძულები (Wharekauri, Rekohu) 966,00 600 მაუნგეიტერ ჰილი (294) 43°54′ ს. გ. 176°32′ დ. გ. / 43.900° ს. გ. 176.533° დ. გ. / -43.900; -176.533 (Chatham Islands)
სოლანდრი (Hautere) 0,70  — (სოლანდრის კუნძული) (330) 46°34′ ს. გ. 166°53′ ა. გ. / 46.567° ს. გ. 166.883° ა. გ. / -46.567; 166.883 (Solander Islands)
ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულები
ბაუნტის კუნძულები 1,35  — (ფანელის კუნძული) (88) 47°46′ ს. გ. 179°02′ ა. გ. / 47.767° ს. გ. 179.033° ა. გ. / -47.767; 179.033 (Bounty Islands)
სნარის კუნძულები (Tini Heke) 3,41  — (ჩრდილო-აღმოსავლეთი კუნძული) (152) 48°01′ ს. გ. 166°32′ ა. გ. / 48.017° ს. გ. 166.533° ა. გ. / -48.017; 166.533 (The Snares)
ანტიპოდის კუნძულები 20,97  — ჰალოვეის მთა (366) 49°41′ ს. გ. 178°48′ ა. გ. / 49.683° ს. გ. 178.800° ა. გ. / -49.683; 178.800
ოკლენდის კუნძულები (Motu Maha) 625,60  — დიკის მთა (705) 50°42′ ს. გ. 166°05′ ა. გ. / 50.700° ს. გ. 166.083° ა. გ. / -50.700; 166.083 (Auckland Islands)
კემპბელის კუნძულები (Motu Ihupuku) 113,31  — ჰონის მთა (569) 52°32′ ს. გ. 169°09′ ა. გ. / 52.533° ს. გ. 169.150° ა. გ. / -52.533; 169.150 (Campbell Islands)
სულ 1769,28 600 დიკის მთა (705)

ახალი ზელანდიის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის სამეფოს ტერიტორია

ახალი ზელანდიის სახელმწიფო ფლობს ერთ დამოკიდებულ ტერიტორიას (ტოკელაუ). ამავე დროს ახალი ზელანდია არის ახალი ზელანდიის სამეფოს ძირითადი წევრი — ერთ-ერთი 16 თანამეგობრობის სამეფოებიდან. სხვა თანამეგობრობის სამეფოებისგან განსხვავებით, ახალი ზელანდიის სამეფო არ არის სახელმწიფო და არ აქვს საერთაშორისო სახელმწიფოებრივი აღიარება. ტერმინს „ახალი ზელანდიის სამეფო“ აქვს კონცეპტუალური, სიმბოლური ხასიათი, მიუთითებს სხვადასხვა ქვეყნების, სახელმწიფოებისა და ტერიტორიების ერთიან ისტორიაზე და მორალურ ფასეულობაზე და სახელმწიფოს ერთი მეთაურის აღიარებაზე. უშუალოდ ახალი ზელანდიის გარდა სამეფოს შემადგენლობაში ასევე შედიან კუკის კუნძულები, ტოკელაუ, ნიუე და ანტარქტიკული როსას ტერიტორია. კუკის კუნძულები და ნიუე არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც ახალ ზელანდიასთან თავისუფალ ასოციაციაში იმყოფებიან. ტოკელაუ — დამოკიდებული ტერიტორიაა ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშ. დიდმა ბრიტანეთმა როსას ტერიტორია გადასცა ახალ ზელანდიას მმართველობის ქვეშ 1923 წელს და 1961 წლიდან ახალი ზელანდია დე-ფაქტო ასრულებს ანტარქტიკის ხელშეკრულების პირობებს, რის თანახმადაც ანტარქტიდა არის ინტერნაციონალური ტერიტორია, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ მიეკუთვნება.

ახალი ზელანდიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ყველა სახელმწიფოსა და ტერიტორიის მაცხოვრებლები არიან ახალი ზელანდიის მოქალაქეები. ახალი ზელანდია უზრუნველყოფს სამეფოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას და წარმოადგენს მათ ინტერესებს საერთაშორისო არენაზე.

ახალი ზელანდიის მონარქი არის სამეფოში შემავალი ყველა სახელმწიფოსა და ტერიტორიის ოფიციალური მეთაური.

დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
დედაქალაქი სტატუსი
ახალი ზელანდია* წყნარი ოკეანე 268 680 4 404 400 უელინგტონი სუვერენული სახელმწიფო
კუკის კუნძულები წყნარი ოკეანე 236,7 14 974 ავარუა თვითმართვადი სახელმწიფო წარმონაქმნი
ნიუე წყნარი ოკეანე 261,46 1611 ალოფი თვითმართვადი სახელმწიფო წარმონაქმნი
ტოკელაუ წყნარი ოკეანე 10 1411 ატაფუ დამოკიდებული ტერიტორია
როსას ტერიტორია** ანტარქტიდა 450 000 0 დამოკიდებული ტერიტორია**
სულ 719 188 4 422 396
* კერმადეკის კუნძულების, ჩატემის კუნძულების, ასევე ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების ჩათვლით.
** საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არ არის აღიარებული ანტარქტიკის ხელშეკრულების თანახმად.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდია — განვითარებული ქვეყანაა საბაზრო ეკონომიკის სისტემით, რომლის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი და კვების მრეწველობა და ტურიზმი. ქვეყნის ეკონომიკას აქვს ორიენტაცია ექსპორტზე. ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია ავსტრალია, აშშ, იაპონია, ჩინეთი.

ახალი ზელანდიის მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მეპ) 2007 წელს შეადგენდა 112,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ამ მაჩვენებლით სხვადასხვა მონაცემებით ეკავა 58—60 ადგილი მსოფლიოში[78]. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები — 54,36 მილიარდი ამერიკული დოლარი[79]. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2007 წელს შეადგენდა 26 300 ამერიკულ დოლარს, ამ მაჩვენებლებით ეკავა 21 ადგილი მსოფლიოში[80]. მთლიანი ეროვნული პროდუქტის წლიური ზრდის დონე შეადგენს 4,8 %-ს. ინფლაციის დონე 2006 წლის მონაცემებით შეადგენდა 3,8 %-ს[81]. ქვეყნის საგარეო ვალი 2006 წლის მონაცემებით შეადგენდა 59,08 მილიარდ ამერიკულ დოლარს (47-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ერთ სულ მოსახლეზე საორიენტაციოდ შეადგენს 11,7 ათას ამერიკულ დოლარს[82]. სახელმწიფო სექტორის წილი ეკონომიკაში დაბალია: 2008 წელს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო 19 საწარმო და ორგანიზაცია[83].

ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 2007 წელს — 2,18 მილიონი ადამიანი[84]. ამ რაოდენობიდან დიდი ნაწილი (65 %-მდე) დაკავებულია მომსახურების სფეროში. უმუშევრობის დონე 2007 წელს — 3,8 %[85].

ახალი ზელანდია არის რამდენიმე საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური ორგანიზაციის წევრი. მათ შორის ყველაზე გავლენიანია — ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო.

ახალი ზელანდია 2012 წელს თავში ჩაუდგა საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს ბიზნესის წარმოების მხრივ, რომელიც შეადგინა ამერიკულმა საქმიანმა ჟურნალმა Forbes-მა. ერთი წლით ადრე ახალ ზელანდიას სიაში ეკავა მეორე ადგილი. Forbes-ში განმარტავენ, რომ ახალი ზელანდიის ლიდერობა უზრუნველყო მისმა „გამჭვირვალე და სტაბილურმა“ ბიზნეს-კლიმატმა, წარმოების ხელშეწყობამ. ახალმა ზელანდიამ დაიკავა პირველი ადგილი 11 მაჩვენებლიდან ოთხში, რომლებსაც იკვლევდნენ Forbes-ის წარმომადგენლები. ქვეყანა ლიდერობს პირადი თავისუფლების სფეროში, ინვესტორების უფლებების დაცვაში, ბიუროკრატიისა და კორუფციის დაბალ მაჩვენებლებში[86].

ფულადი სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ფულადი სისტემა ჩაისახა მხოლოდ ამ მიწებზე პირველი ევროპელების მოსვლის შემდეგ. უფრო ადრეულ წლებში მაორები არ ხმარობდნენ ფულს ამ სიტყვის ჩვეული გაგებით, ისინი თავიანთ ეკონომიკურ ურთიერთობაში უპირატესობას აძლევდნენ ბარტერულ გაცვლებს.

1840 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა ერთიანი მონეტარული სისტემა და დასახლებულები ძირითადად იყენებდნენ ბრიტანეთში გამოშვებულ მონეტებს. ბანკნოტები ბრუნვაში საკმაოდ მცირე რაოდენობით იყო გაშვებული. 1840 წლის შემდეგ ბრუნვაში შევიდა კერძო ვალიანი ვალდებულებები და ბანკნოტები, რომლებსაც უშვებდნენ კერძო ვაჭრები. ასეთი სიტუაცია გრძელდებოდა 1881 წლამდე და შედეგად ჯამში 48 კერძო ვაჭარმა ამ პერიოდში გამოუშვა ბრუნვაში თავისი ბანკნოტები და მონეტები. 1897 წელს ქვეყნის ერთადერთი ოფიციალური ვალუტა გახდა დიდი ბრიტანეთის ფულადი ნიშნები. ამას გარდა, ქვეყნის კიდევ 6 ბანკს ჰქონდა უფლება გამოეშვა ბრუნვაში საკუთარი ბანკნოტები. 1930 წლიდან ქვეყნის ერთადერთი ლეგალური ვალუტა გახდა ფულადი ნიშნები, რომლებიც ბრუნვაში შემოუშვა ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკმა (ინგლ. Reserve Bank of New Zealands). საცდელად გამოიყენეს ბრიტანული ფულადი სისტემა დანაყოფით გირვანქა სტერლინგი, შილინგი და პენსი. 1967 წელს ბრუნვაში შევიდა საკუთარი ფულადი მეათედური სისტემა — ახალზელანდიური დოლარი და ცენტი.

დღეისათვის ქვეყნის მიმოქცევაში იმყოფებიან ბანკნოტები ნომინალით 5, 10, 20, 50 და 100 დოლარი და მონეტები ნომინალით 1 და 2 დოლარი და 10, 20 და 50 ცენტი.

საბანკო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდია ფლობს საბანკო მომსახურების ჩამოყალიბებულ სისტემას, რომელიც აგებულია მთელი საბანკო მოღვაწეობის აუცილებელ სახელმწიფო ლიცენზირების სისტემაზე. 2009 წლის მდგომარეობით ქვეყანაში მოქმედებს 19 ბანკი, რომელთაგანაც 9 არის მსხვილი საერთაშორისო ბანკის განყოფილება[87]. საბანკო მუშაობის ორგანიზაცია კოორდინირებულია ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკთან, რომელიც ასრულებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციებს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მონეტარულ და ფინანსურ პოლიტიკას. ქვეყნის ძირითად ბანკებს აქვთ დაქსელილი განყოფილებები ქვეყნის ყველა ძირითად დასახლებულ პუნქტში, ამასთან ერთად KiwiBank-ის განყოფილებები მუშაობენ კავშირგაბმულობის საფოსტო განყოფილებების ბაზაზე. ქვეყნის ყველა ძირითადი ბანკი მონაწილეობენ EFTPOS-ის (Electronic Funds Transfer at Point of Sale) ბანკთაშორის სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთგანაღდებას საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდის დროს.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1869 წელს სურსათის გაყინვა გამოიგონეს, რამაც ხელი შეუწყო მეცხვარეობისა და მერძევეობის განვითარებას, რადგან ამიერიდან ცხვრის ხორცი და კარაქი უცხოეთშიც გაიყიდებოდა. 1973 წლამდე, ვიდრე დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირში არ გაწევრიანდა, ახალზელანდიური პროდუქტების დიდი ნაწილი სწორედ იქ საღდებოდა, დღეს კი ქვეყანას მჭიდრო სავაჭრო კავშირი აქვს ავსტრალიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასთან.

ახალ ზელანდიას აქვს ეფექტიური და მაღალგანვითარებული სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის მქონე ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. საწარმოო მეცხოველეობის პროდუქცია (განსაკუთრებით სარძევე მეცხოველეობა და მეცხვარეობა), მებაღეობა, მეღვინეობა და მევენახეობა, მეტყევეობა გახდა ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დარგები. საკვლევი სამუშაოები და თანამედროვე ტექნოლოგიები მთავარ როლს თამაშობენ ახალზელანდიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მდგრად კონკურენტუნარიანობაში და მათზე მაღალ მოთხოვნილებაში საერთაშორისო ბაზარზე[88].

2005 წელს ცხვრების საწარმოო სულადობა შეადგენს 40 მილიონ სულზე მეტს; მსხვილი რქოსანი საქონლის სულადობა — 8,6 მილიონი სული, მათგან 4,2 მილიონი სული — ძროხა; იმავე წელს ირმების სულადობა ფერმებში შეადგენს 1,6 მილიონ სულს[89].

ახალი ზელანდიის სასოფლო-სამეურნეო დარგების სტრუქტურა ბევრი რამით უნიკალურია განვითარებული ქვეყნებისათვის. ძირითადი მისი თავისებურებაა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დოტაციის არარსებობა საფერმერო მეურნეობებისადმი. მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორებისათვის ეს იწვევს აუცილებლობას დამოუკიდებლად გაუწიონ კონკურენცია თავის კოლეგებს სხვა მწარმოებელი ქვეყნებიდან, სადაც სასოფლო-სამეურნეო დარგები ტრადიციულად იღებენ სუბსიდიებს სახელმწიფოსაგან. ზუსტად ამასთან დაკავშირებით ახალი ზელანდია ჯიუტად გამოდის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე და განსაკუთრებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში ყველა მწარმოებელ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის დარგებისათვის სახელმწიფო ფინანსური დახმარების პროცესების კონტროლის საერთო რეჟიმის შემოღების შესახებ.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის ფუნქციონირებისა და განვითარების კონტროლს ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მრეწველობის სამინისტრო (ინგლ. Ministry of Agriculture and Forestry)[90]. მაგრამ, ასეთი კონტროლი არაა შეზღუდული — ახალი ზელანდიის მთელი სოფლის მეურნეობა არსებობს და ვითარდება თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე.

საწარმოო თევზჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწარმოო თევზჭერა დიდ როლს თამაშობს, როგორც ახალზელანდიელთა ცხოვრებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ახალი ზელანდიისთვის ამას ბევრით განსაზღვრავს მისი 200 მილიანი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომელიც არის ქვეყნის მეთევზეებისათვის ძირითადი ბაზა.

2002 წელს საზღვაო მეურნეობის ეკონომიკამ მოიტანა 3,3 მილიარდი დოლარი ანუ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 3 %-ზე მეტი[91]. 2006 წელს მხოლოდ ახლად დაჭერილი თევზისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტმა შეადგინა 1,3 მილიარდი დოლარი.

ზღვის რესურსების მოპოვება ხდება კვოტირების მეცნიერული დასკვნების საფუძველზე, რომელსაც განსაზღვრავს სახელმწიფო და ანაწილებს ეროვნულ თევზმომპოვებელ კომპანიებს შორის. კვოტების ნაწილი საწარმოო მოპოვებაზე ეკუთვნის მაორის ხალხს. კვოტის შესაბამისი თევზჭერისათვის ახალზელანდიური კომპანიები ხშირად ქირაობენ სხვა ქვეყნების თევზდამჭერ და გადამამუშავებელ ფლოტს, ყველაზე ხშირად უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის.

ქვეყნის მეთევზეები აწარმოებენ 130-ზე მეტი სახეობის თევზისა და სხვა საზღვაო რესურსების საწარმოო მოპოვებას. მათ შორის ყველაზე მთავარი მნიშვნელობისაა ახალზელანდიური მაკრურონუსი (ლათ. Macruronus novaezelandiae), ლუციანუსი (ლათ. Lutjanus), კალმარები, მერლუზა, ლანგუსტი (ლათ. Achelata) და სხვები. დაახლოებით მოპოვებული თევზისა და ზღვის პროდუქტების 90 % განკუთვნილია ექსპორტისთვის.

სამრეწველო პროდუქციის წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასოფლო-სამეურნეო წარმოება, საწარმოო თევზჭერა, კვებისა და სატყეო მრეწველობა არის ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი და ბევრი რამით განსაზღვრავს სამრეწველო პროდუქციის წარმოების განვითარების მიმართულებას. კვების მრეწველობა — მსხვილი საწარმოო დარგია ახალი ზელანდიის ეკონომიკაში ხალხის დაკავებით და დაქსელილი ინფრასტრუქტურით. კვების მრეწველობის პროდუქციის ჯამური მოცულობა შეადგენს მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 10 %-ს, ხოლო მისი ექსპორტი დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს[92].

ქვეყნის დამახასიათებელი თავისებურებაა მსხვილი სამრეწველო საწარმოებისა და მძიმე მრეწველობის დარგების პრაქტიკულად მთლიანი არარსებობა. ამასთან ერთად, ქვეყანაში არსებობს დაახლოებით 15 000 კომპანია, რომელიც დაკავებულია სამრეწველო პროდუქციის წარმოებით ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისათვის. წარმოების დიდი წილი ორიენტირებულია ექსპორტზე. საწარმოო კომპანიები ჯამურად გენერირებენ მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 15 %-ს. სამრეწველო წარმოების ძირითადი რაოდენობა ორიენტირებულია საავტომობილო ტრანსპორტის, ავიაციისა და თავდაცვითი დარგების მომარაგების მოთხოვნილობებზე, ასევე ელექტრონული ნაკეთობებისა და მაღალი ტექნოლოგიების წარმოებაზე[93].

ბიოტექნოლოგიური წარმოება (განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგია და ფარმაკოლოგიური ტექნოლოგია) ტრადიციულია ახალი ზელანდიისათვის. მისი წლიური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 800 მილიონ დოლარს[94].

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ეკონომიკის ენერგეტიკული დარგის საფუძველია ნავთობ- და აირპროდუქტების, ელექტროენერგიის და გეოთერმული ენერგეტიკის გამოყენება. ქვეყნის არაბირთვული სტატუსის გამო, ახალ ზელანდიაში ატომური ენერგეტიკა არ გამოიყენება და გეგმები მის გამოჩენაზე არ არსებობს.

ახალ ზელანდიაში აირის მოპოვების ჯამური ენერგეტიკული მაჩვენებელი საორიენტაციოდ შეადგენს 200 პეტაჯოულს[95].

ნავთობის მოპოვების ჯამური ენერგეტიკული მაჩვენებელი საორიენტაციოდ შეადგენს 38 პეტაჯოულს[96]. ქვეყანაში ბოლო წლებში ნავთობის მოპოვება საგრძნობლად იკლებს, ხოლო იმპორტირებული ნავთობპროდუქტების რაოდენობა განუხრელად იზრდება და 2004 წელს ჯამურად შეადგენს დაახლოებით 300 პეტაჯოულს[97].

ნახშირის მოპოვების ჯამური ენერგეტიკული მაჩვენებელი ახალ ზელანდიაში საორიენტაციოდ შეადგენს 140 პეტაჯოულს(2006 წლის მონაცემებით). მოპოვებული ნახშირის დაახლოებით მესამედი მიდის ექსპორტზე[98].

აქტიურად გამოიყენება გეოთერმული ენერგია. ახალ ზელანდიაში 129 ცნობილი გეოთერმული ზონიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს 36 ზონას წყლის ტემპერატურით 70-დან 220 გრადუსამდე. გეოთერმული ორთქლი გამოიყენება რამდენიმე საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციაში, მაგრამ მისი ძირითადი მოცულობა გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად. მისი ასეთი გამოყენება იძლევა ქვეყანაში მიღებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობის არანაკლებ 7 %-ს (2,7 მილიარდი კვტ/სთ)[99].

ქვეყანაში ელექტროენერგიის საერთო წარმოების მაჩვენებელი 2006 წელს შეადგენდა 41,5 მილიარდ კვტ/სთ-ს. ამასთან ელექტროენერგიის ყველაზე დიდი რაოდენობა (56 %, 23 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი) გამომუშავდა ჰიდროელექტროსადგურებში. აირი და ნახშირი გახდა მომდევნო მთავარი წყარო ელექტროენერგიის მიღებისა. მათი გამოყენებით 2006 წელს გამომუშავდა შესაბამისად 21,3 % და 13,1 % მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიისა ანუ 8,8 მილიარდი კვტ/სთ და 5,4 მილიარდი კვტ/სთ შესაბამისად. ელექტროენერგიის გამომუშავების ალტერნატიული წყაროა ქარის ელექტროსადგურები, 2006 წელს მათ მიერ წარმოებულია მთელი მოცულობის 1,5 %[100].

ქვეყანა აგრძელებს აქტიურად განავითაროს ქარენერგეტიკა, 2007 წელს მან გააორმაგა გენერირებული მოცულობები ქარის ენერგეტიკულ ფერმებში 2006 წელთან შედარებით. 2008 წელს ქვეყანაში მოქმედებდა 8 ქარის ენერგეტიკული ფერმა. 11 ახალი ფერმა იმყოფება მშენებლობის დაწყების ან პროექტირების სხვადასხვა სტადიაში[101].

საერთაშორისო ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის გეოგრაფიული იზოლირებულობა, თავისი ინდუსტრიული ბაზის შეზღუდულობა და მისი დაშორება მსოფლიოს ძირითადი ბაზრებიდან მისი განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში აიძულებდა ქვეყანას მიექცია დიდი ყურადღება საგარეო ვაჭრობაზე საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. სხვადასხვა შეფასებით ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის არანაკლებ 20 % განკუთვნილია ექსპორტისათვის. 2006 წლის მონაცემებით ახალი ზელანდიის ექსპორტის საერთო მოცულობა შეადგენდა თითქმის 33 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარს და იმპორტის მოცულობამ იმავე წელს გადააჭარბა 37 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარს[102].

ქვეყნის ეკონომიკის ძირითად საექსპორტო დარგებად ტრადიციულად ითვლება სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ზღვის პროდუქტების გადამუშავება, ტყისა და ხის გადამამუშავებელი წარმოება. ზუსტად ამ დარგებზე მოდის ქვეყნის საექსპორტო შემოსავლის ნახევარზე მეტი. რძის პროდუქცია შეადგენს საერთო ექსპორტის მოცულობის არანაკლებ 18 %-ს, ბეწვის ექსპორტის წილზე მოდის არანაკლებ 14 % და სატყეო მეურნეობის პროდუქციისა და ხის გადამუშავების წილია ახალი ზელანდიის ექსპორტის საერთო მოცულობის არანაკლებ 4 %[103].

ქვეყნის იმპორტის ყველაზე დიდი წილი შეადგენს ნავთობისა და საწვავის პროდუქტები, ასეთ შესყიდვებზე ქვეყნის მომზმარებლებმა დახარჯეს 3,1 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარზე მეტი. ბოლო წლებში იმპორტში სიდიდით მეორე გახდა ავტომობილები, სადაც იხარჯება 3,1 მილიარდი ახალზელანდიური დოლარი იმპორტის საერთო მოცულობაში. შემდეგ მოდის იმპორტი საავიაციო ტექნიკაზე, რომელზეც ყოველწლიურად იხარჯება არანაკლებ 1,7 მილიარდი ახალზელანდიური დოლარი[104].

ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია ავსტრალია (ამ ქვეყანასთან ვაჭრობის მოცულობა 2005 წლის მონაცემებით შეადგენს 6,1 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარს), აშშ (4,2 მილიარდი ახალზელანდიური დოლარი იმავე მონაცემებით), იაპონია (3,3 მილიარდი ახალზელანდიური დოლარი). ექსპორტის არანაკლებ 70 % ახალი ზელანდიიდან მოდის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებზე[105].

ახალმა ზელანდიამ დაამყარა რამდენიმე შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე. ამ სახის პირველი შეთანხმება დაიდო 1966 წელს ავსტრალიასთან, მოგვიანებით (1983 წელს) შეთანხმება კიდევ უფრო გაფართოვდა (Australia New Zealand Closer Economic Relations Trade Agreement). 2001 წლიდან ასეთი შეთანხმება მოქმედებს სინგაპურთან (New Zealand and Singapore Closer Economic Partnership). 2005 წელს შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე დაიდო ტაილანდთან (New Zealand and Thailand Closer Economic Partnership). იმავე წელს ანალოგიური ხასიათის ოთხმხრივი შეთანხმება დაიდო ბრუნეისთან, ჩილესთან და სინგაპურთან (Trans-Pacific Strategic Economic Partnership). ახალმა ზელანდიამ 2008 წელს პირველმა განვითარებულ ქვეყნებს შორის დადო შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ჩინეთთან (New Zealand China Free Trade Agreement).

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმის სფერო და მისი თანდამრთავი ინდუსტრია ხდება ახალი ზელანდიის ყოველწლიურად უფრო და უფრო მთავარი ელემენტი. ქვეყნის ადგილმდებარეობა და მისი ბუნების სილამაზე შერწყმული სერვიზის მაღალ დონესთან, მოხერხებული სატრანსპორტო სტრუქტურა და ტურისტების ქვეყანაში მოზიდვის აქტიური პროგრამის განვითარება ყოველივე ამას ხელს უწყობს.

დღეისათვის ტურიზმი ქმნის ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის არანაკლებ 10 %-ს. ტურიზმის სფეროში დაკავებულია თითქმის 18 000 საწარმო და ისინი ქვეყანაში ქმნიან სამუშაო ადგილების დაახლოებით 10 %-ს[106].

2006 წელს ქვეყანა მოინახულა თავის ისტორიაში ტურისტების რეკორდულმა რაოდენობამ — 2 422 000 ადამიანმა. ამასთან, საშუალოდ ყოველი ტურისტი იმყოფებოდა ქვეყანაში 20 დღე და ისინი ახალ ზელანდიაში ჯამურად ხარჯავდნენ 6,5 მილიარდ დოლარზე მეტს. ტურისტების ძირითად რაოდენობას შეადგენენ ავსტრალიის მოქალაქეებ. ბოლო დროს განსაკუთრებით მოიმატა ტურისტთა რიცხვმა ჩინეთიდან, რომლებმაც 2006 წელს დაიკავეს საერთაშორისო ჯგუფის ტურისტების საერთო რაოდენობიდან მეორე ადგილი. შემდეგ მოდიან ტურისტები აშშ-დან, გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან[107].

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსპორტის განვითარება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის ერთ-ერთი ეკონომიკური პრიორიტეტი მისი განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში. უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია ძალიან დაბალ მოსახლეობის სიმჭიდროვესთან შედარებით დიდ ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებს შორის საკმაოდ დიდი მანძილით.

სატრანსპორტო სისტემის სტრუქტურა ქვეყნის შიგნით აგებულია სახელმწიფო ჩქაროსნული საავტომობილო გზების ქსელის საფუძველზე (New Zealand State Highway Network), რომელშიც შედის 100-ზე მეტი საავტომობილო მაგისტრალი. ამ ქსელს განაგებს სახელმწიფო ორგანიზაცია Transit New Zealand. ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა — ტრასა SH1, რომელიც გადის ჩრდილოეთი და სამხრეთი კუნძულების მთელ სიგრძეზე. ქვეყნის საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 92 000 კმ-ზე მეტი.

მსუბუქ ავტომობილებს შორის 2000-იან წლებში ახალ ზელანდიაში უპირატესობას აძლევდნენ იაპონური მარკის ავტომობილებს.

ქვეყნის რკინიგზის ტრანსპორტის სიგრძეა 3898 კმ (ელექტროფიცირებულია დაახლოებით 500 კმ). რკინიგზის ტრანსპორტის ეროვნული სისტემას მართავს სახელმწიფო ორგანიზაცია ONTRACK. 1993 წელს ქვეყნის რკინიგზის ტრანსპორტი პრივატიზირებულია. მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით 2003 წელს ახალი ზელანდიის მთავრობა დათანხმდა ხელახლა დაიქვემდებაროს ის საკუთარ კონტროლ ქვეშ, ხოლო 2008 წელს მთავრობამ მთლიანად გამოისყიდა რკინიგზის ტრანსპორტის ქსელი და საბორნე გადაზიდვები, რის შედეგადაც ჩაატარა მისი რენაციონალიზაცია[108].

ქვეყნის სამდინარე ტრანსპორტმა დაკარგა თავისი ყოფილი მთავარი სატრანსპორტო არტერიის ხარისხი, მაგრამ დღესაც 1609 კმ ვარგისია და ნაწილობრივ გამოიყენება მდინარეზე სანავიგაციოდ.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის კუნძულები ერთმანეთთან დაკავშირებულია პირდაპირი საბორნე გადასასვლელით, რომელსაც რეგულარულად გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი. გამოყენებული ბორნების ნაწილს შეუძლია სარკინიგზო ვაგონების და ავტომობილების გადაყვანა.

ქვეყნის ეკონომიკისათვის ისტორიულად დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვაო პორტს. დღეისათვის პორტები კონტეინერების ტერმინალებით მუშაობენ ოკლენდში, ტაურანგაში, უელინგტონში, დანიდინში და ნეიპირში. პორტპუნქტები მუშაობენ ფანგარეიში, გიზბორნში, ნიუ-პლიმუტში, ნელსონში, პიკტონში, ტიმარუში და ბლაფში. კიდევ სამი უბე ეპიზოდურად გამოიყენება გემების გასაჩერებლად და ტვირთების უმნიშვნელო გადამუშავებისთვის. ქვეყანაში ასევე მოქმედებს ექვსი სამდინარე პორტი, რომლებიც დღეისათვის არავითარ მნიშვნელოვან სატრანსპორტო როლს არ თამაშობენ.

მიუხედავად საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვების მნიშვნელობისა, ახალი ზელანდია ფლობს საკმაოდ მცირე დიდი ტვირთამწეობის საზღვაო გემების რაოდენობას. ეს გამოწვეულია 1994 წელს საერთაშორისო საზღვაო კომპანიებისთვის კაბოტაჟური გადაზიდვების გახსნით და ახალი ზელანდიის გემების მიმოსვლის კომპანიების არაკონკურენტუნარიანობის გამო.

ქვეყანაში მუშაობს 113 აეროპორტი და აეროდრომი. მათგან ყველაზე დიდია ოკლენდის აეროპორტი, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 11 მილიონი მგზავრის მიღება წელიწადში. 70 %-ზე არანაკლები მგზავრი შემოდის ახალ ზელანდიაში მისი მეშვეობით[109]. შემდეგი თავისი მნიშვნელობით და გადაყვანის მოცულობით უელინგტონის[110] და კრაისჩერჩის აეროპორტია[111], რომელსაც შეუძლია დაახლოებით 4 მილიონი მგზავრის მიღება ყოველწლიურად.

ახალი ზელანდიის ეროვნული ავიაგადამზიდია კომპანია Air New Zealand, რომლის ძირითადი ბაზირების აეროპორტი ოკლენდშია. ამ კომპანიის თვითმფრინავები ახორციელებენ რეგულარულ ფრენებს მსოფლიოს 11 ქვეყანაში, ხოლო კომპანიის მონაწილეობა საერთაშორისო პარტნიორულ პროგრამებში მის მგზავრებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი სიძნელეების გარეშე გაემგზავრონ პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ოთხი მისი შვილობილი კომპანია — Air Nelson, Eagle Airways, Mount Cook Airline და Freedom Air — ასრულებენ სატვირთო ავიაგადაზიდვებისა და სამგზავრო ავიაგადაყვანებს ძირითად რაოდენობას ქვეყნის შიგნით.

სატრანსპორტო მილსადენები ახალ ზელანდიაში გამოიყენება უმნიშვნელოდ. მილსადენები ჩადებულია აირის (დაახლოებით 1000 კილომეტრი), ნავთობპროდუქტების (160 კილომეტრი) და შეკუმშული აირის (150 კილომეტრი) ტრანსპორტირებისთვის.

საერთაშორისო ინვესტიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდია, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ბაზრის სრულუფლებიანი წევრია, აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო საინვესტიციო პროცესებში. ავსტრალია და აშშ არიან ქვეყნის მთავარი ფინანსური პარტნიორები. 2006 წლის მონაცემებით ამ ქვეყნების მწარმოებლების მიმდინარე ინვესტიციების ჯამური მოცულობა ახალი ზელანდიის ეკონომიკაში საორიენტაციოდ შეადგენს 110 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარს, რაც შეადგენს უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის თითქმის ნახევარს. ქვეყანაში საერთო მიმდინარე ინვესტიციების მოცულობით შემდეგნი არიან დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და სინგაპური, რომლებმაც ჯამურად ჩადეს ინვესტიცია 20 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარზე მეტი. ახალი ზელანდიის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული პროექტებია ფინანსებისა და დაზღვევის სფეროში. ახალ ზელანდიაში უცხოური მწარმოებლების ინვესტიციების მოცულობამ 2006 წელს შეადგინა 19,5 მილიარდი ახალზელანდიური დოლარი, ამასთან ახალზელანდიელმა მწარმოებლებმა უცხოურ პროექტებში იმავე წელს ჩადეს ინვესტიცია მხოლოდ 10,7 მილიარდი ახალზელანდიური დოლარი[112].

ახალი ზელანდიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები (ეროვნულ ვალუტაში)[113]:

  • Fitch Ratings (2008): AAA
  • Standard & Poor's (2009): AAA
  • Moody’s Investor’s Service (2008): Aaa

კავშირგაბმულობა და კომუნიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ახალი ზელანდია მისი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ყურადღებას აქცევდა კავშირგაბმულობის სისტემის განვითარებას. უკვე 1840 წელს ქვეყანაში დაიწყო საფოსტო სამსახურის მუშაობამ, ხოლო 1862 წელს გაყვანილ იქნა პირველი სატელეგრაფო ხაზი, რომელმაც დააკავშირა ქალაქი კრაისჩერჩი ერთ-ერთ მის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტთან. 1865 წელს სატელეგრაფო კავშირი დამყარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებს შორის, ხოლო 1872 წელს სატელეგრაფო კავშირი დამყარდა ქვეყნის ორ დიდ ქალაქებს უელინგტონსა და ოკლენდს შორის. 1876 წელს ავსტრალიაში წყალქვეშა კაბელის გაყვანამ პირველად დაუკავშირა ახალი ზელანდიის საკომუნიკაციო ხაზები, როგორც თვითონ ავსტრალიას, ასევე მისი გავლით აზიისა და ევროპის ქვეყნებს. 1877 წელს ქვეყანაში გამოჩნდა პირველი სატელეფონო ხაზი. 1906 წელს მუშაობა დაიწყო რადიოსადგურებმა. 1939 წელს რადიომიმღებების რაოდენობის მხრივ ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანა გავიდა მეორე ადგილზე მსოფლიოში (აშშ-ს შემდეგ). 1960 წელს ქვეყანაში გამოჩნდა პირველი სატელევიზიო სადგური. 1971 წლიდან ახალი ზელანდიის სამოქალაქო კომუნიკაციების სისტემაში გამოყენება დაიწყო თანამგზავრებმა. 1985 წელს ქვეყნის ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა ერთმანეთს დაუკავშირდა ერთიანი კომპიუტერული ქსელით, ხოლო 1986 წელს გამოჩნდა ახალზელანდიური ეროვნული დომენი. 1993 წელს ქვეყანამ მიიღო მუდმივი მიღება ინტერნეტის სისტემაში.

2009 წლის მდგომარეობით ქვეყანაში მოიხმარება 4,245 მილიონი მობილური ტელეფონი, ხოლო საკაბელო სატელეფონო კავშირის ქსელი მოიცავს ქვეყნის საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 99 %-ს. ქვეყანაში მუშაობს 41 ტელესამაუწყებლო სადგური. 3,36 მილიონი ახალზელანდიელი მუდმივად სარგებლობს ინტერნეტის მომსახურებით[114].

ქვეყანაში მოქმედებს მობილური კავშირის სამი ოპერატორი, რომელიც იყენებს 1X EV-DO, GSM, HSDPA, UMTS — 2degrees, Vodafone[115] და Telecom.[116]

2009 წელს ახალ ზელანდიაში მოქმედებდა 986 საფოსტო განყოფილება, რომელიც ამუშავებდა დაახლოებით 1 მილიარდ საფოსტო გზავნილს ყოველწლიურად[117].

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის განათლების სისტემაში შედის: სკოლამდელი დაწესებულებები (Childhood Services), უფასო დაწყებითი და საშუალო სასკოლო განათლება (Primary and Secondary Education) და ყველა ახალზელანდელიელისთვის უმაღლესი განათლების სისტემა (Tertiary Education) თანაბარი პირობებით.

სკოლამდელი განათლების სისტემა მოიცავს ექვსწლამდელი ასაკის ბავშვის ცხოვრების პერიოდს. ახალ ზელანდიაში სკოლამდელი დაწესებულებები სახელმწიფოს არ ეკუთვნის და შედის კერძო ბიზნესის სექტორში. საშუალოდ 60 %-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვები დადიან ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრებში[118].

სასკოლო განათლება მოიცავს ბავშვებს ხუთი წლის ასაკიდან და აუცილებელია ექვსიდან თექვსმეტი წლის ასაკის ბავშვებისათვის. ყველა სკოლაში სწავლა მიმდონარეობს ინგლისურ ენაზე, რამდენიმე სპეციალიზირებული სკოლა იძლევა განათლებას მაორის ენაზე უპირატესი სწავლებით. ამასთან ერთად, მაორის ენა სწავლების აუცილებელი საგანია დაწყებით სკოლებში და ქვეყნის სკოლების უმრავლესობაში მაორის ენაზე სწავლის მსურველთათვის არსებობენ სწავლების სპეციალიზირებული პროგრამები.

განათლება სკოლებში პასუხობს სწავლების საერთომიღებულ მსოფლიო სტანდარტებს ახალზელანდიური სასკოლო სერთიფიკატის (NCEA Level 1) აღიარებით, როგორიც მოეთხოვება ბრიტანულ General Certificate of Secondary Education-ს, კანადურ და ამერიკულ Grade 10-ს შესაბამის სტანდარტებს[119].

უმაღლესი განათლების სისტემა მოიცავს სკოლისშემდგომი პროფესიონალური მომზადებისა და სწავლების მთელ სექტორს. დღეისათვის ქვეყანაში მუშაობს 36 ღია უმაღლესი სასწავლო ცენტრი, 8 უნივერსიტეტის, 21 ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ინგლ. Institute of Technologies) და პოლიტექნიკური საგანმანათლებლო ცენტრის (ინგლ. Polytechnic) ჩათვლით. ამას გარდა, მოქმედებს 46 პროფესიონალური მომზადების ცენტრი და 895 კერძო საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულება, რომელთა დიდი ნაწილი შედგება უცხოელი სტუდენტებისათვის ინგლისური ენის სწავლების ცენტრებისაგან[120].

ქვეყანაში განვითარებულია და მოქმედებს დაუსწრებელი სწავლის სისტემა ყველა დონეზე. ბევრი სასწავლო დაწესებულება მზადებას გადის საღამოს საათებში და არდადეგების პერიოდში.

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სისტემა მრავალსაფეხურიანია და მისი საფუძველი დაშენებულია ჯანდაცვის რეგიონალურ საბჭოებზე (District Health Boards). ქვეყანაში მოქმედებს 21 ასეთი ორგანიზაცია, მათი მუშაობის ფინანსირებას ახორციელებს სახელმწიფო. მათი ძირითადი ამოცანაა მათ ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კომპლექსური გადაწყვეტა და ყველა სტრუქტურისა და მათ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სისტემის რგოლების სისტემური ინტეგრაცია.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სისტემის შემდეგი რგოლია ორგანიზაციები და სპეციალისტები, რომლებიც წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ ძირითად სამედიცინო დახმარებას (Primary Health Care). ამაში შედის ახალზელანდიელებისთვის განკუთვნილი სავადმყოფოების გარეშე მომსახურება, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მომსახურების ჩათვლით, რომლებიც ახორციელებენ პირველად მიღებებს; სპეციალისტებისა და ორგანიზაციების მომსახურება, რომლებიც ახდენენ დაკვირვებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ან აკეთებენ საგანმანათლებლო და საინფორმაციო სამედიცინო მომსახურებას; დანტისტებისა და ფსიქოლოგების მომსახურება; ოსტეოპატებისა და ქიროპრაქტიკოსების მომსახურება. ძირითადი სამედიცინო დახმარების სპეციალისტები, თუმცა კი იღებენ სახელმწიფო სუბსიდიებს, მაგრამ, ხშირად, მუშაობენ დამოუკიდებლად სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების სისტემის გარეთ.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სისტემის შემდეგი მთავარი რგოლია შეიძლება ჩაითვალოს ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაცია (Primary Health Organisations), რომლებსაც ეკუთვნიან საავადმყოფოები, სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრები და სანიტარულ-ჰიგიენური დაწესებულებები.

სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს ქვეყანაში ჯანდაცვის საკითხების მთელ კომპლექსზე ჯანმრთელობის სამინისტროს სტრუქტურების დახმარებით[121] (Ministry of Health). სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე ახორციელებს დარგის სტრუქტურულ ფინანსირებას. ასეთი ფინანსირების ძირითად მიზანად ითვლება აუცილებელი სამედიცინო დახმარების თანაბარი შესაძლებლობების მიცემა ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენებისათვის. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფო საავადმყოფოები მთელ რიგ შემთხვევებში აკეთებენ უფასო სამედიცინო დახმარებას, ხოლო სახელმწიფო სისტემის — Accident Compensation Corporation-ის[122] დახმარებით თითოეულ ახალზელანდიელს შეუძლია მიიღოს უფასო სამედიცინო დახმარება უბედური შემთხვევის დროს. სახელმწიფო ასევე მოსახლეობისადმი გამოყოფს დოტაციებს წამლების პრეპარატების დიდი ჩამონათვალის შესყიდვის დროსაც და ახორციელებს პენსიებისა და დახმარებების გაცემას ხანგრძლივი ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში. ქვეყანაში ასევე მოქმედებს კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარებული სისტემა.

კულტურა და საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის თანამედროვე კულტურაში განსაკუთრებული მნიშვნელობა დღესაც კი აქვს ტრადიციებსა და ხალხთა კულტურულ გავლენას, რომლებიც ცხოვრობენ ბრიტანეთის კუნძულებზე, და ბევრი დასავლეთ ევროპელი ხალხის კულტურულ პრინციპებს, რომელთა წარმომადგენლები ამა თუ იმ დროს გადმოსახლდნენ ახალ ზელანდიაში. ამავე დროს, ტრადიციულია პოლინეზიელი ხალხის კულტურული ტრადიციების გავლენა. ყველაზე უფრო ძლიერია მაორების ტრადიცია, ასევე ბოლო ათწლეულებში ფიჯიდან, სამოადან, ტონგადან გადმოსახლებულებსაც შეაქვთ თავისი წილი ქვეყნის კულტურაში პოლინეზიური მიმართულების განვითარებაში. ბოლო 25 წელიწადში იმიგრაციული პროცესების გაძლიერებასთან დაკავშირებით გაიზარდა აზიელი ხალხის წარმომადგენელთა წილი ახალი ზელანდიის ერთიანი და მრავალსილამაზიანი კულტურის შექმნაში.

მაორის ეროვნული კულტურის შენახვა და განვითარება არის ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ მაორის ენა პრაქტიკულად აღარ იხმარებოდა ყოველდღიურ საუბრებში. დღეისათვის ეროვნული ტელევიზიის ერთ-ერთი არხი მაუწყებლობს მხოლოდ მაორის ენაზე, გამოდის გაზეთები და იბეჭდება წიგნები.

სახელმწიფო ორგანოების მუშაობას ქვეყნის კულტურისა და საზოგადოების განვითარების საკითხებში კოორდინაციას უწევს კულტურისა და ისტორიული შთამომავლობის სამინისტრო[123].

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორის კულტურას თავისი განვითარების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა დამწერლობა, ამიტომ ლიტერატურული ხელოვნება ახალ ზელანდიაში შემოვიდა მხოლოდ ევროპელი მოსახლეობის მოსვლის შემდეგ. ახალზელანდიური ლიტერატურის ტრადიციული ჟანრია მოთხრობები და ნოველები. ყველაზე ცნობილი ავტორები არიან — კეთრინ მენსფილდი და ჯენეტ ფრეიმი.

მაორიმ დიდი გავლენა იქონია წერაში და იდეების გამოაშკარავებაში, ასევე ეს ფორმა გამოყენებული იქნა ორალურ ისტორიებსა და პოემებში.[124] ბევრი ადრეული ინგლისური ლიტერატურა მიღებული იქნა ბრიტანეთიდან 1950-იან წლებამდე, როდესაც ლოკალურმა პუბლიკაციამ გაზარდა ახალი ზელანდიის ლიტერატურის დაწყების მცდელობები და ფართოდ გახდა ცნობილი.[125]

კინოხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიაში კინოფილმების გადაღება დაიწყო ჯერ კიდევ XX საუკუნის ოციან წლებში, კინოინდუსტრიამ აქტიური განვითარება დაიწყო მხოლოდ იმავე საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ყოველწლიურად იზრდება ქვეყანაში გადაღებული ან ახალზელანდიელი კინემატოგრაფისტების მონაწილეობით შექმნილი ფილმების რაოდენობა[126]. განსაკუთრებული აღიარება მიიღო ტრილოგიამ „ბეჭდების მბრძანებელი“, კინოფილმებმა „უკანასკნელი სამურაი“, „ნარნიის ქრონიკები. ლომი, ჯადოქარი და გარდერობი“, „ნარნიის ქრონიკები. უფლისწული კასპიანი“, „ზენა — მეომრების დედოფალი“ და სხვები. ახალზელანდიური კინოინდუსტრიის გამოჩენილ წარმომადგენლებს შორის აღსანიშნავია კინორეჟისორი პიტერ ჯექსონი, სცენარისტი და კინორეჟისორი ჯეინ კემპიონი, მსახიობები კრეიგ პარკერი, სემ ნილი, რასელ კროუ, კასლ-ჰიუზ კეიშა და ლუსი ლოულესი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ათვისების ევროპულ პერიოდამდე არქიტექტორული ხელოვნების ერთადერთი ფორმა იყო პოლინეზიური ტრადიციები, რომელიც შენახული და განვითარებული იყო მაორის კულტურაში. საცხოვრებელ შენობებთან ერთად, ნაგებობების ერთადერთი ფორმა იმ პერიოდში იყო ტომების საერთო შეხვედრებისათვის განკუთვნილი შენობები (მარაი, მაორი. Marae) და თავდაცვითი ციხე-სიმაგრეები. მარაის ჰქონდა ერთიანი არქიტექტურა და მორთულობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მთელი მაორის მოსახლეობისთვის და სულ მცირედ განსხვავდებოდა ზოგიერთ ტომში.

ქვეყნის ევროპული ათვისების დასაწყისშივე დაიწყო მშენებლობის განვითარება. რადგანაც იმ დროის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ ბრიტანეთიდან გადმოსახლებულები, მშენებლობაში მათ თავიდანვე დაიწყეს ბრიტანული არქიტექტორული სკოლის დამკვიდრება. მაგრამ, უკვე XIX საუკუნეში, განსაკუთრებით XX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა აშკარად გამოხატული ახალზელანდიური არქიტექტორული სტილი. ამიტომ ყველაზე ადრეულ ახალზელანდიურ ნაგებობებს აქვთ მნიშვნელოვანი სტილისტური გაბსხვავებები არა მარტო იმ დროინდელი ბრიტანული ნაგებობებისგან, არამედ ავსტრალიურისგანაც. ამის მიზეზი ბევრი რამით გამოწვეულია ქვეყნის დანარჩენი სამყაროსგან დიდი დაშორებით და მოსახლეობის მცირე სიმჭიდროვით, რაც საკმაოდ აძნელებდა ნებისმიერი დიდი ობიექტისა და შენობის მშენებლობის დაფინანსებას. მშენებლობისათვის გამოსადეგი ქვების დიდმა რაოდენობამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის ათვისების უკვე ადრეულ ეტაპებზე გამორიცხულიყო მშენებლობაში ხის მასალის გამოყენება.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ძეგლია ქალაქ ნეიპირის ცენტრალური ნაწილის застройка. ქალაქი, რომელიც თითქმის მთლიანად დაინგრა 1931 წლის მიწისძვრის დროს, აღადგინეს და ააშენეს იმ დროისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილით არტ-დეკო, რომელიც დღეისათვის შემონახულია უცვლელი სახით და არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული საგანძურის ობიექტი[127].

თანამედროვე ახალზელანდიური არქიტექტურისა და მშენებლობის ტექნოლოგიის ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითია ქალაქ ოკლენდში 1997 წელს აგებული სატელევიზიო ანძა სკაი-ტაუერი. სატელევიზიო ანძის სიმაღლე შეადგენს 328 მეტრს და 2007 წლის მაისის მდგომარეობით იგი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი შენობაა[128].

მაორების ტრადიციული ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორების ისტორიული ხელოვნება ძირითადად ატარებდა რელიგიურ აზრს. მისი ძირითადი მიმართულებებია ხის ან ქვის ნაკეთობების გამოთლა, დაწვნა, ცეკვები და ტატუირება. პირველი წიგნი მაორის ენაზე გამოიცა მხოლოდ 1840 წელს, ხოლო პირველი გაზეთი დაიბეჭდა 1900 წელს.

დამწერლობის არქონის გამო თავისი განვითარების დიდი ხნის განმავლობაში, ხის ან ქვის ნაკეთობების გამოთლა მაორის ხალხისათვის გახდა მისი თავისებური შემცვლელი და გამომხატველ სცენებში ხშირად გადმოიცემა ხალხის ისტორია და თქმულებები. დღემდე მაორის ხალხს შენახული აქვს ისტორიის „კითხვის“ თავისებური ტრადიციები ხეზე ან ქვაზე გამოთლის სახით.

ზედაპირის მხატვრული დაწვნა ხშირად გამოიყენება, როგორც საცხოვრებელი ადგილების ერთ-ერთი ზოგიერთი მორთულობის ნაწილი, ასევე გამოიყენება საკულტო და რელიგიური მიზნებისათვის ტომების საერთო შეკრებისათვის განკუთვნილ ნაგებობებში.

ტა-მოკო (უფრო ხშირად მოკო, მაორი. Tā moko) — სხეულის ან სახის ტატუირება, არის მაორების ერთ-ერთი უძველესი კულტურული ტრადიცია, რომელიც მათ ისტორიაში შემოსულია ხალხის კულტურული განვითარების პირველი ნაბიჯების დროს. დიდი ხნის მანძილზე მოკოს არსებობა იყო სოციალური სტატუსის სიმბოლო და დაბალი სოციალური ფენის ხალხს არ ჰქონდათ უფლება გაეკეთებინათ ტატუ სახეზე, თუმცა ტატუირების ელემენტები სხეულზე მათთვის დასაშვები იყო. კაცებისთვის ტრადიციულად ითვლებოდა მოკოს გაკეთება სახეზე, დუნდულებზე და ბარძაყებზე. ქალები ტატუს იკეთებდნენ ტუჩებზე და ლოყებზე. კაცებსაც და ქალებსაც ტატუ შეეძლოთ გაეკეთებინათ სხეულის სხვა ნაწილებზეც, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მას ჰქონდა ნაკლები მნიშვნელობა. ბოლო წლებში მოკოს პოპულარობა ისევ გაიზარდა და ახლა მისი გაკეთება ხშირად მაორის ხალხისათვის არის თავისი წინაპრებისა და ტრადიციებისადმი პატივისცემის გამოხატვა. ამავე დროს, მოკოს ელემენტები გახდა პოპულარული ახალი ზელანდიის მოსახლეობის სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებში და საზღვარგარეთაც.

კაპა ჰაკა (მაორი. Kapa Haka) — მაორის ხალხის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელშიც შედის ცეკვების, მიმიკისა და მოძრაობების სისტემა სიმღერის თანხლებით. კაპა ჰაკა ითვლება თანამედროვე ახალი ზელანდიის საცეკვო ხელოვნების საფუძვლად. კაპა ჰაკას საცეკვო ტრადიციებში შედის რამდენიმე მიმართულება — პოი (მაორი. Poi) — ქალების ცეკვა, დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, როგორც ერთ-ერთი სახეობა ბურთებით ჟონგლიორობისა თოკებთან ერთად[129], და ჰაკა (მაორი. Haka) — კაცების ცეკვა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების (All Blacks) მსოფლიო ასპარეზობებზე გამოსვლის შედეგად[130]. ჰაკა შევიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში და არის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცერემონიების ატრიბუტი. ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალების არმიისა და ფლოტის ქვედანაყოფებს აქვთ ჰაკის შესრულების საკუთარი ვერსიები. ბევრი სპორტული კლუბი იყენებს მათთვის ადაპტირებულ ჰაკის ვერსიებს.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის ევროპული ათვისების მცირე ისტორიის მიუხედავად, ქვეყანაში პირველი მუზეუმი გაიხსნა უკვე 1852 წელს. ეს არის დღესაც მოქმედი ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი მუზეუმი — ოკლენდის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი[131] (Auckland War Memorial Museum). ქვეყნის დღეისათვის ყველაზე დიდი მუზეუმია უელინგტონში მდებარე ახალი ზელანდიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც უფრო ცნობილია ტე-პაპას სახელით. ამ მუზეუმის ისტორია იწყება 1865 წლიდან, მაგრამ პუბლიკისათვის თანამედროვე სახით მუზეუმი გაიხსნა 1998 წელს. ყოველწლიურად ის იღებს დაახლოებით 1,3 მილიონ დამთვალიერებელს[132].

მცირე მუზეუმი ექსპოზიციებით, რომლებშიც მოთხრობილია ცალკეული რეგიონების, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ისტორია, ასევე ექსპოზიციებით, რომლებშიც ასახულია წარმოების ან მეცნიერების ზოგიერთი დარგის განვითარება, არსებობენ ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ქალაქებში. ბევრი ასეთი მუზეუმი ეკუთვნის კერძო მფლობელებს ან ფინანსდება საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. 1,3 მილიონ ახალზელანდიელზე მეტი (მოსახლეობის 31 %) მუზეუმებს ათვალიერებს ყოველწლიურად[133].

ბიბლიოთეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკაა 1858 წელს დაარსებული ახალი ზელანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა[134]. ბიბლიოთეკების განვითარებული ქსელი არსებობს ქვეყნის ყველა ქალაქში და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. ასევე პოპულარულია მოძრავი ბიბლიოთეკების სისტემა, რომელიც დააქვთ ამა თუ იმ მცირედ დასახლებულ ან დაშორებულ დასახლებულ პუნქტებში. ბიბლიოთეკების უმრავლესობა ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობებისა და შემოწირულობების ხარჯზე. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40 % მუდმივად სარგებლობს ბიბლიოთეკების მომსახურებით[135].

მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოება (Royal Society of New Zealand) — არის ეროვნული მეცნიერებათა აკადემია და თავის რიგებში აერთიანებს დაახლოებით 60 დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით და ტექნოლოგიურ ცენტრებს[136]. სამეფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები (Crown Research Institutes) — 1992 წელს შექმნილი სახელმწიფო ორგანიზაციებია, რომელიც აერთიანებს ცხრა ქვეყნისათვის მთავარ სასიცოცხლო კვლევით დარგებში მომუშავე სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და არის ქვეყნის უდიდესი სამეცნიერო-კვლევით გაერთიანება[137]. სამეცნიერო-კვლევით დარგებში მუშაობასა და კვლევითი გამოკვლევების დანერგვას საერთო ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს კვლევის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო[138]. მეცნიერებისა და კვლევების განვითარების სახელმწიფო ხარჯები 2005 წლის საფინანსო წელს შეადგენდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 0,5 %-ს. სახელმწიფო ხარჯები შეადგენენ ქვეყნის ეკონომიკაში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და განვითარების ერთიანი მოცულობის დაფინანსების დაახლოებით 11 %-ს[139].

ახალი ზელანდიისთვის ტრადიციულად უპირატესია სამედიცინო კვლევები, ბიოლოგია, ბიოქიმია, სასოფლო-სამეურნეო კვლევები და სატყეო მეურნეობა, საინჟინრო და სოციალური მეცნიერებები, ანტარქტიკული კვლევები. ახალ ზელანდიაში უდიდესი ასტრონომიული ობსერვატორიაა მაუნტ ჯონის საუნივერსიტეტო ობსერვატორია.

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის კულინარული ტრადიციები ჩამოყალიბებულია ქვეყნის იზოლირებული გეოგრაფიული მდგომარეობის საფუძველზე, რომელმაც გამოიწვია საკვები ბაზისა და ზღვის რესურსების მნიშვნელოვანი რაოდენობის შეზღუდვა მთელი ისტორიული ეტაპის განმავლობაში. ტრადიციების ჩამოყალიბებაზე ასევე გავლენა იქონია ქვეყნის ევროპელებით დასახლების დემოგრაფიულმა პროცესებმა — ძირითადად ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოსული ხალხის წარმომადგენლებმა. ქვეყნისთვის საერთო კულინარული კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის 70-იანი წლების შემდგომ პერიოდში აზიის ქვეყნებიდან, ძირითადად ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ახალი იმიგრანტების კულტურულმა ტრადიციებმა. თანამედროვე ახალი ზელანდიის სამზარეულოს საფუძველია საერთაშორისო კულინარული სკოლისა და ტრადიციული ბრიტანული სამზარეულოს დიდი გავლენის ნარევი. ყველაზე პოპულარულ კერძებს შორის რჩება თევზი და ჩიფსები, თავისებური და გავრცელებული ძირითადად ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ხორცის ღვეზელი და პავლოვას ტორტი. მსოფლიო კულინარიულ ტრადიციებზე ახალზელანდიური სამზარეულოს გავლენა უმნიშვნელოა, თუმცა ახალზელანდიელი მეღვინეების პროდუქციამ შეიძინა განსაკუთრებული პოპულარობა მსოფლიოში. მაორის ტრადიციული სამზარეულოს კერძები პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი ახალზელანდიელთა ყოველდღიურ რაციონში, თუმცა მაორთათვის ცნობილი ზოგიერთი პროდუქტები, მაგალითად ბატატი, გახდა ფართოდ გავრცელებული მთელ მოსახლეობას შორის.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ქვეყანაში გამოიცემოდა 20 ყოველდღიური გაზეთი. მათ შორის ყველაზე დიდია New Zealand Herald[140], რომელიც გამოიცემა ტირაჟით 195 000 ეგზემპლიარზე მეტი. ამას გარდა, ქვეყანაში გამოდის კიდევ 126 გაზეთი, რომელთაგან უმრავლესი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს. 2006 წელს ქვეყანაში გამოიცემოდა დაახლოებით 230 ჟურნალი. ყველაზე დიდია ჟურნალები Skywatch[141] და New Zealand Women’s Day[142]. მათი ტირაჟია — შესაბამისად 500 000-ზე და 130 000-ზე მეტი ეგზემპლიარი.

ქვეყნის ყველაზე დიდი სატელევიზიო კომპანიაა ეროვნული Television New Zealand[143]. კომპანია მაუწყებლობს ორ საერთო ეროვნულ არხზე TV ONE-ზე[144] და TV2-ზე[145]. პროგრამები გრძელდება 24 საათი დღე-ღამეში კვირაში 7 დღის განმავლობაში. მაუწყებლობა მისაღებია პრაქტიკულად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით 2006 წელს კომპანიამ ასევე დაიწყო გადაცემები ახალ უფასო და რეკლამებისგან თავისუფალ ტელეარხზე FreeView[146]. მაორის ეროვნული ენის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის ქვეყანაში მოქმედებს ტელეარხი Māori Television[147], რომელზეც გადაცემები მიმდინარეობს უპირატესად მაორის ენაზე. ქვეყანაში ასევე მუშაობენ ორი დამოუკიდებელი ტელესამაუწყებლო კომპანია SKY Television[148] და HT Media. პირველი სპეციალიზირებულია თანამგზავრული ციფრული არხების ტრანსლირებაზე, მეორე მაუწყებლობს არხებზე TV3[149] და C4[150].

სახელმწიფო ეროვნულმა რადიომ დაიწყო თავისი პროგრამების გადმოცემა XX საუკუნის 1930-იანი წლების დასაწყისში, ხოლო პირველი დამოუკიდებელი კერძო რადიოსადგური ქვეყანაში გამოჩნდა მხოლოდ 1960-იან წლებში. საერთო ეროვნულ რადიომაუწყებლობას აწარმოებს Radio New Zealand Te Reo Irirangi o Aotearoa[151]. მის მმართველობაშია: სამი საერთო ეროვნული ქსელი National[152], Concert[153] და AM Network; საერთაშორისო მაუწყებლობის ახალზელანდიური სახელმწიფო სადგური Radio New Zealand International[154]; ახალი ამბების არხები Radio New Zealand News[155] და Current Affairs; ეროვნული აუდიოარქივი[156]. ყველაზე დიდი დამოუკიდებელი რადიოკომპანიაა Niu FM[157], რომელსაც მართავს National Pacific Radio Trust. კომპანიის პროგრამები მიიღება რაიონებში, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 85 %-ზე მეტი. რადიოარხი Māori Radio[158] აწარმოებს თავის გადაცემებს მაორის ენაზე და შეიქმნა 1989 წელს ამ ენის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის. ამ არხზე მუშაობს 21 რადიოსადგური და ყველა მათგანი ეკუთვნის მაორის სხვადასხვა ტომს. ქვეყანაში მთლიანად მუშაობს დაახლოებით 200 სხვა დამოუკიდებელი რადიოსადგური.

ეროვნული სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადად მიღებული ქვეყნის არაოფიციალური ეროვნული სიმბოლოებია ფრინველი კივი (Apterygiformes) (ინგლ. kiwi) და მცენარე მოვერცხლისფრო ციატეა (Cyathea dealbata), რომელიც ცნობილია ახალზელანდიურ ყოველდღიურ საუბრებში, როგორც მოვერცხლისფრო გვიმრა (ინგლ. Silver Fern).

ფრინველი კივი იმდენად პოპულარულია, რომ XX საუკუნის 50-იან წლებში მისცა თავისი სახელი ჩინური აქტინიდიას (Actinídia) სახეობის ერთ-ერთი მცენარის ნაყოფს, რომელიც მოჰყავთ ახალ ზელანდიაში და ექსპორტირდება მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში, და დღეს ეს ხილი უფრო ცნობილია დასახელებით კივი (ინგლ. kiwifruit). ამას გარდა, კივი (ინგლ. Kiwi) გახდა ყოველდღიურად გამოყენებადი თვითდასახელება და ახალზელანდიელების საერთაშორისო ეროვნული დასახელება.

ფრინველ კივის გამოსახულებასთან ერთად, მოვერცხლისფრო გვიმრის გამოსახულება პოპულარულია და ხშირად გამოიყენება ახალზელანდიური ეროვნული ბრენდებისა და ლოგოტიპების გრაფიკებში.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალპინისტ სერ ედმუნდ ჰილარის ძეგლი კუკის მთის პირდაპირ

სპორტი ტრადიციულად თამაშობს მთავარ როლს ახალზელანდიელთა ცხოვრებაში. სპორტის სახეობების უმრავლესობას ახალ ზელანდიაში აქვს ინგლისური ფესვები.[159] ბრიტანეთის კუნძულებიდან გადმოსახლებულებმა შეინარჩუნეს თავიანთი ტრადიციები და შედეგად დღეისათვის ეროვნული სპორტის სახეობაა რაგბი. რაგბის ტურში გამარჯვებებმა გვიან 1880-იან და ადრეულ 1900-იან წლებში დიდი როლი იქონია ქვეყნის საკუთარი სახელის დამკვიდრებაში,[160] მიუხედავად ამისა, ამ სპორტის სახეობის გავლენა მას შემდეგ შემცირდა.[161] მაორის მონაწილეობა ევროპულ სპორტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია რაგბიში, სადაც ქვეყნის ნაკრები ასრულებს ჰაკას ყოველი საერთაშორისო მატჩის დაწყების წინ.[162] ახალი ზელანდიის ნაციონალური რაგბი უნიონი ხშირად აღიარებულია როგორც მსოფლიოში საუკეთესო და შედეგად მათი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის თასის მფლობელია. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (All Blacks) პირველ ადგილზეა საერთაშორისო რეიტინგში ეროვნულ ნაკრებებს შორის და აქვს საუკეთესო შეფარდება მოგებულ და წაგებულ თამაშებში მსოფლიოს ყველა ეროვნულ ნაკრებებთან სპორტის ამ სახეობაში. დიდი ხნის განმავლობაში ნაკრები მიიჩნევა უძლიერესად მსოფლიოში[163][164]. ქვეყანაში 520 კლუბში გაერთიანებული 140 ათასზე მეტი დარეგისტრირებული მოთამაშეა და ამ თამაშის 2 ათასზე მეტი მსაჯია[165].

ახალზელანდიური სირბილის სკოლა შევიდა მსოფლიო ელიტაში 1950-იანი წლების ბოლოს — 1960-იანი წლების დასაწყისში: ოლიმპიური ჩემპიონები პიტერ სნელი და მარეი ჰელბერგი თავიანთ მწვრთნელთან არტურ ლიდიარდთან ერთად. ლიდიარდის იდეები გადაიღო ბევრმა მწვრთნელმა მთელ მსოფლიოში. ლიდიარდის პოპულარული იდეების გავლენით ოკლენდში 1961 წელს ჩაისახა ძუნძულით სირბილი (ინგლ. jogging), რომელმაც 1970-იან წლებში მსოფლიოში მოიტანა სირბილის „ბუმი“.

ახალი ზელანდიის სპორტსმენები რეგულარულად მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში (1920 წლიდან ეროვნული გუნდი მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ხოლო 1952 წლიდან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში). მათ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს (მდგომარეობა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე) 42 ოქროს, 18 ვერცხლისა და 39 ბრინჯაოს მედლები[166]. ქვეყანას კარგი შედეგი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული მედლებით.[167][168] საუკეთესო ოლიმპიური შედეგები აჩვენეს ნიჩბოსნებმა: კანოისტმა იან ფერგიუსონმა ერთადერთმა ახალზელანდიელთაგან, რომელმაც მოიგო 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო მისმა მეწყვილემ პოლ მაკდონალდმა მოიპოვა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. 3 ოლიმპიური ოქრო 1960 და 1964 წლებში მოიპოვა განთქმულმა მორბენალმა პიტერ სნელმა. ქალებს შორის შეიძლება გამოვყოთ ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ბარბარა კენდალი, რომელმაც ოლიმპიადებზე მოიგო ოქროს (1992), ვერცხლის (1996) და ბრინჯაოს მედლები (2000) ვინდსერფინგის შეჯიბრებაში და ბირთვის მკვრელი ვალერი ადამსი, რომელმაც მოიგო ზედიზედ ორი ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე 2008 და 2012 წლებში.

ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში ტრადიციულად მთავარი მოვლენაა თანამეგობრობის თამაშები. 1950 და 1990 წლებში ეს თამაშები იმართებოდა ოკლენდში. 2018 წელს ამ თამაშების ჩატარების ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან ახალი ზელანდიის ქალაქები კრაისჩერჩი და უელინგტონი. ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი — ერთ-ერთია იმ სხვა ექვსი ეროვნული გუნდიდან, რომელიც მონაწილეობდა ყველა გამართულ თამაშებში. ყველა გამართულ თანამეგობრობის თამაშებში ახალი ზელანდიის გუნდმა მოიპოვა 525 მედალი (მათ შორის 124 ოქრო, 167 ვერცხლი და 234 ბრინჯაო)[169].

ახალზელანდიელებმა სერიოზულ მიღწევებს მიაღწიეს მსოფლიო ავტოსპორტში. ბრიუს მაკლარენი 1960 წელს გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფორმულა ერთში, ხოლო შემდგომში დააარსა განთქმული გუნდი მაკლარენი, რომელიც გახდა ავტორბოლების მთელ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. ხოლო პირველი ახალზელანდიელი მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა ერთში გახდა დენი ჰიუმი 1967 წელს. 1960—1970-იან წლებში ფორმულა ერთში ასევე წამყვან მრბოლელებს მიეკუთვნება კრის ეიმონი. ახალზელანდიურმა ეკიპაჟმა შემადგენლობით ბრიუს მაკლარენი და კრის ეიმონი 1966 წელს მოიგო პრესტიჟული რბოლა — ლე-მანის 24 საათი ავტომობილით Ford GT40.

2000 და 2003 წლებში ახალზელანდიური საიახტო ეკიპაჟები Black Magic და Team New Zealand გახდნენ ამერიკის თასის გამარჯვებულები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი რეგატაა მსოფლიოში.

ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ დახურულ სპორტულ არენებად შეიძლება მივიჩნიოდ TSB Bank Arena უელინგტონში (4650 ადგილი[170]), Westpac Arena კრაისჩერჩში (9000 ადგილი[171]) და Vector Arena ოკლენდში (12 000 ადგილი[172]).

ბოლო წლებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, უფრო და უფრო პოპულარული ხდება ფეხბურთი. 2006 წელს ახალი ზელანდიის ასაკით 17 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 18 % უპირატესობას აძლევდა სპორტის ამ სახეობას[173]. სხვა პოპულარულ სპორტის სახეობებს მიეკუთვნება გოლფი, კრიკეტი, ჩოგბურთი, ნეთბოლი (ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ქალებში), ცურვა[167][174].

კიდევ არის ისეთი სპორტის სახეობები, რომელიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს: ველოსპორტი, მძლეოსნობა, ნიჩბოსნობა, თევზაობა, ნადირობა.[175][176]

ახალ ზელანდიას ჰყავს ძალიან კარგი გუნდები საერთაშორისო არენებზე რაგბიში, ნეთბოლში, კრიკეტში და სოფტბოლში, ასევე ტრადიციულად კარგად ასპარეზობენ ტრიათლონში, იახტების შეჯიბრში და ველოსპორტში.

ასევე აღსანიშნავია ცხენის ჯირითი, რომელიც დიდი პოპულარულით სარგებლობდა მაყურებლებს შორის 1960-იან წლებში.[177]

ახალი ზელანდია ასევე ცნობილია მისი ექსტრემალური სპორტით და სათავგადასავლო ტურიზმით, ასევე ძლიერი ალპინიზმის ტრადიციებით.[178]

დღესასწაულები და სამახსოვრო დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის კანონმდებლობა განსაზღვრავს საერთო ეროვნულ დღესასწაულებსა და სამახსოვრო დღეებს, ასევე რეგიონალურ სამახსოვრო დღეებს. ყველა საერთო ეროვნული დღესასწაული აუცილებელი დასვენების დღეა ქვეყნის მომუშავე მოსახლეობისა და მოსწავლეებისათვის. რეგიონალურ სამახსოვრო დღეებში აღნიშნავენ ქვეყნის ცალკეულ რაიონებში და ქალაქებში ისტორიის ამა თუ იმ თარიღებსა და შეიძლება იყოს დასვენების დღე სადღესასწაულო რაიონებში.

მთავარ საერთო დღესასწაულებს შეიძლება მიეკუთვნოს დედის დღე (მაისის მეორე კვირა) და მამის დღე (სექტემბრის პირველი კვირა).

საერთო ეროვნული დღესასწაული თარიღი
საახალწლო დღესასწაული 1 — 2 იანვარი
ვაიტანგის დღე 6 თებერვალი
დიდი პარასკევი ბოლო პარასკევი აღდგომის კვირის წინ
აღდგომის კვირა საეკლესიო კალენდრის შესაბამისად
ნათელი შვიდეულის ორშაბათი პირველი ორშაბათი აღდგომის კვირის შემდეგ
ანზაკის დღე 25 აპრილი
დედოფლის ოფიციალური დაბადების დღე ივნისის პირველი ორშაბათი
შრომის დღე ოქტომბრის მეოთხე ორშაბათი
შობა 25 დეკემბერი
საჩუქრების დღე 26 დეკემბერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
მოგზაურობა
სხვა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New Zealand's National Anthems. Ministry for Culture and Heritage. ციტირების თარიღი: 17 February 2008.
  2. Protocol for using New Zealand's National Anthems. Ministry for Culture and Heritage. ციტირების თარიღი: 17 February 2008.
  3. The New Zealand Land Cover Database. New Zealand Land Cover Database 2. New Zealand Ministry for the Environment (1 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  4. National Population Estimates: March 2012 quarter. Statistics New Zealand (14 May 2012). ციტირების თარიღი: 5 June 2012.
  5. 5.0 5.1 New Zealand. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 20 April 2012.
  6. Human Development Report 2011. United Nations. ციტირების თარიღი: 2 November 2011.
  7. 7.0 7.1 7.2 მოსახლეობის აღწერა (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-23. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  8. A Note on the two ‘New Zealands’. Mapforum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  9. 9.0 9.1 Quick Facts - Land and Environment: Geography - Physical Features. Statistics New Zealand (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 13 August 2012.
  10. Climate Summaries. National Institute of Water & Atmospheric Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-01. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  11. GeoNet and Earthquakes. GeoNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  12. Taupo, New Zealand. Volcano World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  13. 13.0 13.1 Interpretation of the mineral stock account. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-25. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  14. New Zealand petroleum — facts and figures. Ministry of Economic Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  15. Gas production and reserve statistics. Ministry of Economic Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  16. Energy Information — Oil. Ministry of Economic Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  17. Oil production and reserves statistics. Ministry of Economic Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  18. Country Profile - New Zealand. World Coal Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  19. Improving Regulation of Environmental Effects in New Zealand’s Exclusive Economic Zone: Discussion Paper. Ministry for the Environment New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-18.
  20. 20.0 20.1 Lake water quality. Ministry for the Environment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-03.
  21. Snapshot of Lake Water Quality in New Zealand. Ministry for the Environment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-03.
  22. Lakes. New Zealand lakes. Te Ara - the Encyclopedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-01-28.
  23. 23.0 23.1 Water Resources and Freshwater Ecosystems-- New Zealand. World Resources Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-18.
  24. Water- Physical Stock Accounts for the June years 1995 to 2001. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-09. ციტირების თარიღი: 2008-12-18.
  25. Water — Monetary Stock Report. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-11. ციტირების თარიღი: 2008-12-18.
  26. Forget-me-nots. An Encyclopaedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-18.
  27. 100% Pure New Zealand. YouTube. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  28. New Zealand world first for carbon tax. Environmental Data Interactive Exchange. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  29. New Zealand carbon neutral by 2020. ScienceAlert. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  30. National Parks. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  31. Marine parks. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  32. Marine reserves & other protected areas. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  33. Biodiversity and Protected Areas. World Resources Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  34. Sep 4, 2010 - Darfield earthquake damages Canterbury. GeoNet. Earthquake Commission and GNS Science (4 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2011-02-23.
  35. NZ skin cancer statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-01. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
  36. The Treaty of Waitangi. New Zealand History Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  37. La Nouvelle-Zélande légalise le mariage homosexuel. // Le Monde, 17.04.2013 (ფრანგული)
  38. The Monarchy today. Official web site of the British Monarchy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  39. Governor-General of New Zealand. Official web site of Governor-General. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  40. Parliament of New Zealand
  41. Prime Minister, ¶ 2.3.. New Zealand Cabinet Manual. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-07-29.
  42. Prime Minister of New Zealand. Official web site of Prime Minister of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  43. MMP basics. Elections New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-16. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  44. Labour Party of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  45. National Party. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  46. Progressive Party. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  47. New Zealand First. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  48. United Future New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  49. Green Party of Aotearoa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  50. Maori Party of Aotearoa New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-10.
  51. New Zealand. US Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-16.
  52. NZ and Europe — a partnership for the 21st Century. New Zealand Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-16.
  53. New Zealand Flag. Ministry for Culture & Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-22. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  54. New Zealand’s National Coat of Arms. Ministry for Culture & Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  55. New Zealand’s National Anthems. Ministry for Culture & Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  56. New Zealand Military Expenditures. Index Mundi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  57. AJ Baigent. Coast Artillery Defences. New Zealand Artillery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
  58. Allocation takes police staffing to over 10,500. New Zealand Police. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  59. New Zealand Crime & Safety Survey 2006. Ministry of Justice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  60. New Zealand Security Intelligence Service. New Zealand Security Intelligence Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  61. Government Communications Security Bureau. Government Communications Security Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  62. New Zealand Population Growth Rate. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-12. ციტირების თარიღი: 2008-12-23.
  63. 63.0 63.1 QuickStats About Culture and Identity. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-08. ციტირების თარიღი: 2008-12-23.
  64. 64.0 64.1 QuickStats About Māori. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-29. ციტირების თარიღი: 2008-12-23.
  65. New Zealanders in Australia. Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-23.
  66. New Zealand, country profile. UK Foreign and Commonwealth Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-23.
  67. Religious Affiliation. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2008-12-23.
  68. W. R. van Leeuwen., Dreamers of the Dark, University of Waikato, 2008. — P. IX, 168 p.
  69. 69.0 69.1 Population. The Encyclopedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-24.
  70. Demographics — Age structure. Māori Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-24.
  71. Over-representation of Maori in the criminal justice system. New Zealand Department of Corrections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-15. ციტირების თარიღი: 2008-12-24.
  72. Māori Labour Market Outcomes. New Zealand Department of Labour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-24.
  73. Life expectancy. New Zealand Ministry of Social Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-24.
  74. New Zealand English. New Zealand English. ციტირების თარიღი: 2008-12-26.
  75. Recognition for Sign Language. TV New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-26.
  76. Deaf Aotearoa. About Sign Language. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  77. Living Density: Table 1 დაარქივებული 2007-11-28 საიტზე Wayback Machine. , Housing Statistics, Statistics New Zealand. Accessed 25 January 2009. Areas are based on 2001 boundaries. Water bodies greater than 15 hectares are excluded.
  78. New Zealand. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-14. ციტირების თარიღი: 2009-01-02.
  79. The World Factbook: New Zealand. Index Mundi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-09. ციტირების თარიღი: CIA.
  80. GDP per Capita. Statistic New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-09. ციტირების თარიღი: 2009-01-02.
  81. New Zealand Inflation Rate. Index Mundi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-01-02.
  82. World’s External Debt. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-17. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  83. List of State Services and wider State sector organisations. New Zealand State Services Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  84. New Zealand Labor Force. Index Mundi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-01-07.
  85. New Zealand Unemployment Rate. Index Mundi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2009-01-07.
  86. Kurt Badenhausen. (14 ნოემბერი 2012) New Zealand Tops Our List Of The Best Countries For Business. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 31 მარტი 2013.
  87. List of registered banks in New Zealand. The Reserve Bank of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2009-08-31.
  88. Situation and outlook for New Zealand agriculture and forestry. New Zealand Ministry of Agriculture and Forestry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  89. Agricultural production statistics for the 2006. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-19. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  90. Ministry of Agriculture and Forestry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  91. Marine Environmental accounts. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-09. ციტირების თარიღი: 2009-01-23.
  92. Food and Beverage: growing traditional strengths with innovation. New Zealand Trade and Enterprise. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-01-23.
  93. Specialised Manufacturing. New Zealand Trade and Enterprise. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-01-23.
  94. Biotechnology and agritech. New Zealand Trade and Enterprise. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-01-23.
  95. Gas Fields & Production. Gas Association of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-02-11.
  96. Gas Fields & Production. New Zealand Ministry of Economic Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-02-11.
  97. New Zealand Ministry of Economic Development, Energy Information
  98. World Coal Institute Country Profile - New Zealand. Coal Association of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2009-02-11.
  99. New Zealand geothermal uses. New Zealand Geothermal Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-19. ციტირების თარიღი: 2009-02-11.
  100. New Zealand Electricity Commission annual report, 2005—2006. New Zealand Electricity Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-02-11.
  101. Wind generation in New Zealand. New Zealand Wind Energy Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-02-11.
  102. Overseas cargo statistics, 2006. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-09. ციტირების თარიღი: 2009-02-20.
  103. Agricultural and forestry exports from New Zealand. Ministry of Agriculture and Forestry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-02-20.
  104. New Zealand Export statistics. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-07. ციტირების თარიღი: 2009-02-20.
  105. New Zealand external trade statistics. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-19. ციტირების თარიღი: 2009-02-20.
  106. Key Tourism Statistics. New Zealand Ministry of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2009-02-23.
  107. Tourism Leading Indicators Monitor. New Zealand Ministry of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2009-02-23.
  108. New Zealand government buys back rail-ferry network. M&C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-03.
  109. Airport Information. Auckland Airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-03.
  110. Airport Statistics. Wellington Airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-03.
  111. Facts and Figures. Christchurch Airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-03.
  112. Balance of payments and international investment position. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-02. ციტირების თარიღი: 2009-02-23.
  113. New Zealand Sovereign Credit Ratings. New Zealand Debt Management Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-02-23.
  114. The World Factbook. CIS. დაარქივებულია CIS ორიგინალიდან — 2019-09-18. ციტირების თარიღი: 2009-03-12.
  115. Vodafone NZ.
  116. Telecom.
  117. Fast Facts. New Zealand Post. ციტირების თარიღი: 2009-03-12.[მკვდარი ბმული]
  118. Early childhood education. Ministry of Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-25.
  119. New Zealand Education System Overview. Ministry of Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-25.
  120. Tertiary qualifications. New Zealand Qualifications Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-03-08. ციტირების თარიღი: 2009-05-25.
  121. New Zealand Ministry of Health. New Zealand Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-06-11.
  122. New Zealand Accident Compensation Corporation. New Zealand Accident Compensation Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-06-11.
  123. Ministry for Culture and Heritage. კულტურისა და ისტორიული შთამომავლობის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
  124. Swarbrick, Nancy. (June 2010) Creative life – Writing and publishing. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  125. The making of New Zealand literature. Ministry for Culture and Heritage (November 2010). ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  126. New Zealand. The Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-11-10. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
  127. Napier Art Deco Historic Precinct. იუნესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
  128. SkyCity. Fun Facts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
  129. Maori Poi. Youtube. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  130. All Blacks Haka. Youtube. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  131. Auckland War Memorial Museum. Auckland War Memorial Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  132. Museum of New Zealand. Museum of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  133. Museums and art galleries. Statistics new Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-09. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  134. The National Library of New Zealand. The National Library of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  135. Library services. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-09. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  136. Royal Society of New Zealand. Royal Society of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-29.
  137. Research associations & organisations. Ministry of Research, Science and Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-29.
  138. Ministry of Research, Science and Technology. Ministry of Research, Science and Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-29.
  139. Research and Development in New Zealand: 2006. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-25. ციტირების თარიღი: 2009-04-29.
  140. New Zealand Herald. New Zealand Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  141. Skywatch. Skywatch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  142. New Zealand Women’s Day. ACP Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  143. Television New Zealand. Television New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  144. TV ONE. TV NZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  145. TV2. TV NZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  146. FreeView. FreeView. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  147. Māori Television. Māori Television. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  148. SKY Television. SKY Television. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  149. TV3. TV3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  150. C4. C4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  151. Radio New Zealand Te Reo Irirangi o Aotearoa. Radio New Zealand Te Reo Irirangi o Aotearoa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  152. National Radio. Radio New Zealand Te Reo Irirangi o Aotearoa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  153. Radio New Zealand Concert. Radio New Zealand Te Reo Irirangi o Aotearoa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  154. Radio New Zealand International. Radio New Zealand Te Reo Irirangi o Aotearoa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  155. Radio New Zealand News. Radio New Zealand Te Reo Irirangi o Aotearoa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  156. New Zealand Sound Archive. New Zealand Sound Archive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  157. Niu FM. Niu FM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  158. Māori Radio. Māori Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-04-21.
  159. Hearn, Terry. (March 2009) English – Popular culture. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 22 January 2022.
  160. Crawford, Scott (January 1999). „Rugby and the Forging of National Identity“, Sport, Power And Society In New Zealand: Historical And Contemporary Perspectives. ASSH Studies In Sports History. ციტირების თარიღი: 2012-10-03. 
  161. Fougere, Geoff (1989). „Sport, culture and identity: the case of rugby football“, Culture and identity in New Zealand, გვ. 110–122. ISBN 0-477-01422-4. ციტირების თარიღი: 2012-10-03.  დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine.
  162. Derby, Mark. (December 2010) Māori–Pākehā relations – Sports and race. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 4 February 2011.
  163. World Rankings. International Rugby Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-15. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  164. All Blacks. All Blacks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  165. The National Library of New Zealand. New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-06. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  166. New Zealand Olympic Committee. New Zealand Olympic Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  167. 167.0 167.1 Phillips, Jock. (February 2011) Sports and leisure – Organised sports. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 23 March 2011.
  168. ABS medal tally: Australia finishes third. Australian Bureau of Statistics (30 August 2004). ციტირების თარიღი: 17 February 2008.
  169. New Zealand Commonwealth Games Site. New Zealand Commonwealth Games Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-19. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  170. TSB Bank Arena. Wellington Convention Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-03-08. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  171. Westpac Arena. Vbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-09. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  172. Facts and facilities. Vector Arena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  173. Participation in sport and active leisure by NZ young people. Sport & Recreation New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-02. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  174. Participation in sport and active leisure by New Zealand adults. Sport & Recreation New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-06. ციტირების თარიღი: 2009-05-11.
  175. Sport and Recreation Participation Levels. Sport and Recreation New Zealand (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 30 April 2010.
  176. Yousef, Robyn (January 2011). „Waka ama: Keeping it in the family“. New Zealand Herald.
  177. Rugby, racing and beer. Ministry for Culture and Heritage (August 2010). ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  178. „World mourns Sir Edmund Hillary“. The Age. Australia. January 2008.